თბილისის აეროპორტში „თურქიშ აირლაინზის“ თვითმფრინავის რთულად დაჯდომის გამო, 5 მაისს სტამბოლის მიმართულებით ერთი რეისი გაუქმდა, მგზავრები კი ამავე კომპანიის სხვა რეისებზე გადანაწილდნენ.
თვე: მაისი 2016
უდესიანს და მუხაძეს ხარძიანის საქმეზე ბრალი წარუდგინეს
2015 წლის 28 მარტს მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის წამებისა და ქონების იძულებით დათმობის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ გლდანის მე-8 საპყრობილისა და გორის სამხედრო ჰოსპიტალის ყოფილ დირექტორს, ალექსანდრე მუხაძესა და კულტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი უდესიანს ბრალი წაუყენა.
ვაშაძემ „ნაცმოძრაობა“დატოვა, მიზეზი – ბოკერია, მაჭავარიანი, გოგორიშვილი, გაბაშვილი და „ფასადად ქცეული“ ბაქრაძე

„ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ დატოვა და თქვა, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნას გეგმავს.
მეცნიერებათა აკადემიკია და საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კანონში ცვლილებებზე ვერ შეთანხმდნენ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, მეცნიერებათა აკადემიის წევრები კანონპროექტის ავტორს, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს უპირისპირდებიან.
უეფამ კოსოვო აღიარა, საქართველომ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა
#Kosovo sports journalists in #Budapest cried tears of happiness as @uefa announced the newest member, our republic. pic.twitter.com/OEzq2QA002 — Petrit Selimi (@Petrit) May 3, 2016 უეფა-მ კოსოვოს ფეხბურთის ფედერაცია 55-ე წევრად მიიღო. მის გაწევრიანებას მხარი 28 ქვეყანამ დაუჭირა, 24 წინააღმდეგი წავიდა, 2-მა თავი შეიკავა. მოწინააღმდეგეებს შორის იყო საქართველოც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკუთარი სეპარატისტული რეგიონების … Read more
2016 წელს ყველაზე მეტი შემოწირულობა „ალიანსმა“, „ოცნებამ“ და „გირჩმა“ მიიღო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარტიათა შემოწირულობებზე მორიგი მონაცემები გამოაქვეყნა. 2016 წლის აპრილში პოლიტიკურმა პარტიებმა ჯამში 604 526 ლარი ოდენობის შემოწირულობა მიიღეს. ყველაზე მეტი „პატრიოტთა ალიანსს“ ერგო, რომელსაც მოჰყვება „ქართულ ოცნება“ და „გირჩი“. წინა სამ თვესაც პირველ–მეორე ადგილებს „გირჩი“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ინაწილებდნენ.
"ნაციონალ" დეპუტატებს ვიზა ლიბერალიზაციის ხელშეშლის მცდელობაში ადანაშაულებენ

საპარლამენტო უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” ევროკავშირთან ვიზების გაუქმების პროცესის ხელშეშლაში ადანაშაულებს.