პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

სოხუმის რეჟიმი ოპოზიციის ლიდერის მოწამვლას უარყოფს, გერმანიაში ჩატარებული ექსპერტიზის არ სჯერა

სოხუმის რეჟიმი კატეგორიულად უარყოფს ოპოზიციის ლიდერის მოწამვლის ფაქტს და ირწმუნება, რომ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესება ჩვეულებრივ კვებით ინტოქსიკაციას უკავშირდება. როგორც დე ფაქტო გენპროკურორის მოადგილე ეპშსოუ კაკალიამ “პარლამენტში” გამოსვლისას განაცხადა, ასეთი დასკვნის საფუძველს მოსკოველი ექიმების გამოკითხვა იძლევა, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი ბჟანიას მკურნალობაში. კაკალიამ ასევე უარყო გერმანიის მიუნხენის ლაბორატორიის დასკვნა, რომელმაც ბჟანიას სისხლში ტყვიისა … Read more

ცხინვალის რეჟიმი კიდევ ორ ქართულ სკოლას ხურავს

ცხინვალის რეჟიმი 2019-20 წლებში იმ სკოლების დახურვას გეგმავს, რომლებშიც მოსწავლეების მინიმალური რაოდენობაა. დასახური სკოლების სიაში მოხვდა ორი ქართული სკოლა – ერთ ახალგორის რაიონის სოფელ ახმაჯში მდებარეობს, მეორე კი ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში. იხურება ახალგორის კიდევ ერთი, აბრევის ოსური სკოლაც, სადაც, დე ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, სულ ორად-ორი მოსწავლე ირიცხებოდა. აღსანიშნავია, რომ ქართული საბავშო ბაღებისა და სკოლების … Read more

300-დან 1000 ლარამდე  – რა უჯდებათ სასკოლო ბანკეტი ენგურსგადაღმა

გალში, სასკოლო ბანკეტი, მოსწავლეებს 300-დან 1000 ლარამდე უჯდებათ. DFWatch ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დე ფაქტო განათლების სამინისტროს გადაწვეტილების შესახებ შეიტყო, რომლის თანახმადაც, სკოლებში დამამთავრებელი კლასის დამრიგებლებისთვის საჩუქრის ყიდვა აიკრძალა. „ეს გადაწყვეტილება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი მშობლის საჩივარს უკავშირდება, რომელმაც სკოლის დამთავრებასთან დაკავშირებით, შესაგროვებელი თანხის ოდენობა გააპროტესტა. კონკრეტულად ამ შემთხვევის დროს, თანხა თითო ბავშვზე 19 … Read more

გალში სწავლა წელს 400-მდე მოზარდმა დაამთავრა, სულ აფხაზეთში კი 1 889-მ

აფხაზეთის სკოლებში გუშინ ბოლო ზარი დაირეკა. როგორც DFWatch-ს გალის საგანმანათლებლო რესურცენტრში განუცხადეს, სკოლას 400-მდე მე-11 კლასელი დაემშვიდობა. „ოკუპირებული გალის რაიონის ნამდვილი საზღვრების 30 სკოლაში კურსდამამთავრებელთათვის დღეს ბოლო ზარი დაირეკა. 400-მდე ახალგაზრდა დაემშვიდობება მშობლიურ სკოლას, საყვარელ მასწავლებლებს და ცხოვრების ახალ გზებს შეუდგება. ბევრი უმაღლესი განათლების მისაღებად ემზადება, ბევრს პროფესიის დაუფლება სურს, ნაწილი ჯერჯერობით სახლში დარჩება და … Read more

„ეს პარტია იყო სათავეში, როცა გალელები ზუსტად იმ უფლებებით ვსარგებლობდით, რითაც აფხაზები“ – რას მოელის აფხაზეთის ქართველობა „არჩევნებისგან“

25 აგვისტოსთვის დანიშნულ დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებს გალელები არაერთგვაროვნად ეხმაურებიან. ნაწილი ფიქრობს, რომ მათთვის არაფერი შეიცვლება, ნაწილი კი ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მათი პირობების გაუმჯობესებას ვარაუდობს. „ჩვენთვის რა მნიშნელობა აქვს, როდის ჩატარდება არჩევნები. ხმის მიცემის უფლება ჩვენ არ გვაქვს და არავინ არაფერს გვეკითხება. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება პრეზიდენტი. ერთადერთი საკითხი, რაც გვაღელვებს, არეულობაა, … Read more

ცხინვალის რეჟიმი "საზღვარს" დროებით კეტავს

ცხინვალის რეჟიმი დანარჩენ საქართველოსთან “საზღვარს” დროებით კეტავს. როგორც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის “სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი” აცხადებს, ამის მიზეზი სკოლებში ბოლო ზარის ზეიმთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაა. კერძოდ, “საზღვარი” დაიკეტება პარასკევს საღამოს 8 საათიდან კვირას დილის 6 საათამდე.

