საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქცია „მრეწველების“ თავმჯდომარე გოგი თოფაძის ორკვირიანი ბრალდებების შემდეგ, რომ საგარეჯოს შუალედური არჩევნები თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა გააყალბა, პროკურატურამ ამ საკითხის გამოძიება დაიწყო.
თვე: თებერვალი 2016
ქართველი პრიმა-ბალერინა ოკუპაციის დღეს მოსკოვის სცენაზე გამოსვლისთვის გააკრიტიკეს
25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 95 წლისთავზე, მოსკოვის დიდი თეატრის ყოფილმა ქართველმა პრიმა-ბალერინამ, ნინო ანანიაშვილმა მოსკოვში იცეკვა, რასაც თბილისის გარკვეულ წრეებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ საააკაშვილის მხარდამჭერი იყო, ცხარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მომხრეებმა გააკრიტიკეს, იმის გამო, რომ ზუსტად იმ დღეს, როდესაც სახელმწიფო … Read more
ვიზებზე უარის 13% – საქართველო ამ მაჩვენებლით რეგიონში ლიდერობს
ევროკავშირისა და შენგენის ვიზებზე ყველაზე მეტად უარს მთელ რეგიონში საქართველოს მოქალაქეებს ეუბნებიან და თანაც, დასაბუთების გარეშე. ეს წლებია გრძელდება და მაშინ, როდესაც რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეებისათვის უარის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-ია, საქართველოში 2012-2014 წლების მონაცემებით ის 11%-ის ქვემოთ არ ჩამოსულა.
საბურთალოს სასაფლაოზე ექსმინისტრი ალექსი პეტრიაშვილი დაჭრეს
ევროინტეგრაციის ყოფილი მინისტრი და „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი თბილისში, საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოზე პარასკევს შუადღეს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს. პეტრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება. საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, ავთანდილ იმედაძის განცხადებით, მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ოპერაცია უტარდება. ექსმინისტრის მეუღლის, ეკა მიშველაძის განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, პაციენტს … Read more
ნინო ბურჯანაძის მორიგი ვიზიტი მოსკოვში

რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობლი პოლიტიკოსი, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შეხვდა. კონკრეტულად რა თემაზე იყო საუბარი ამ შეხვედრაზე, ამის შესახებ არც ერთი მხარე არ საუბრობს.
რატომ მოხსნეს თბილისის მთავარი მოსამართლე

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც სასამართლოში არსებულ კორუფციაზე და მოსამართლეთა საატესტაციო გამოცდაზე ტესტების წინასწარ გასაჯაროვებაზე გააკეთა განცხადებები, რაშიც თავად იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძესაც ადანაშაულებდა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამშაბათს თანამდებობიდან გაათავისუფლა.
არასამთავრობო სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას ითხოვს

საქართველოში დამატებითი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ უკანონო ქმედებებს გამოიძიებს, არასამთავრობო სექტორისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორშაბათს გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს.
2015: ავარიებში 600 ადამიანი დაიღუპა, 9 ათასი დაშავდა
საქართველომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის („ტრასეკა“, TRACECA) საგზაო უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში ცხრა ქვეყნის დელეგაციის რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელზეც საქართველოსა და ზოგადად რეგიონში საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების შესახებ ისაუბრეს.
რა იწვევს საქართველოში ანტიდასავლური პროპაგანდის გაძლიერებას?

დასავლეთთან ინტეგრაციის შენელება და საქართველოში პრორუსული განწყობების ზრდა – ეს არის ორი მნიშვნელოვან საკითხი აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის, ჯეიმს კლაპერის მოხსენებაში. რუსული პროპაგანდის ზრდისა და ამის წინააღმდეგ მოქმედების გზებზე საუბრობენ საქართველოს მთავრობის წევრებიც.
რას უკავშირდება მასშტაბური საპოლიციო შემოწმება საქართველოში

საქართველოს ყველა რეგიონში რიგითი საპოლიციო შემოწმება მიმდინარეობს. ჟურნალისტები სხვადასხვა რეგიონიდან იუწყებიან, რომ ნიღბიანი და შეიარაღებული სამართალდამცველები მძღოლებს აჩერებენ და მათი ვინაობით ინტერესდებიან, და ზოგიერთ ავტომანქანას ჩხრეკენ.

