Monthly Archives: April 2016

როგორი ამინდია მოსალოდნელი აღდგომის დღესასწაულზე

By | April 30th, 2016|Categories: ამბები|

სინოპტიკოსები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა […]

რას გულისხმობს „ეს შენ გეხებას“ მიერ ფარული მოსმენებზე შემუშავებული კანონპროექტი

By | April 30th, 2016|Categories: ამბები|

ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე, სამოქალაქო საზოგადობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ფარული მიყურადების კანონპროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები გააცნეს. […]

აღდგომაზე თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება

By | April 29th, 2016|Categories: ამბები|

თბილისის მერიის ინფორმაციით,  აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები) მგზავრებს დედაქალაქში უფასოდ მოემსახურება. […]

საქართველოს მოსახლეობა15-%-ით შემცირდა

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონზე ცოტა მეტია. ეს მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან  შედარებით 15%-ით ნაკლებია. მოსახლეობის 52,3%-ს ქალები შეადგენენ, 47,7%-ს მამაკაცები. თბილისის მოსახლეობა გაზრდილია 2,5%-ით და 1,1 მილიონს შეადგენს. […]

რას ეწინააღმდეგება საქართველოს ეკლესია „დიდ და წმინდა კრებაზე“ გასატანი ექვსი საკითხიდან

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

ანდრია გვაზავა, გორისა და ატენის მიტროპოლიტი (patriarchate.ge)   16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე მსოფლიოს ყველა, 14-ივე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „დიდ და წმინდა კრებას“ პირველად ატარებს და ეს მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოვლენაა. […]

გეოპოლიტიკა, „ნაციონალები“ და „არც თუ ნორჩი სტალინელები“ – უსუფაშვილი ვიზალიბერალიზაციის სამ „მცირე“ დაბრკოლებას ასახელებს

By | April 28th, 2016|Categories: ამბები|

უსუფაშვილი: ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ „მცირე პრობლემას“ ხედავს – ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს  უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას. […]

ზაფხულიდან თბილისი-ბათუმის რეისზე შვეიცარული ორსართულიანი მატარებლები ივლის

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

“შტადლერის” ერთ-ერთი ბოლო მოდიფიკაციის მარატებელი. ცურიხი, შვეიცარია. შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებლები, რომლითაც მგზავრებს, თბილის-ბათუმის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება, საქართველოში  ივლისიდან შემოვა. […]

„ნაცმოძრაობა“ რუსთავის მერიის მოხელეებს პარტიის წევრის ცემაში ადანაშაულებს

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|

(geotimes.ge) „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მამუკა აბულაძის თქმით, წუხელ ღამით, საკუთარ ბარში რუსთავის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ. […]

დედა-შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საბერძნეთიდან უნდა ჩამოიყვანონ

By | April 27th, 2016|Categories: ამბები|

დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა როდის ან საერთოდ თუ მოხდება ბრალდებულის ჩამოყვანა, ჯერ ცნობილი არ არის.  […]

შალვა რამიშვილისა და „იმედის“ გენდირექტორის ურთიერთბრალდებები

By | April 26th, 2016|Categories: ამბები|

შალვა რამიშვილის აცხადებს, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა (Facebook) „იმედიდან“ გათავისუფლებული შალვა რამიშვილის განცხადებას, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა,  გიორგი ბახტაძეც გამოეხმაურა და ორი განცხადება გაავრცელა. 22 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ბახტაძე ამბობს, რომ  რამიშვილი, თათია სამხარაძის (იგივე ტასო  ბარნოვას, „შალვა რამიშვილის შოუს“ ყოფილი თანამშრომლის) მიერ ჩაწერილი აუდიო მასალის მოსმენის შემდეგ,  არაეთიკური საქციელის გამო გაათავისუფლა. 26 აპრილს  კი  სამხარაძესა და რამიშვილს მოუწოდა, რომ  გაასაჯარაონ ის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარია. […]

აფხაზებს მონტენეგროში გამოფენა დაუხურეს. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველო ‘ბერლინის კედელს’ უშენებს