გალელ მსწავლებლებს რუსეთიდან ჩამოყვანილმა ლექტორებმა ტრენინგები ჩაუტარეს

შეხვედრა ოთხშაბათს შედგა და მასში რუსულის მასწავლებლები და სკოლების დირექტორები მონაწილეობდნენ. „ლექცია ეხებოდა სკოლის პროგრამას, მეთოდებს, თუ როგორ ვასწავლოთ ბავშვებს უკეთესად რუსული. სხვა საკითხები განხილული არ ყოფილა. შეხვედრას ყველას სკოლის რუსულის მასწავლებელი და დირექტორი ესწრებოდა,“ – განუცხადა DFWatch-ს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელმა. ცნობისთვის: ოკუპირებულ გალის რაიონში სკოლებში ქართული სწავლება რუსულით 2015 წლიდან ეტაპობრივად ჩანაცვლდა. 1990–დან 2018 … Read more

ზუგდიდის არჩევნებზე გალიდან მასწავლებლები გადმოიყვანეს – რას ჰყვებიან პედაგოგები

მთავრობამ 19 მაისის არჩევნებისთვის გალელი მასწავლებლების „საზღვრიდან“ საარჩევნო უბნამდე მიყვანა და უკან დაბრუნება უზრულველყო. ამის შესახებ DFWatch-ს თავად მასწავლებლებმა განუცხადეს. კითხვაზე, კონკრეტულად რომელი უწყება ახდენდა ამის ორგანიზებას, ისინი პასუხობენ, რომ დაზუსტებით არ იციან. მანამდე მათ ერთჯერადი საჩუქარი სახით 30-30 ლარი და თითო ლიტრი ფაროსანას საწინააღმდეგო წამალი დაურიგეს იმ პირობით, რომ არჩევნებზე მხარს სახელისუფლებო კანდიდატს დაუჭერდნენ. … Read more

პარტიები არჩევნებზე მედიებით მანიპულირებენ – რას ჰყვება სტუდენტი, რომელიც "იმედმა" დაიქირავა, დავალება კი "ოცნებისგან" მიიღო

ტვ იმედმა საარჩევნო უბნებიდან  ლაივსტრიმისთვის სტუდენტები დაიქირავა. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთმა სტუდენტმა განუცხადა, ხელშეკრულებები იმედთან გააფორმეს, თუმცა დავალება პარტიიდან, “ქართული ოცნებიდან” მიიღეს. როგორც ჩანს, იგივე პრაქტიკას არც ოპოზიცია ერიდება. იგივე ტვ იმედის ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერი ნინია ცისკარიშვილი, რომელიც “ოცნების” მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერში ფიგურირებს, ინტერნეტ-გამოცემა “ნიუპოსტის” ეგიდით არის არჩევნებზე აკერიტებული. რაც შეეხება სტუდენტებს, მათ მთელი დღის … Read more

დახურული შეხვედრა საპატრიარქოში სტუდენტურ თვითმმართველობებთან

საპატრიარქომ სტუდენტურ თვითმმართველობებს ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე სტუდენტების გამოყვანისკენ მოუწოდა. DFWatch-ის ინფორმაციით, ამაზე იყო საუბარი დახურულ შეხვედრაზე, რომელიც საპატრიარქოში 17 მაისამდე შედგა. როგორც შეხვედრის ერთმა მონაწილემ გვითხრა, სტუდენტებს მონაწილეობა უნდა მიეღოთ კონტრაქციაში, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების პარალელურად გაიმართებოდა. ამით კი ხაზი გაესმებოდა იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდები უმცირესობების წინააღმდეგ გამოდიან. შეგახსენებთ, რომ 17 … Read more