კუნძულ კრეტაზე მართლმადიდებელი ეკლესიების დიდმა და წმინდა კრებამ ორშაბათს, 20 ივნისს მუშაობა და დოკუმენტების განხილვა ოფიციალურად დაიწყო, თუმცა მასში 14 ავტოკეფალური ეკლესიიდან ოთხი, მათ შორის საქართველო, არ მონაწილეობს.
თვე: ივნისი 2016
ნარმანია ამბობს, რომ სექტემბრიდან „სითი პარკს“ ტროტუარებს ჩამორთმევს
სექტემბრიდან, შესაძლოა, მანქანების ტროტუარზე პარკირება აიკრძალოს. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხუთშაბათს რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, „სითი პარკის“ პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა იქნება საჭირო.
რას გულისხმობს კანოპროექტი, რომლის მიზანიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდაა
ქალთა პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, პარლამენტსა და საკრებულოებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით, შესაძლოა ახალი კანონი ამოქმედდეს. საუბარია, მანანა კობახიძისა და გუგული მაღრაძის მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც გულისხმობს, რომ პარტია საარჩევნოდ საბაზო დაფინანსების (წელიწადში 300 000 ლარი) 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის (მდედრობითი) ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.
მერკელი: გერმანია ვიზალიბერალიზაცის მხარს უჭერს

„საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2016 წლის ბოლოსთვის დასრულდება

საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაც არის ცნობილი და რომლის პროექტსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზეირბაიჯანის რკინიგზის უფროსის ჯავიდ გურბანოვის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.
საქართველოს ეკლესია დიდი კრების მხოლოდ იმ გადაწყვეტილებებს აღასრულებს, რომლებსაც დაეთანხმება

მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ და წმინდა კრებაზე, რომელიც 16 ივნისს კუნძულ კრეტაზე იხსნება, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია არ მიდის. ამჟამად, კრეტაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნაზე, ოფიციალურად, უარს ამბობენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, კრება მაინც შედგება და მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
მეცნიერებათა აკადემია ახალ კანონპროექტს აპროტესტებს

„მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც აკადემიის ხელმძღვანელობასა და მისავე წევრ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი კენჭისყრა პარასკევს, 10 ივნისს ვერ შედგა, რადგან როგორც DFWatch-ს პროექტის ავტორმა ვანო კიღურაძემ უთხრა, კვორუმი ვერ შედგა. შესაბამისად, განხილვა შემდეგ სასესიო კვირაში გაიმართება.
"პატრიოტთა ალიანსი" ახალ ბლოკს ქმნის, თოფაძე-მეჭიაურთან თანამშრომლობას გამორიცხავს

წინასაარჩევნოდ კონსერვატიულ ფლანგზე “პატრიაოტთა ალიანსი”, რომელსაც ბევრი მიმომხილველი მომავალ პარლამენტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, ახალ კოალიციას ქმნის, სადაც რამდენიმე ცნობილი, თუმცა არცთუ მაღალი მხარდაჭერის მქონე, პოლიტიკოსები ერთიანდებიან.
ვეგანური კაფე „კივი“ ახალ ადგილს ეძებს

“მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც პეპლებიანი და ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო” – ლაშა, თბილისში ერთადერთი ვეგანური კაფე „კივის“ თანამშრომელი, DFWatch-თან მეზობლების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო იძულებულნი არიან კაფე სხვა ადგილას გადაიტანონ.
