პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

პრობაციის უფროსის დაღუპვაზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა

ambulance_hospitalთბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, რომელიც პარასკევს საღამოს საავადმყოფოში სავარაუდოდ თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად  დაჭრილი გადაიყვანეს, მალევე გარდაიცვალა.

Read more

პროკურატურამ ქონების წართმევის 5 საქმე გამოიძია

prosecutors_office_Cropპროკურატურაში აცხადებენ, რომ ახლადშექმნილმა საგანგებო განყოფილებამ, რომელიც “ქართული ოცნების” მთავარ წინასაარჩევნო დაპირებაზე, სამართლიანობის აღდგენაზე მუშაობს, წინა მთავრობის დროს მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის ხუთი ფაქტი გახსნა.

Read more

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას აფასებს და თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობს

Mikheil Saakashvili meeting with locals in Odessa (Facebook)
Mikheil Saakashvili meeting with locals in Odessa (Facebook)

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ახლადდანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება უუნაროა, ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯები გადადგას და დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას სწორედ მისი  პოლიტიკური ძალა ჩაანაცვლებს, რომელსაც, მისივე თქმით, „ალტერნატივა არა ჰყავს“.

Read more

თბილისი უკრაინას საპროტესტო ნოტას არ გაუგზავნის

Tamar Beruchashvili (IPN)
Tamar Beruchashvili (IPN)

ოფიციალური თბილისი არ აპირებს  მიხეილ სააკაშვილის ოდესის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნის გამო უკრაინას საპროტესტო ნოტა გაუგზავნოს. თუმცა, არც იმაზე ამბობენ რამეს, შეძლებს თუ არა ექსპრეზიდენტი საქართველოში დიპლომატიური პასპორტით ჩამოსვლას, როგორც უკრაინის ხელისუფლების  წარმომადგენელი.

Read more

საქართველოში ბავშვთა ჰოსპისი იხსნება

ბავშვთა ჰოსპისის პროექტის  განხორციელებისთვის  მემორანდუმი  გაფორმდა.
ბავშვთა ჰოსპისის პროექტის განხორციელებისთვის მემორანდუმი გაფორმდა.

2016 წლის ბოლოს საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნა იგეგმება.  ფოსპისი თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.

პროექტი  ფონდ „ღია საზოგადოება  – საქართველოს“,  სამედიცინო კორპორაცია „ევექსის” და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მონაწილეობით  განხორციელდება.

Read more

საქართველოში უმუშევრობა შემცირდა – სტატისტიკის ეროვნული სამსახური

(DFWatch)
(DFWatch)

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით  სულ უფრო მეტი უკმაყოფილება ისმის, ოფიციალური მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობა ქვეყანაში წინა წელთან შედარებით 2,2%-ით შემცირდა და ბოლო 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ყველაზე  დაბალი დონე დაფიქსირებულა. ასეთი მონაცემები  გამოაქვეყნა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა. 

Read more

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წასულები ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ – მიხეილ მაჭავარიანი

Mikheil Machavariani (IPN)
Mikheil Machavariani (IPN)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი „დფვოჩთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის ოთხი ადამიანი, რომლებმაც პარტია დატოვეს, „ახალი მოძრაობის შექმნას აპირებენ“.

რატომ გადაწყვიტეს მათ პარტიიდან წასვლა, რა ინფორმაცია ჰქონდათ ამაზე თავად პარტიის შიგნით და როგორი იქნება მათი სამომავლო თანამშრომლობა, ამ საკითხთან დაკავშირებით „დფვოჩი“ მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა,

Read more

ინტენსიური გაუფასურების შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო

National_Bankსაქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით,  ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3234  ლარი გახდა.  ქვეყანაში არსებული მცურავი  კურსის გამო კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში  კურსი შედარებით მაღალია. თუმცა, ოფიციალურ კურსად ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსი ითვლება, რომელსაც  ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ბანკთაშორისი ვაჭრობის საფუძველზე ადგენს.

Read more

2008 წლის ომში დაჭრილი რუსი გენერალი აფხაზეთის გენშტაბის უფროსად დანიშნეს

Anatoly Khrulyov (Rossiya 1)
Anatoly Khrulyov (Rossiya 1)

რუსეთის არმიის გადამდგარი გენერალი, ანატოლი ხრულიოვი, რომელიც 2008 წლის  აგვისტოს ომში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა და მძიმედ დაიჭრა კიდეც, ოკუპირებული აფხაზეთის  შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად დაინიშნა.

Read more

კონსპირაციულ ვითარებაში ჩატარებული ანტიჰომოფობიური დღე

May_17_2015_n01ადამიანების ჯგუფს, რომელსაც 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღის აღნიშვნა სურდა,  მოუხდა აქციის კონსპირაციულად, საიდუმლო ადგილას დაგეგმვა, რომელიც პოლიციის მიერ იყო კონტროლირებული.

Read more