By | April 26th, 2016|Categories: ამბები|

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა  სამინისტრო  აცხადებს, რომ საქართველო მათი „რესპუბლიკის“ საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს და თბილისის ამ „ანტიაფხაზურ ქმედებას“ საგანგებო  განცხადებით, კატეგორიულად გმობს. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და ჟენევაში მარტში მიღებული გადაწყვეტილება  გალში აფხაზურ-ქართული შეხვედრები ს აღდგენაზე, შეიძლება ჩაიშალოს. […]

ბაბაევი : „ჩემს ერს სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ“

By | April 25th, 2016|Categories: ამბები|

ალი ბაბაევი: „ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იქნება საქართველოში თუ სხვაგან, სეპარატიზმის წინააღმდეგი ვარ.“ „სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ ჩემს ერს,  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში,“ – განაცხადა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

ექსპერტი: თბილისის ხელისუფლებაში უმცირესობებს წარმომადგენელი არ ჰყავთ

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

სლავა მეჟდოიანი: „თბილისში არ გვყავს საკრებულოს წევრი უმცირესობის წარმომადგენელი. არ გამიგია სპეციალისტის დონეზეც კი გამგეობებში, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი, ჩვენი წარმომადგენელი იყოს, და ამას იზოლაცია ჰქვია“ „ერთ-ერთი ყველაზე მწვვე პრობლემა, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ, სახელმწიფო მშენებლობაში მათ  ჩართულობას უკავშირდება. (უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული) რეგიონების გარდა, როგორც წესი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები [...]

სტეფანიანი: 2006 წლიდან საქართველოს სომეხ და აზეირბაიჯანელ მოქალაქეებს შორის აგრესიის ზრდა შეინიშნება

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

არნოლდ სტეპანიანი: „ეს კონფლიქტი რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, არც კი ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო” „პარლამენტის  წევრმა თქვა, რომ ჰყავს 150-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი და მზად არის წავიდეს ყარაბაღში და იომოს. მართალია, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს ასე საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა იგივე განწყობა იყო ჯავახეთშიც,“ – განაცხადა  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

ხალილოვი : ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება ორად გაიყო

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

ზაურ ხალილოვი: „ნათლად ჩანდა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ფაქტობრივად პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება, თავისი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით, ორად გაიყო” „ერთი რამ რაც ამ ოთხდღიანი ომის პერიოდში ნათლად ჩანდა, ის იყო  რომ ქართული საზოგადოება თავისი ეთნიკური სომხებით და აზერბაიჯანელებით ორად გაიყო,“ -აღნიშნა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორმა ზაურ ხალილოვმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა. […]

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს

By | April 23rd, 2016|Categories: ამბები|

კვლევის პრეზენტაცია რონდელის ფონდში (fes) ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით,  21 აპრილს, რონდელის ფონდში  კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში  მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისწინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს განიხილავდა. […]

ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილის აქტივების გაყინვას მოითხოვს

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|

Youtube / Rep. Steve Russell ამერიკელი კონგრესმენი ოკლაჰომადან, „რესპუბლიკელი“ სტივ რასელი, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, კარგად დააკვირდეს საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ივანიშვილი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამის გამო მისი ანგარიშების გაყინვას ითხოვს. […]

ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის მოსახლეობა საფლავებს ვერც წლევანდელ აღდგომაზე მოინახულებს

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|

სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები  წინაპრების საფლავზე მისვლას ვერც წლევანდელ აღდგომაზე შეძლებენ. საუბარია, იმ  სოფლების  საფლავებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ოკუპაციის ხაზის გადაღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ, ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ოთხშაბათს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 65-ე  შეხვედრის შემდეგ განაცხადა. […]

სოხუმმა ძალაში დატოვა უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა

By | April 22nd, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

აფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება –  ამ საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდა, თავად კანონპროექტი კი მისმა ავტორმა, ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ახლა სახალხო კრების წევრია, უკან გაიწვია. […]

