ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც.
თვე: ნოემბერი 2016
მთავრობა 2018-იდან ტექდათვალიერებას აბრუნებს
2018 წლიდან ტექდათვალიერება ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულო გახდება. პროცესში საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან და ახალ სტანდარტს დანერგავენ. ამის შესახებ სამშაბათს სპეციალურ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
„ნაციონალები“ მერიას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის გადახარჯვაში ადანაშაულებს
დედაქალაქის მერია თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის ცვლილებას, კონკრეტულად კი 14 მილიონი ლარის შიდა კორექტირებას ითხოვს, რასაც ოპოზიცია აპროტესტებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ მმართველმა ძალამ საბიუჯეტო სახსრები წინასაარჩევნოდ გადახარჯა და მის დაკორექტირებას ახლა სოციალური პროექტების შემცირების ხარჯზე ცდილობს.
იზორიამ სავალდებულო გაწვევა აღადგინა, ხიდაშელი მას ტყუილში ადანაშაულებს
თავდაცვის სამინისტრო თინა ხიდაშელის დროს გაუქმებულ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება მედიასთან შეხვედრაზე ორშაბათს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის ფარგლებში გააკეთა. პასუხად ექსმინისტრი თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ იზორიამ საზოგადოება მოატყუა.
19 წლის გოგონა და მისი შეყვარებული დედის მოკვლა-დანაწევრებაშია ეჭვმიტანილი
19 წლის გოგონა, შეყვარებულთან და მეგობარ გოგონასთან ერთად, საკუთარი დედის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების მტკიცებით, 76 წლის ქალბატონი მათ ჯერ ელექტროშოკით გაგუდეს, დანა ჩაარტყეს და მოკლეს, შემდეგ კი გვამი დაანაწევრეს და ორი ჩანთით გლდანის ნომერ მერვე ციხის ნაგავსაყრელზე დაწვეს.
იმერეთშ ი 15 წლის გოგონაზე ძალადობის გამო მისი 29 წლის მეუღლე დააკავეს
იმერეთში მცხოვრები 15 წლის გოგონა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მას 29 წლის მეუღლე სისტემატიურად სცემდა. დაზარალებულის მშობლების მტკიცებით, გოგონას „ჩამოყრილი აქვს კბილები, დამტვრეული აქვს ნეკნი და გატეხილი აქვს ცხვირი“.
ქონების წართმევაზე 400 საქმიდან მხოლოდ 47 ფაქტია გახსნილი
ქონების იძულებით ჩამორთმევაზე 400-მდე სს საქმე მიმდინარეობს, აქიდან გახსნილია 47, დაზარალებულად ცნობილია 84 მოქალაქე, რომელთაც დაუბრუნდათ ან დაბრუნების პროცესშია 18 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება, მათ შორის 71 ავტომანქანა, საცხოვრებელი ბინები, საოფისე და კომერციული ფართები, ღვინის ქარხანა, საცურაო კომპლექსი, მიწის ნაკვეთები და ა.შ., აცხადებს პროკურატურა.