ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან თბილისში უფასოდ მკურნალობა-ოპერაციის მისაღებად ოსი პაციენტები ცხინვალის რეგიონიდან ხშირად ჩამოდიან. 2017 წელს ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, წლის განმავლობაში 417 ოს პაციენტს გაეწია უფასო მომსახურება,
თვე: დეკემბერი 2017
„ერთხელ რუსმა მესაზღვრემ გვითხრა, არ გაგაგდებთ აქედან, თვითონ წახვალთო" – გალელებს სახლების დატოვებას აიძულებენ
გალის რაიონს დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ქართველი ტოვებს. ყოველ მათგან აქვს პირადი მიზეზი, თუმცა საერთო მიზეზების ჩამონათვალი გაცილებით დიდია.
7-წლიანი პატიმრობის შემდეგ სოხუმის ციხიდან ყოფილი ქართველი სამხედრო გამოუშვეს

„დღეს, 25 დეკემბერს, სოხუმის დრანდის ციხიდან თითქმის შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ გიორგი ლუკავა გათავისუფლდა. იგი ქართულ მხარეს ენგურის ხიდზე უკვე გადმოეცა. ლუკავა 2011 წლის მაისში გალის რაიონის სოფელ ზემო ბარღებში დააკავეს და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს,“ – ამ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.
ცხინვალი ვაჭრობის დასაწყებად საქართველოსგან „დამოუკიდებლობის“ აღიარებას მოითხოვს
ცხინვალში დიდი გამოხმაურება და კრიტიკა მოჰყვა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივებს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზებთან სავაჭრო ურთიერთობებსა და პლუს, ჟენევის ფორმატის გაფართოებაზე, რათა მას კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის მანდატიც მიენიჭოს.
ახალი წლიდან აფხაზები „ვიზების“ გაცემას ენგურის ხიდზე დაიწყებენ

იანვრიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე მოსახვედრად საჭირო ე.წ. ვიზები „საზღვარზე“ გაიცემა, ამის შესახებ ქალაქ გალში გამართულ შეხვედრაზე სკოლის დირექტორებს განუცხადეს.
აფხაზურ პოლიციას 50 რუსი სამართალდამცველით „აძლიერებენ“
აფხაზურ პოლიციაში 50 რუსი პოლიციელის დამატება იგეგმება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის მიზეზად „კორუფციის აღმოფხვრა“ სახელება.
„სიახლეები გალში პერიოდულად ჩატარებულ თათბირებზე ხმოვანდება. ეს ინფორმაციაც ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გაჟღერდა. ზოგადად აფხაზურ პოლიციას რუსი სამხედროები ყოველთვის ეხმარებოდნენ, მაგრამ ოფიციალურად სამართალდამცავ სტრუქტურაში მხოლოდ აფხაზი პოლიციელები ირიცხებოდნენ.
„სახელმწიფო რომ იცავდეს ეთნიკურ აზერბაიჯანელ ქალთა უფლებებს, ისინი უფრო აქტიურები იქნებოდნენ”
„ჩვენი ქალები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და ბევრს შრომობენ. პირობები რომ ჰქონდეთ, ისინი საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად წარმოაჩენდნენ,” – ამბობს საქართველოს აქტიურ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი გულთაქინ მუსტაფაევა და დასძენს, რომ თუ ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალები ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად არ არიან ჩართულნი, ამაში ისევ ხელისუფლებაა დამნაშავე.
ცხინვალის რეჟიმის შემდეგ საბაჟოს გახსნას სოხუმიც აპირებს

სოხუმის რეჟიმი ენგურის ხიდზე ე.წ. საბაჟო პუნქტის მოწყობას გეგმავს, რომ დანარჩენი საქართველოდან შეტანილ პროდუქციაზე გადასახადი დააწესოს და პლუს, აფხაზეთში აკრძალული საქონლის შეტანა აკრძალოს.
აფხაზეთში ორი კაცი ჩაცხრილეს, ერთ-ერთი ანქვაბის მოკვლის მცდელობაშია ბრალდებული

ოკუპირებულ აფხაზეთში დაცხრილეს სოხუმიდან გუდაუთაში მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პაველ არძინბა და მისი მძღოლი დიმიტრი ხაგბა იმყოფებოდნენ. ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

