თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც პარასკევს საღამოს საავადმყოფოში სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად დაჭრილი გადაიყვანეს, მალევე გარდაიცვალა.
წელი: 2015
პროკურატურამ ქონების წართმევის 5 საქმე გამოიძია
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აფასებს და თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სწორედ მისი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელსაც, მისივე თქმით, „ალტერნატივა არა ჰყავს“.
თბილისი უკრაინას საპროტესტო ნოტას არ გაუგზავნის

ოფიციალური თბილისი არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. თუმცა, არც იმაზე ამბობენ რამეს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლას, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი.
სააკაშვილს მოქალაქეობას როცა გვინდა, მაშინ შევუწყვეტთ – საქართველოს მთავრობა

მართალია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ამ სტატუსს კარგავს, მაგრამ ამას ფორმალური პროცედურები ესაჭიროება, რის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.
მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე აღარ არის
საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი იხსნება

2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება. ფოსპისი თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
პროექტი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მონაწილეობით განხორციელდება.
საქართველოში უმუშევრობა შემცირდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის, ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობა ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 2,2%-ით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირებულა. ასეთი მონაცემები გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულები ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ – მიხეილ მაჭავარიანი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომლებმაც პარტია დატოვეს, „ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ“.
რატომ გადაწყვიტეს მათ პარტიიდან წასვლა, რა ინფორმაცია ჰქონდათ ამაზე თავად პარტიის შიგნით და როგორი იქნება მათი სამომავლო თანამშრომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით „დფვოჩი“ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა,