რას გულისხმობს თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები

By | April 21st, 2016|Categories: ამბები|

(ipn.ge) თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების  გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და შესაბამისად ძალიან მალე ახალი რეგულაციები  ამოქმედდება. თუმცა, კონკრეტულად როდის შევა ეს ცვლილება ძალაში,  ცნობილი არ არის. […]

სერგეენკო : საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება

By | April 21st, 2016|Categories: ამბები|

სერგეენკო: საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა არ შეიცვლება „2016 წლის განმავლობაში საყოველთაო ჯანდაცვის შეცვლა არ იგეგმება. თუმცა, მოიაზრება რიგი რეფორმების განხორციელება,“ – განაცხადა  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ოთხშაბათს, პარლამენტში 2015 წლის ანგარიშის მოხსენებისას. […]

ევროკავშირი გაუქმებული სავიზო რეჟიმის აღდგენის მექანიზმზე მუშაობს

By | April 19th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

კახა გოგოლაშვილის თქმით, სავიზო რეჟიმის აღდგენის უფლება ევროკავშირს ისედაც ნებისმიერ შემთხვევაში აქვს, ასე რომ ამ დათქმის ჩამატებით რეალურად არაფერი არ შეიცვლება (radio liberty) ევროკავშირმა თურქეთთან, საქართველოსთან, უკრაინას ა და კოსოვოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ შეთანხმებაში, შესაძლოა, ახალი პუნქტი შეიტანოს, რომელიც ბრიუსელს, საჭიროების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის  სწრაფად აღდგენის უფლებას მისცემს. ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გაზეთ Die Welt-ის საკვირაო გამოცემა დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. […]

„მაესტროს“ სადავო წილების მფლობელად სასამართლომ გია გაჩეჩილაძე დატოვა

By | April 18th, 2016|Categories: ამბები|

„მაესტროს“ სადავო წილების მფლობელად სასამართლომ გია გაჩეჩილაძე დატოვა ტელეკომპანია „მაესტროს“ წილებთან დაკავშირებით მიმდინარე რამდენიმეთვიანი დავის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის სადავო წილები კვლავ მომღერალ გია გაჩეჩილაძის („უცნობის“) საკუთრებაში რჩება. […]

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს

By | April 18th, 2016|Categories: ამბები|

რადიაქტიური ურანის 200 მილიონად გაყიდვის მცდელობაზე 6 კაცი დაიჭირეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) რადიაქტიური ურანის გასაღების ფაქტზე 6 პირი დააკავა. როგორც ორშაბათს, გამართულ ბრიფინგზე კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გამომძიებელმა სავლე მოთიაშვილმა განაცხადა, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები,  სომხეთისა და საქართველოს 3-3 მოქალაქე,  დანაშაულის ჩადენის ფაქტზე დააკავეს. […]

ქართული ენის დევნა გალის სკოლებში

By | April 16th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

​School in Gal, taken in August 2015 (DFWatch) გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 97% ქართველია, დღეს ერთი სკოლაც არ არის, სადაც სწავლება ქართულადაა დაშვებული. ქართველ ბავშვებს, რომლებმაც რუსულს არ ან ძალიან ცუდად […]

ფემიციდის პრობლემა საქართველოში

By | April 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის კიდევ ერთი ფაქტი მოხდა ოთხშაბათს თბილისში. გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილის დევნილთა დასახლებაში მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა. […]

საკონსტიტუციო სასამართლომ სუს-ს ფარული მოსმენებზე წვდომის „გასაღები“ ჩამოართვა

By | April 15th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

საკონსტიტუციო სასამართლომ ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების სარჩელი ორივე ნაწილში დააკმაყოფილა. (DFWatch) საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ფარული მოსმენების ე.წ. „გასაღები“ ანუ ადამიანის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე  წვდომის ტექნიკური შესაძლებლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს) აღარ ექნება. […]

DF Talk: რა გავლენა მოახდინა ყარაბაღის კონფლიქტის განახლებამ აზერბაიჯანელ და სომხებს შორის ურთიერთობებზე საქართველოში

