
“გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა გრძელდება და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

“გაზპრომთან” გასაფორმებელი ხელშეკრულების დეტალებზე მუშაობა გრძელდება და ვფიქრობ, ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება, – ამის შესახებ ოთხშაბათს ჟურნალისტებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.
ხუთშაბათს ფარული ვიდეო-კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პროკურატურამ ფარული ჩანაწერების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ხშირ შემთხვევაში არ დადასტურდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება და გაირკვა, რომ უმეტესად საქმე ინტერნეტ „ვირუსთან“ გვაქვს. მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში DFWatch-ს უთხრეს, რომ ეს განცხადება ზოგადად გასულ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს ეხება და არა კონკრეტულად ხუთშათათს … Read more

„არჩევნებში პარტიები გავალთ დამოუკიდებლად, ხოლო შემდგომში, მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩატარდება, ხდება გარკვეული კოალიციების შექმნა,“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებზე მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, „რესპუბლიკელი“ მინისტრები კი თანამდებობებს დატოვებენ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო. ეს განცხადება პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ 12 საათზე პარტიის ოფისში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
ინტერნეტში პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი, ორი კვირის წინ დაანონსებული მორიგი ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. კიდევ ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები დაუდგენელმა პირებმა ხუთშაბათს, რამდენიმე პირის ფეისბუქ გვერდზე ატვირთეს. ეს ვიდეოები „იუთუბზე“ იყო ატვირთული, თუმცა ამ დროისთვის დაბლოკილია.

ჩრდილოეთ ოსეთში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ზემო ლარსთან საქართველოდან შეტანილი 20 ტონა მანდარინით დატვირთული სატვირთო მანქანა დააკავეს და შემდეგ ხილი ვლადიკავკაზში ბულდოზერით გაანადგურეს.

რუსული ტურნეს ფარგლებში ქართული ანსამბლების, „რუსთავისა“ და „ბანის“, კონცერტებმა 25-27 მარტს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში ანშლაგით ჩაიარა, თუმცა დაცვის განსაკუთრებული ზომების პირობებში.
დაცვის ზომების გამკაცრება კი იმის გამო გახდა საჭირო, რომ სამხრეთ ოსეთში ამ გასტროლებმა დიდი პროტესტი გამოიწვია, ცხინვალელები ღონისძიების ჩაშლითაც იმუქრებოდნენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებს გასვლას რესპუბლიკური პარტია, იქნება ისევ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თუ კოალიციის გარეშე, სავარაუდოდ ამ კვირას გაჟღერდება, ზოგიერთი ცნობით – ოთხშაბათს. ამ თემის ირგვლივ საუბარი ორშაბათიდან გააქტიურდა, რასაც „რესპუბლიკელი“ ლიდერების ორაზროვანმა განცხადებებმაც შეუწყო ხელი.

შაბათს მოსკოვში მილიარდერის ვაჟის გრანდიოზულ ქორწილში, მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად, „სუხიშვილების“ საქართველოს ნაციონალურმა ბალეტმაც მიიღო მონაწილეობა.
საუბარია ინგუშური წარმომავლობის რუს ოლიგარქზე, მიხაილ გუცერიევზე,

„მოსალოდნელია დაბომბვა, ანუ ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არა ერთი ან ორი, არამედ ასეულობით უკანონო ჩანაწერი გამოიყაროს,“ – ამბობს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებაზე საუბრისას გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებისთვის 2013 წელს შექმნილი კომისიის წევრი იყო.