პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

პირველი დიალოგი ხელისუფლებასა და პანკისელებს შორის 21 აპრილის ამბების შემდეგ

იმის რესურსი, რომ ყველაფერი მოსახლეობის ჩართულობისა და კომუნიკაციის გზით გადაწყდეს, ძალიან მაღალია, რადგან არის მზაობა, კონკრეტული ხედვები და გეგმები – აცხადებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ჩავიდა, სადაც მოსახლეობას შეხვდა და მათთან 21 აპრილს განვითარებული მოვლენები განიხილა. მინისტრის შეფასებით, მომხდარი ინიციდენტი მოსახლეობასთან კომუნიკაციის დეფიციტმა გამოიწვია. „კომუნიკაციის … Read more

„ივანიშვილი აჯანყებისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს დათმობს… არ აქვს ამ კაცს სინდისი და ნამუსი“ – ალეკო ელისაშვილი

„ეს ქვეყანა არ არსებობს, ეს ქვეყანა არის ბიძინა ივანიშვილის ფულის კეთების დაზგა და ხუშტურების მომსახურების სააგენტო. ახლა ერთი არჩევნები იქნება მთაწმინდაზე და ეს აჯანყების დასაწყისი  უნდა იყოს. ივანიშვილი აჯანყების, ამბოხისა და ქუჩაში გამოსვლის გარეშე არაფერს არ დათმობს. ისე ხოშიანად არის ჩაძირული თავის კორუფციაშიც და თავის დანაშაულშიც,“ – განაცხადა „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობის” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია … Read more

„თქვენ ხართ ნებაყოფლობითი, მოხალისე მონები“ – მწერლები აცხადებენ, რომ მთავრობა მათ სჯის

მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  მწერალთა სახლი და წიგნის ეროვნული ცენტრი ერთიანდება, მწერლები, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი მმართველი გუნდის ერთგვარ შურისძიებად აღიქვამს. ამბობენ, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ მანამ, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგნენ. მიიჩნევენ, ეს არის ხელისუფლების რეაქცია მათ მიერ სხვადასხვა საკითხებზე გამოხატულ სამოქალაქო პოზიციებზე. „კულტურისა და ა.შ. სამინისტროვ, მონობა არაა დასაძრახი, თუკი ძალით დაგიმონეს, … Read more

რუსეთიდან საქართველოს მზგავრთა ნაკადი მოაწყდა – ზემო ლარსთან მრავალკილომეტრიანი რიგებია

სატრანსპორტო ნაკადის მკვეთრი მომატების გამო რუსეთის მხარეს მანქანების მრავალკილომეტრიანი რიგებია. შაბათს რუსეთის მხარეს რიგში, სულ მცირე, 600-მდე მანქანა იდგა. თუმცა პრობლემებია საქართველოს გამშვებ პუნქტთანაც. ამის გამო შსს იძულებული გახდა, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადაეყვანა. საქართველოში შემომსვლელთა ნაკადის ზრდა, ერთი მხრივ, ტურისტული სეზონის მოახლოებას უკავშირდება, მეორე მხრივ კი რუსეთში დაწყებულ მაისის უქმეებს. შეგახსენებთ, რომ … Read more

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარი "ანტიტერორისტულ" წვთნებს ატარებს

სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთისა და სომხეთის რუსული სამხედრო ბაზების ერთობლივი ანტიტერორისტული და პოლიციის ქვედანაყოფები წვრთნებს გადიან. „სწავლების დროს, ჯავშანტრანსპორტიორებით უზრუნველყოფილმა სამხედრო პერსონალიმა შეიმუშავა პრაქტიკული ქმედებები იმისათვის, რომ დაიცვას სამხედრო ბაზების ტერიტორია,“ – განაცხადა სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსეთის ჯარების წარმომადგენელმა. უსაფრთხოების სისტემის აუდიტის დროს, სამხედრო პერსონალმა შეიმუშავა ბრძანება, მიმდინარეობდა კონტროლი და სამხედრო პოლიციის განყოფილებებთან მუდმივი კონტაქტი. ასევე … Read more

