პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

ტუღუში : „შსს-მაც და პროკურატურამაც იცის, ვინ ახორციელებდა ფარულ მიყურადებას “

lasha
ლაშა ტუღუში (DFtalk)

„მოსალოდნელია დაბომბვა, ანუ  ინტერნეტ სივრცეში ერთდროულად არა ერთი ან ორი, არამედ ასეულობით უკანონო ჩანაწერი გამოიყაროს,“ – ამბობს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებაზე საუბრისას გაზეთ „რეზონანსისა“ და DF Watch-ის მთავარ რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც ფარული ჩანაწერების განადგურებისთვის 2013 წელს  შექმნილი კომისიის წევრი იყო.

Read more

ვერძეული : კადრების გავრცელება შეტევაა პოლიტიკურად და საზოგადოებრივად აქტიური ქალების წინააღმდეგ

sofo
სოფო ვერძეული (DFtalk)

„მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებების მოსმენის შემდეგ,  მიჩნდება განცდა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ავტორებს გარკვეული დასაყრდენი მმართველ ძალაშიც გააჩნიათ“, – თქვა  ა/ო „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ინსტიტუციური რეფორმების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა, ფარული მიყურადების თემაზე გამართულ დისკუსიაზე.

Read more

პრეზიდენტის მრჩეველი : მოხელემ, რომელიც შანტაჟს ექვემდებარება, თანამდებობა უნდა დატოვოს

diskusia
სოფო ვერძეული, კახა კოჟორიძე, დომინიკ ცაგარა, ლაშა ტუღუში (DFtalk)

„პოლიტიკური ნება, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების საქმე გამოიძიონ, ქვეყანაში არ არის,“ – აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ, 11 და 14 მარტს პოლიტიკოსების პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების ფაქტებზე გამართულ დისკუსიაზე.

Read more

ქორწინების განსაზღვრებაზე საერთო-სახალხო განხილვა იწყება

parliament_voteპარლამენტის სპეციალურმა კომისიამ ქორწინებასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებზე რეგიონებში საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. პირველი შეხვედრა პარასკევს კახეთის რეგიონში, თელავში გაიმართა, სადაც კომისია მოსახლეობის მოსაზრებებს ისმენს.

Read more

გერმანელი ტყვეების სავარაუდო სასაფლაოზე კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

934055_1141839805834605_7497107811306706067_n
ტერიტორია უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტალს შორის (Khvtiso Turdziladze)

მოძრაობა „პარტიზანულმა მებაღეობამ“ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომ უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსსა და ვაჟას მე-6 კვარტალს შორის ტერიტორიაზე, სადაც, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით,  მეორე მსოფლიო ომის გერმანელი ტყვეების სასაფლაოა, კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

Read more

სპეცუბნები უქმდება, პრობლემა რჩება

ე.წ. სპეცუბნები უქმდება, მაგრამ მხოლოდ ტექნიკურად, ხმის მიცემის წესი კი უცვლელი რჩება და სამხედრო მოსამსახურეებს ისევ უნარჩუნდებათ უპირატესობა მაჟორიტარები, მერები ან გამგებლები იქ აირჩიონ, სადაც დისლოცირებულია მათი სამხედრო ნაწილი და არა იქ, სადაც რეგისტრირებულები არიან. ამდენად, სამხედროების ხმებით მანიპულირების შესაძლებლობა ისევ არსებობს.   არადა, სწორედ ხმის მიცემის წესი იყო და არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის … Read more

"მასტერას" 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

masteraსამშაბათს, 22 მარტს გამთენიისას ნიდერლანდების სამეფოდან საქართველოში კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი  გიორგი დგებუაძის, იგივე “მასტერას”, ექსტრადირება განხორციელდა. დგებუაძე საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით ჩამოიყვანეს და მას განზრახ მკვლელობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში 2013 წლის 7 მარტიდან იმყოფება.

Read more

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი: კანონის გამკაცრებაზე ერთსულოვნად შევთანხმდით

kaldaniპოლიტიკოსი ქალების  პირადი, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორმა მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრებაზე დაიწყეს საუბარი. როგორც DFWatch-თან ინტერვიუში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი ამბობს,  სწორედ კანონის

Read more

საპატრიარქო: ფარული ჩანაწერების გადაღება-გავრცელება გამიზნულ ბოროტებაა

Patriarchate„ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ყოველგვარი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღებისა და გასაჯაროების ფაქტს და მივიჩნევთ, რომ ასეთი ქმედება არის გამიზნული ბოროტება და დანაშაული, როგორც ამა თუ იმ პიროვნების, ისე ქვეყნის წინააღმდეგ,“ –

Read more

ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარი ტერორისტული აქტების შემდეგ საქართველო უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. „ტერორისტული აქტების შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომა გამკაცრებულია, მათ შორის საზღვრებზე, აეროპორტებში და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე“, – განაცხადა DFWatch-თან საუბრისას სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა. მანამდე უსაფრთხოების ზომების გამკაცრებაზე ცნობები „2030“-მა გაავრცელა. როგორც ნინო გიორგობიანი DFWatch-თან აცხადებს, სახელმწიფო უსაფრთხოების … Read more