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ბოლოდროინდელმა გამწვავებამ დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზეც. ამ ომს გარკვეული გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში, რაც პროაზერბაიჯანული ან პროსომხური ნაციონალისტური ჯგუფების წარმოჩენაში გამოიხატა. საუბარია იმაზეც, რომ  საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ყარაბაღში საომრად წავიდა. აზერბაიჯანელთა და სომეხთა ურთიერთობები საქართველოს სახელმწიფოს წინაშე დიდ გამოწვევად რჩება. პოლიტიკური დეკლარაციების დონეზე საქართველოში ეს ურთიერთობები მეგობრულია. რეალურად, დიდწილად ასეცაა. თუმცა სხვადასხვა ძალები, მათ შორის რადიკალური ნაციონალისტური ჯგუფები ორივე მხრიდან სიტუაციის დაძაბვისთვის ძალას არ იშურებენ. პარასკევს აზერბაიჯანელთა და სომეხთა შორის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის მისი შედეგებისა და სახელმწიფოს როლზე დისკუსია გაიმართება,   Frontline Georgia-ს კლუბში. […]

პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონში შეიძლება ცვლილებები შევიდეს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|

თამარ ქალდანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი “თბილისი რუმზში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას (ფეისბუქი) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი შესაბამის კანონში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობასა და საჭიროებაზე საუბრობს. აპარატის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პრეზენტაცია, რომლის მიზანიც, ინსპექტორის, თამარ ქალდანის შეფასებით, არსებული კანონმდებლობის დახვეწა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა, ხუთშაბათს სასტუმრო „თბილისი რუმზსში“ გაიმართა. […]

პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის ვადას 5 თვემდე აგრძელებს

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში, არჩევნებამდე 5 თვით ადრე გამოსცემს და, შესაბამისად,  საარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 5 თვით ადრე დაიწყება. […]

წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა 1 თვით გადმოიწია

By | April 14th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს (ipn) საპარლამენტო არჩევნების თარიღი  – 8 ოქტომბერი – ძალაში რჩება, თუმცა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღმა შეიძლება, ერთი თვით 8 აგვისტოდან ნაცვლად 8 ივლისს გადმოიწიოს. საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის განკარგულებაში, რომელის საფუძველზეც განისაზღვრა არჩევნებისა და, ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი, აღმოჩნდა იურიდიული ხარვეზი, რაც სამოქალაქო სექტორმა გააპროტესტა. […]

NDI-ის კვლევით, „ოცნებას“ 15%, „ნაცმოძრაობას“ კი 13% აქვს

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|

NDI -ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 15%  ”ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას,  13% – ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”,  6% – ”თავისუფალ დემოკრატებს”, 4 % – ”ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 3% –  “პატრიოტთა ალიანსს”. […]

სააკაშვილი: ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელმაც დაამკვიდრა პორნოკრატია

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

სააკაშვილი: „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ” (ipn) ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აფასებს და ამბობს, რომ „როგორც გავბანძდით, ისეთ სიბანძეში ვცხოვრობთ”. […]

სააკაშვილი პოროშენკოს სამ პირობას უყენებს

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

Mikheil Saakashvili ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს. მისი თქმით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, […]

მეგის ქარდავას მოსკოვში ასლან აბაშიძის მომხრე გენერლის მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად: ადვოკატი

By | April 13th, 2016|Categories: ამბები|

პროკურატურამ სამხედრო პოლიციის ყოფილ უფროსს, მეგის ქარდავას გენერალ რომან დუმბაძის მკვლელობის საქმეზე ახალი ბრალი წაუყენა. ბრალის დადგენილება 7 აპრილს არის გამოტანილი. […]

რუსეთმა უდიდესი ქართული ინტერნეტფორუმი დაბლოკა

By | April 12th, 2016|Categories: ამბები|

რუსეთის სასამართლომ 6 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე უმსხვილესი ქართული ინტერნეტფორუმი forum.ge დაბლოკა. […]