სექსუალური ხასიათის ფრაზების გამოთქმა ან მიმართვა, ან სხვა სახის სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება

ახალი კანონით, რომელიც პარლამენტმა პარასკევს მესამე მოსმენით ერთხმად მიიღო, სექსუალური შევიწროების გამო პირი თავდაპირველად 300 ლარით, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის კი 500 ლარით დაჯარიმდება ან ერთ თვემდე ვადით გამასწორებელ სამუშაოებს მიუსჯიან. გენდერული თანასწორობის საბჭოს ფარგლებში მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომლის საფუძველზეც სექსუალური შევიწროება დასჯადი ხდება, პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი. კანონპროექტი მესამე მოსმენით, 102 ხმით დამტკიცდა. … Read more

ევროპის ჩემპიონატის მედალოსანი ფედერაციას დისკრიმინაციაზე უჩივის, მწვრთნელს კი სექსუალურ შევიწროვებაში სდებს ბრალს

ძალოსან ქალთა ნაკრების წევრი, რომელიც ძალოსანთა ფედერაციამ ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნა, სასამართლოს მიმართავს და ფედერაციისგან დისკრიმინაციისთვის  მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. ამას გარდა, თათია ლორთქოფანიძე ქალთა ნაკრების მწვრთნელს, თემურ ჯანჯღავას სექსუალურ შევიწროებაში სდებს ბრალს. ამის შესახებ მან 2 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ორგანიზაცია „საფარის“ ხლმძღვანელ ბაია პატარაიასთან ერთად, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს. „იმიტომ ამოვიღე ხმა, … Read more

"მძინარა ჯოზე" ტრამპის გზავნილის გაზიარების გამო სალომე ზურაბიშვილი მორიგ შარში გაეხვა

სალომე ზურაბიშვილის ტვიტერზე დონალდ ტრამპის პოსტის გაზიარებას, რომელშიც ის დემოკრატების სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატ ჯო ბაიდენს დასცინის, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ “ტექნიკური შეცდომა” უწოდა. ზურაბიშვილის პრესპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ტვიტერზე სავარაუდოდ სოციალური ქსელების მართვის მენეჯერმა ტექნიკური შეცდომა დაუშვა, თუმცა არ გამოირიცხება კიბერთავდახმაც, ვინაიდან რამდენიმე დღის წინ მსგავსი შეტევა ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომლის სოციალურ ანგარიშზე … Read more

„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია ჩვენს თვითრეალიზებაზე დარდით“ – რას პასუხობენ გალელები სეპარატისტ ჩინოვნიკს

„ნუ გაირჯება ბატონი ნადარაია იმაზე დარდით, გალელები აფხაზეთში რეალიზებას ვერ შეძლებენო. შეძლებენ და მერე როგორ, ოღონდაც თავი დაანებონ და არ დაარღვიონ მათი უფლებები!“ – ასე პასუხობენ გალელები ადგილობრივი დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსის მუქარას რუსულის სწავლასთან დაკავშირებით. „თუ  გალის რაიონში მცხოვრებმა ქართველმა ან მეგრელმა ვერ ისწავლა [რუსული] ენა, ის აფხაზეთში ვერ რეალიზდება და იძულებული იქნება, ეს … Read more

კლანური მმართველობა სასამართლოში 2007 წლიდან დღემდე

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული პრობლემა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პოლიტიკური ნების არ არსებობით იყო განპირობებული. 2004 წლის შემდეგ სასამართლომ თავი დააღწია სისტემურ კორუფციას მაგრამ მოექცა აღმასრულებელი ხელისუფლების მკაცრი კონტროლის ქვეშ. სასამართლოში ჩამოყალიბდა მმართველობით რგოლში მყოფი მოსამართლეების ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფდა მმართველი პოლიტიკური ძალისადმი სასამართლოს მორჩილებას და აღმასრულებელი ხელისუფლების დავალებების შესრულებას[1]. შესაბამისად ტერმინით … Read more