ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

საქართველოს რიოში 8-9 მედლის იმედი აქვს

Sports olympics
(სპორტის სამინისტრო)

პარასკევს რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების  გახსნის ცერემონიალი გამართება. ამავე დროს, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა სამშაბათს, 2 აგვისტოს უკვე აღიმართა. რაც შეეხება გახსნის ცერემონიალს, ქართული დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი,  81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

Read more

თელავში პრორუსული მოძრაობის ყრილობა ჩაიშალა

vigac
„სოციალისტური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელია აცხადებს, რომ მათი მიზანია რუსეთთან დაახლოება, მასთან სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულების გაფორმება და სოციალისტური სისტემის მშენებლობა.

„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი  ყრილობა, რომელიც ხუთშაბათს, 4 აგვისტოს (გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი რომელმაც მოქალაქეს სილა გაარტყა, პოლიციამ დააკავა.   

Read more

ფატალური დაპირისპირება წალკელი პოლიტიკოსების ოჯახებს შორის – მოკლულია ერთი ადამიანი

police-carწალკაში ორ ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად  23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა,  54 წლის კაცი  კი დაიჭრა. შეტაკებაში მონაწილე ორი პირი –  ანდრიკ თამარიანი და ჰაიკ მელტონიანი – უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირება  პირადი კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა.

Read more

სუს-ი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აღკვეთას მოითხოვს

stalin_bust_in_Akura_Crop
სტალინის ბიუსტი სოფელ აკურაში (ipn)

მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ მიერ ხუთშაბათს თელავში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) შს სამინისტროს ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მიმართა, რომ  არ დაეშვა ორგანიზაციის მხრიდან კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით („თავისუფალი ქარტია“ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.

Read more

ბურჯანაძის პარტიაში უკრაინის მიერ მის ნონ-გრატად გამოცხადებას უარყოფენ

niniko burjanadzeრუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსი,  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე  ნინო ბურჯანაძე უკრაინაში პერსონა ნონ-გრატად გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული ვებსაიტი ავრცელებს.

Read more

უფლებადამცველები 16 წლის გოგონას გაუპატიურების არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობენ

MIA_sharkარასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მარნეულში არასრულწლოვანის გაუპატიურების შემთხვევის არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს. კერძოდ, საუბარია  8 ივლისს მომხდარ 16 წლის გათხოვილი, ორსული გოგონას გაუპატიურებაზე. მისი ოჯახის წევრების ცნობით, გოგონაზე ოჯახის ნათესავმა და მეზობელმა, 47 წლის მამაკაცმა დანის მუქარით   იძალადა.

Read more

„ოცნება" და „ნაცმოძრაობა" ერთმანეთს „საკონსტიტუციო რევოლუციის“ მოწყობას აბრალებენ

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის საჯარო განცხადების შემდეგ, რომ მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება, პოლიტიკური ძალების მხრიდან ურთიერთ-ბრალდებები გრძელდება. როგორც ოთხშაბათს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა, გია ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ განაცხადეს,  “ქართული ოცნების“  შეფასებით, სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობა” საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობას ცდილობდა. “საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს – კერძოდ, … Read more

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე გარდაიცვალა, კიდევ ორი დაშავებული მართვით სუნთქვაზეა

rugby21 ივლისს ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანი ბუაძე კვირას  საავადმყოფოში გარდაიცვალა. რაც შეეხება, კიდევ ორ დაშავებულს – საქართველოს ჩემპიონის, “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძისა და მისი მეუღლის მდგომარეობას, კვლავ სტაბილურად მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვის აპარატზე არიან შეერთებულნი. ამის შესახებ, საქართველოს რაგბის კავშირში აცხადებენ.

Read more

"ბილთმორ თბილისი" – როგორ აშენდა საქართველოს ყველაზე ძვირი სასტუმრო

Baltimore
Facebook

სასტუმრო „ბილთმორ თბილისი“ (The Biltmore Hotel Tbilisi), რომელიც თაბიკაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იმელის შენობის უკან 31 ივლისს გაიხსნა, სტუმრებს სექტემბრიდან მოემსახურება. ამის შესახებ DFWatch-ს სასტუმროს გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორმა ნინა ასათიანმა უთხრა.

Read more