
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად საქართველოს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გია ლორთქიფანიძე ინიშნება, რომლის სახელიც 2012 წლის აგვისტოში ჩატარებულ, დღემდე ბნელით მოცულ ლაფანყურის სპეცოპერაციას უკავშირდება.

მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის ცვლილებას დათანხმდა, მაგრამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება, რასაც ყველა დანარჩენი პოლიტიკური ძალა და არასამთავრობო სექტორი ითხოვს, მომავლისთვის გადადო.
მმართველ კოალიციაში აცხადებენ, რომ არჩევნები 2016 წელს შერეული წესით როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული პრინციპით

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას და დარწმუნებულია, რომ ხელისუფლებას სწორედ მისი პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელსაც, მისივე თქმით, „ალტერნატივა არა ჰყავს“.

ოფიციალური თბილისი არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. თუმცა, არც იმაზე ამბობენ რამეს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლას, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი.

მართალია, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ამ სტატუსს კარგავს, მაგრამ ამას ფორმალური პროცედურები ესაჭიროება, რის გამოყენებასაც საქართველოს მთავრობა უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როგორც ჩანს, არ ჩქარობს.