ორშაბათი, დეკემბერი 8, 2025

კობა თურმანიძე: ბურჭულაძის გამოჩენამ დიდწილად „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა

13724917_10153611982611044_1280260834217564961_o
„რაც შეეხება დასავლურ ორიენტაციას… საქართველოში ამგვარი პარტია კონა 10 შაურადაა და, ერთი-ორი პარტიის გარდა, ლაპარაკით ყველა პროდასავლურია. დღეს ამომრჩეველი ეკონომიკური პროგრამით უნდა მოხიბლო“ – ამბობს კობა თურმანიძე.

4-პარტიული ახალ გაერთიანებასპაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მექანიკურ გაერთიანებად აფასებს კავკასიის კვლევითი რესურსების (CRRC) ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის თქმით, მკვლევარისთვისაც რთულია გაარკვიოს, რა საერთოა ამ ახალ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის, როგორ მონახავენ ისინი საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ.

Read more

„ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდს მაჟორიტარ კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

sandraსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

Read more

ბურჭულაძეს ვაშაძე-ჯაფარიძე-„ახლები“ შეუერთდნენ

Paata Burchuladze during Independence Day celebrations, May 26. (Facebook.)
„ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს გუშინ ვაშაძეჯაფარიძეახალი არჩევანიშეუერთდა და შეიქმნა ახალი პლატფორმა სახელწოდებით –  პაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის ლიდერი და პირველი ნომერი მსოფლიო ბანი იქნება. ამავე დროს, საარჩევნო სიის დიდი ნაწილი სწორედ ბურჭულაძის პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.

Read more

საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება

dabindzureba
გარემოს დაცვის სამინისტრო

მძღოლებს,  სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება.

Read more

ბურჯანაძე „უბლოკო სტატუსის“ განსახილველად რუსეთის დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

burjanadze-nino_croppedნინო ბურჯანაძე 18 აგვისტოს მოსკოვიდან დაბრუნდა და როგორც თავად განაცხადა, რუსეთის დედაქალაქში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილების ერთერთ მიმღებ პირს, სერგეი ნარიკინს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხი კი მის ინიციატივასუბლოკო სტატუსს ეხებოდა.

Read more

პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმრების წამებაზე 60 კაცია გასამართლებული, 16-ს პატიმრობა მიესაჯა

prosecutors_office_Cropპროკურატურა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ციხეებში პატიმრების ცემაწამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

Read more

სამტრედიის პროკურატურაში დემურ სტურუას ოჯახის წევრები დაკითხეს

sturuaსოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას მშობლები ორშაბათს, ახალგაზრდას თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაკითხეს. გამოძიება გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა, რომელშიც წერია, რომ თვითმკვლელობა გაუსაძლისმა შანტაჟმა აიძულა.

Read more

რა ეტაპზეა და როდისთვის დასრულდება თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა

14037568_10207494504784386_1006044874_o
ახალი ტერმინალის მაკეტი (TAV Georgia)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ის წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება,  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, უთხრეს DFWatch-ს  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაო მიდის.

Read more

სინოპტიკოსები ბათუმში შტორმის განმეორებას არ ელოდებიან

batumiბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის 4ბალიანი შტორმის შემდეგ ზღვაზე ბანაობა ორშაბათსაც აკრძალულია.

Read more

მკვლელობა საკუთარ კაბინეტში, ხიდების აფეთქება, სანაპიროს დანაღმვა – რა დანაშაულისთვის მისცეს აბაშიძეს 15 წელი

aslanaაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს (1991-2004 წლებში) ასლან აბაშიძეს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 6 მაისს  საპროტესტო გამოსვლების შედეგად რუსეთში გაიქცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 25 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის.

Read more