Monthly Archives: December 2016

ასოცირების შეთანხმებით საქართველო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას იწყებს

By | December 31st, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს საწვავის ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვას იწყებს, რაც წინა წლებში საერთოდ არ კონტროლდებოდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის კი ისეთი საწვავის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელშიც გოგირდის [...]

ფარულ ჩანაწერებზე დაჭერილი კუდ-ის ოფიცრები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან

By | December 29th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს. […]

ასოცირების შეთანხმებით საქართველომ 2017-20 წლებში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს

By | December 29th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება. სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე უნდა [...]

ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვს

By | December 29th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, დაანებონ ტელეკომპანიას თავი და არხის ქონებას მოეხსნას ყადაღა, რათა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება შეძლონ.  […]

ევროკავშირის წევრობა ასოცირების წილ – პარლამენტის ახალი რეზოლუცია

By | December 29th, 2016|Categories: ამბები|

პარლამენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც წინა, 2013 წელს მიღებული დოკუმენტისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ პრიორიტეტად ევროკავშირის წევრობას სახავს და არა ასოცირებას. თუმცა ოფიციალური თბილისი იმასაც აღიარებს, რომ მომავალ წელს “წევრობის დაგეგმვა” არარეალური იქნება. […]

წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა

By | December 24th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III  და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა. […]

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა

By | December 21st, 2016|Categories: ამბები|

32 წლის კაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა, რის გამოც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. […]

ოპოზიცია კრიზისზე ალაპარაკდა

By | December 21st, 2016|Categories: ამბები|

ლარის ყოველდღიური კატასტროფული გაუფასურების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მომავალ ოთხშაბთს პარლამენტში იბარებს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი აცხადებს, რომ ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის პასუხისმგებლბოს საკითხი უნდა დადგეს. […]

დენის ტარიფის გაზრდას მარეგულირებელი „რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”

By | December 21st, 2016|Categories: ამბები|

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტში სამშაბათს ისაუბრა.   […]

დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ და საქართველო დატოვა

By | December 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

(ipn) „რუსთავი 2“–ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. „პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია [...]

გაზის გაჟონვით დაღუპულთა შემთხვევები

By | December 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. […]

ქუმსიშვილი ამტკიცებს, რომ ეკონომიკა აბსოლუტურად ჯანსაღია

By | December 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

„ქვეყნის ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. […]

დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ოცნებას“ შორის საკონსტიტუციო კომისიის გამო

By | December 12th, 2016|Categories: ამბები|

კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია მომავალ კვირას დაკომპლექტდება. ის 30 აპრილამდე იმუშავებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. […]

ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ეპოპეა დასასრულს უახლოვდება

By | December 10th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE)  უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირა. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ფინალში გავიდა და თბილისში ევროპაში კარის გახსნას ერთმანეთს ულოცავნ კიდეც.  […]

„ნაცმოძრაობა“ მერიას ორთაჭალაში 2 ჰა სკვერის გასხვისებაში სდებს ბრალს, „ოცნებაში“ ამ ფაქტს უარყოფენ

By | December 9th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში, 300 არაგველის მონუმენტისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება, სადაც შეიძლება კაფეები და ბარები აშენდეს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს ხელშეკრულება უკეთ წაიკითხოს, რადგან საუბარია დაკიდებული ბაღების მოწყობასა და გამწვანებაზე, ხოლო 2 ჰექტარის გადაცემაზე ხელშეკრულებაში არსად არაფერი წერია. […]

რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია

By | December 7th, 2016|Categories: ამბები|

ძირითადი საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან  დედაენის ბაღში და განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე დაიწყება. 31 დეკემბრის გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედანზე და ქუჩები არ გადაიკეტება. […]

„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული

By | December 6th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული ფოტორეპორტიორების [...]

სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპრემიერის გაზით გაგუდვაზე დასკვნა გაყალბებული არ იყო

By | December 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა დასკვნის ავტორი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით დაიღუპა. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუაზე,  რომელიც ორი წლის წინ ექსპერტიზის გაყალბების ბრალდებით დაკავებული იყო და 8 თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.  […]

„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო“ – დარჩიაშვილმა შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ დატოვოს

By | December 5th, 2016|Categories: ამბები|

„მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? მე, ალბათ, გავალ პარტიიდანაც“, – დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ლიდერად ისევ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარჩება. ის თანამოაზრეებსაც იგივეს ურჩევს.   […]

მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს მხოლოდ მცირედით ამცირებს

By | December 3rd, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის სისტემატიურად გაუფასურების მიუხედავად, მთავრობა ამ ხარჯების მხოლოდ 10%-იან შემცირების პირობას დებს, რასაც ოპოზიციის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, მივლინებებს, ჯიპებისთვის გადაჭარბებულ ბენზინის ხარჯებს და საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის შექმნილ არაფრის მაქნის  სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს. ორშაბათს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და თქვა, რომ [...]