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“

By | April 11th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

პანამას დოკუმენტები: მინისტრობიდან გადადგომის შემდეგ რამდენიმე დღეში კეზერაშვილი „ოლიგარქი გახდა“ (ipn) ე.წ. პანამის დოკუმენტებში, ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის გარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელიც  ფიგურირებს. ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა […]

შალვა რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ, ის უარყოფს

By | April 9th, 2016|Categories: ამბები|

თათია სამხარაძე აცხადებს, რომ მუქარის შემცველ აუდიოჩანაწერს ექსპერტიზა უტარდება (ipn) მსახიობი თათია სამხარაძე (ფსევდონიმი – ტასო ბარნოვა) აცხადებს, რომ ჟურნალისტისა და პროდიუსერ შალვა რამიშვილის მხრიდან მის მიმართ სექსუალური ხასიათის შევიწროება ხორციელდებოდა. […]

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

სამნიძე : „რესპუბლიკელი“ მინისტრები აგვისტოში წავლენ (ipn) რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ. ამის შესახებ სამნიძემ გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. […]

Check-in Georgia – საქართველო ცნობილი მომღერლებით ტურისტების მოზიდვას აპირებს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

დიმიტრი ქუმსიშვილი და მიხეილ გიორგაძე Check-in Georiga-ს პრეზენტაციაზე (კულტურის სამინისტრო) საქართველოს ცნობადობისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით მასშტაბური მუსიკალური პროექტი Check-in Georgia იწყება, რომლის ფარგლებში 35-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების ფესტივალი თუ კონცერტი ჩატარდება. Check-in Georgia-ს ფარგლებში საქართველოს ეროს რამაზოტი, […]

ფარულ ჩანაწერებზე კიდევ ერთი კაცი დააკავეს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ მიმალვაში მყოფი  ერთი პირი, გიგლა შიოშვილი დააკავა. […]

„ფარული პატრულირებისა“ თუ საგზაო უსაფრთხოების წესები შეიძლება, შეიცვალოს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

საგზაო უსაფრთხოების წესები შეიძლება, შეიცვალოს (ipn) ფარული პატრულირების შესახებ კანონი, რომლის ავტორიც შს სამინისტროა და რომლის შესახებაც რამდენიმე თვეა უწყებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად პარლამენტში მსჯელობა მიდის, შესაძლოა შეიცვალოს. […]

საია: სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ სექსუალური შევიწროება დასჯადი უნდა გახადოს და აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავრცელებს. […]

კვირიკაშვილი „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: |

პრემიერ მინისტრი: „ქვეყანას არ აქვს ფუფუნება 7-8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს“ (IPN) პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების ჩატარების თარიღად 8 ოქტომბრის დასახელება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის არ შეიცვლება. ამის შესახებ პრემიერმა პარასკევს მთავრობის […]

ფარულ კადრებზე კუდ-ის უფროსის მოადგილე და 4 ოფიცერი დაიჭირეს

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , , |

ვასილ (ვაჟა) ლელუაშვილი პირველად არჩევნების შემდეგ, 2012 წლის ნოემბერში დააკავეს. პოლიტიკოსებისა და ცნობილი ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს სამინისტროს 5 ყოფილი თანამდებობის პირი დააკავა. […]

მეჭიაური : „თუ ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება, NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ“

By | April 8th, 2016|Categories: ამბები|

მეჭიაური : „თუ ქვეყნის ინტერესს დაუპირისპირდება, NATO-ზე უარის თქმისთვის მზად ვარ“ (IPN) პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური ბურჯანაძე-ინაშვილთან კოალიციას არ გამორიცხავს, იმ შემთხვევაში თუ ეს ძალები, რომელთაც „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებული საგარეო კურსი აქვთ და პრორუსულ ძალებად მოიაზრებიან, მომავალ არჩევნებზე პარლამენტში მოხვდებიან. […]

