საბერძნეთის ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამაც არ იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო. პრობლემა კი იმ 200 ათას ქართველს ეხება, რომლებიც არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში მუშაობენ და სამშობლოში საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს მატერიალურად ეხმარებიან.
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი ჰენრი კერალი მიიჩნევს, რომ თუკი კანონში ცვლილება მაინც შევა და საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია ახალი სამსახურის ხელში გადავა, აუცილებელია მისი დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა.
პარლამენტმა პრეზიდენტის, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილის წინააღმდეგობის და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების გაფრთხილების მიუხედავად ეროვნული ბანკის შესახებ ცვლილება, რომელიც მისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამოშორებას ითვალისწინებს, პირველი მოსმენით მიიღო. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით, არც საბოლოო დამტკიცებისთვის შეიქმნება პრობლემა.
ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აცხადებს, რომ ყველაზე დიდი დანაკლისი განიცადა თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და “ორივე სამინისტრო ამას ძალიან გაგებით მოეკიდა”
ქვეყნის ბიუჯეტი დაახლოებით 140 მილიონი ლარით შემცირდება, ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრა სამშაბათს დილით გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
Biletebi.ge-ის ადინისტრაციაში, რომელსაც სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უნდა უზრუველყო და ეს ვერ მოახერხა, აცხადებენ, რომ საიტზე მოხდა კიბერშეტევა და ამას ემატება მომხმარებელთა აურაცხელი რაოდენობა.
თბილისში მომხდარი სტიქიის გამომწვევ მიზეზებად სხვადასხვა ფაქტორები სასხელდება და, შეიძლება ითქვას, რომ ეს მიზეზები პოლიტიკური მხარდაჭერის მიხედვით ჯგუფდება. სტიქიის შდეგებს ნაწილი სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელებულ პროექტს აბრალებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს პროექტი არაფერ შუაშია. სტიქიის განვითარების სურათი გარემოს დაცვის სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა სტიქიის განვითარების სურათი, რომელიც კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით არის გაკეთებული და სამინისტროში განმარტავენ, … Read more
ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოში” გაწევრიანებისა და სირიაში საბრძოლველად საქართველოს მოქალაქეების გადაბირების ბრალდებით კახეთსა და თბილისში 4 ადამიანი დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი – პანკისის მკვიდრი, 9 შვილის მამა აიუფ (გაიოზ) ბორჩაშვილი – ეჭვმიტანილია იმაში, რომ საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ წარმომადგენელია.
თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი თავისი ორი წინამორბედის დავაში, რომელიც საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვითი სისტემების შესახებ ხელშეკრულების დადებას უკავშირდება, ირაკლი ალასანიას საწინააღმდეგო პოზიციას იკავებს და ამ ხელშეკრულების გაფორმებას მთლიანად მინდია ჯანელიძის დამსახურებად მიიჩნევს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ამოიწურა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის წარდგენის ვადა, რომელიც ერთი კვირის წინ პრემიერმა ფინანსთა მინისტრს განუსაზღვრა, ისევ უცნობია, სეკვესტრი როგორი იქნება.
პოპულარული მუსიკალური ფესტივალი “რესპუბლიკა კაზანტიპი”, რომელიც გასულ წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო საქართველოში ჩატარდა, წელს კვლავ ყირიმში ბრუნდება, თუმცა განსხვავებული სახელით. ანაკლიაში კი ალტერნატიული ფესტივალი ჩატარდება.