
საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემსუბუქების დაპირებას იძლევა. თუმცა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აცხადებს, რომ წელს საქართველოში გასულ წელთან შედარებით მილიარდი დოლარით ნაკლები შემოვა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნვესაყოფად, ისევე როგორც ლარის კურსის განსამტკიცებლად, მთავრობამ სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯი ხარჯების მნიშვნელოვნად უნდა შეამციროს.
ეს არის 2008 წლის ოკუპაციის გაგრძელება, – ეს იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებების მთავარი გზავნილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით. 2008 წლის აგვისტოს ომის კვალდაკვალ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და იქ სამხედრო კონტინგენტის განთავსების შემდეგ, ე.წ. საზღვრის ხაზი პერიოდულად იწევა და მხოლო ერთი მიმართულებით – ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი … Read more

საბერძნეთის ხელისუფლებასთან ერთად საქართველოს ხელისუფლებამაც არ იცის, რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში შექმნილი კრიზისის გამო. პრობლემა კი იმ 200 ათას ქართველს ეხება, რომლებიც არაოფიციალური მონაცემებით საბერძნეთში მუშაობენ და სამშობლოში საკუთარ ოჯახებსა და ახლობლებს მატერიალურად ეხმარებიან.