ფონიჭალაში რელიგიურ მკლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

By | April 8th, 2016|Categories: უმცირესობები|

Banner in front of the Shia mosque saying ‘Your blood will annihilate Wahhabism and wash it off this land’ (DFWatch) 28 დეკემბერს ფონიჭალაში რელიგიურ ნიადაგზე 22 წლის ფიქრათ ახმედოვის განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი რამინ ისაიევი მიმალვიდან 4 თვის შემდეგ, ხუთშაბათს საზღვარზე დააკავეს. […]

დეკლარაციის არასწორად შევსებაზე სანქციები მხოლოდ 2017 წლიდან ამოქმედდება

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|

დღევანდელი კანონმდებლობით პრაქტიკულად შესაძლებელია, დეკლარაციაში მონაცემები არასრულად შეიტანო და ამის გამო არავინ დაჯარიმდეს, რადგან რეაგირების ეფექტური მექანიზმი არ არსებობს. რა ხდება, თუკი თანამდებობის პირები ქონებრივ დეკლარაციას არასრულად და არასწორად ავსებენ. დღეს მოქმედი კანონის თანახმად ეს ქმედება დასჯადია სს კოდექსის 355-ე მუხლის მიხედვით, თუმცა არ არსებობს დეკლარაციების მონიტორინგის მექანიზმი, შესაბამისად არასწორად შევსების გამო არც არავინ ჯარიმდება და არც სს პასუხისმგებლობა ეკისრება ვინმეს. […]

შალვა რამიშვილმა არ იცის “იმედიდან” რატომ გაუშვეს, ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

შალვა რამიშვილი ხელისუფლების ზეწოლას გამორიცხავს პოლიტიკური გადაცემა „პოლიტიკის“ წამყვანი და რამდენიმე გასართობი გადაცემის ავტორი და პროდუსერი შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „იმედიდან“ გაუშვეს. […]

„გაზპრომთან“ ძველი პირობები რჩება ძალაში

By | April 7th, 2016|Categories: ამბები|

Anti-Gazprom Demonstration in Tbilisi March, 2016 (DFWatch) საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და რუსეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ქართულმა მხარემ უკვე მიიღო. […]

„ოცნების“ სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატები თანამემამულეებს თავშეკავებას ურჩევენ

By | April 6th, 2016|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

Ruslan Pogosyan and Ali Mamedov (parliament.ge) საქართველოს პარლამენტის წევრები, რუსლან პოღოსიანი და ალი მამედოვი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სახელით მთიან ყარაბაღში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან. […]

როგორ იმოქმედა ყარაბაღის კრიზისმა საქართველოს სომხებსა და აზერბაიჯანელებზე

By | April 6th, 2016|Categories: ამბები, უმცირესობები|Tags: , , , |

სტეპანიანი: აგრესიის გამოვლინების ორი ქეისი უკვე გვაქვს, როდესაც აზერბაიჯანელებმა სომხების, სომხებმა კი აზერბაიჯანელების მანქანებს ქვები დაუშინეს.” 2 აპრილს მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე ადგილებში საომარი მოქმედებების განახლებამ  საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს შორის ურთიერთობები დაძაბა. უფრო მეტიც, კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეების მცირე ჯგუფი საომრადაც კი გეგმავს წასვლას, თანაც სხვადასხვა მხარეზე – ეთნიკური აზერბაიჯანელები ოფიციალური ბაქოს მხარდასაჭერად,  ეთნიკური სომხები კი  ყარაბაღის ე.წ. დამოუკიდებლობის დასაცავად. […]

გორელი ლექტორი აცხადებს, რომ ანტისტალინისტობის გამო სასწავლებლიდან გაუშვეს

By | April 6th, 2016|Categories: ამბები|

არინა თავაქარაშვილი: 2015 წლის 2 ოქტომბერს, როცა, როგორც მოქალაქე, გორის საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის წინააღმდეგ გამოვედი, არ მქონია ილუზია, რომ არ გაგანაწყენებდით. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე და ის უცვლელი იქნება (Facebook) გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის  ლექტორის თქმით,  ანტისტალინისტური პოზიციის გამო ის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პროფესორი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ლექციები „სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა-არდადგმას შეეწირა”. […]

„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს, ორი მოწილე სახელისუფლებო წნეხზე საუბრობს

By | April 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

მაესტროში ახალი დირექტორი დაინიშნა (ipn) ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს.  პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური. ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად მუშაობას ხუთშაბათიდან, 7 აპრილიდან შეუდგება. […]

„ეს შენ გეხება“ : „ფარული ჩანაწერების ავტორებისა და დამკვეთების ნაწილი დღესაც სამართალდამცავ სისტემებში მუშაობს“

By | April 5th, 2016|Categories: ამბები|Tags: , , |

This Affects You too against secret surveillance (DFWatch) 11, 14 და 31 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით, ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომაგენლებმა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ორშაბათს კიდევ ერთხელ  მოუწოდეს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს. […]

„მაესტროში” სამშაბათს ახალი გენდირექტორი დაინიშნება

By | April 4th, 2016|Categories: ამბები|

სამშაბათს ტელეკომპანია „მაესტროში“ დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც არხის ახალი გენდირექტორის დანიშვნა გამოცხადდება, რომელსაც თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვაც დაევალება, რის გამოც ორშაბათს დილით ტელეკომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ.  აპრილს, დილის 12 საათიდან„მაესტროს“ ეთერში  საინფორმაციო გადაცემები არ გავიდა - არც საინფორმაციო გამოშვება „კონტაქტი” 12 საათზე და არც „ბიზნეს კონტაქტი” . რამდენიმე საათი ეთერში მხოლოდ სერიალები და დოკუმენტური ფილმები გადიოდა. არხის [...]

ქობულეთში, საფეხბურთო მატჩზე დაპირისპირებისას თბილისის „დინამოს“ 4 გულშემატკივარი დააკავეს

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

თბილისის “დინამოს” ოთხი გულშემატკივარი დააკავეს (IPN) თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი კაცია დაკავებული.  DFWatch-ის ინფორმაციით,  ოთხივე დაკავებული თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარია.  […]

ორი დღით აცივდება

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

სინოპტიკოსები 5 აპრილამდე მთელს საქართველოში კვლავ ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ. როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მიუხედავად თბილი ამინდისა, შაბათს საღამოს მთელს საქართველოში ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში შეიძლება მოთოვოს კიდეც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, [...]

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე ფიქრს იწყებს

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|

მერია თბილისელებს ტაქსების სისტემის დახვეწას პირდება „დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას. ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქში ტაქსების სექტორის რეგულირებაზე საუბრისას. […]

თბილისში 10-ის ნაცვლად 22 საარჩევნო ოლქი იქნება

By | April 2nd, 2016|Categories: ამბები|Tags: |

(DFWatch) ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა. […]

სანიკიძე : „ვეღარ დავმალავთ, რომ „ფორუმი“ მარტო აპირებს არჩევნებზე გასვლას“

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: , |

სანიკიძე: ‘ეროვნული ფორუმი’ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (IPN) „რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ეროვნულმა ფორუმმაც“ პირდაპირ და საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად  მიიღებს. „ფორუმის“ პოლიტიკური მდივნის, გუბაზ სანიკიძის თქმით, […]

პროკურატურა: ფარული ჩანაწერები საქართველოდან არ ატვირთულა

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|Tags: |

მამუკა ვასაძე: კადრები საქართველოდან არ ატვირთულა (Ipn) „პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა,“ – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ  ფარული ჩანაწერების თემაზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე. ვასაძემ საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და თქვა […]

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“

By | April 1st, 2016|Categories: ამბები|

მარგველაშვილი: „სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა“ „პოლიტიკური სისტემა, რომელშიც მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალაა, უკვე მოძველდა და ამომრჩეველს ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი უნდა შევთავაზოთ,“ – ასე გამოეხმაურა აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მყოფი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას პარტიები  დამოუკიდებლად  მიიღებენ. […]