პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

გორელი ლექტორი აცხადებს, რომ ანტისტალინისტობის გამო სასწავლებლიდან გაუშვეს

maswavlebeli
არინა თავაქარაშვილი: 2015 წლის 2 ოქტომბერს, როცა, როგორც მოქალაქე, გორის საკრებულოს სხდომაზე სტალინის ძეგლის წინააღმდეგ გამოვედი, არ მქონია ილუზია, რომ არ გაგანაწყენებდით. მაგრამ მე ეს გზა ავირჩიე და ის უცვლელი იქნება (Facebook)

გორის სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის  ლექტორის თქმით,  ანტისტალინისტური პოზიციის გამო ის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს. ამის შესახებ პროფესორი „ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ მისი ლექციები „სტალინის ძეგლის ხელმეორედ დადგმა-არდადგმას შეეწირა”.

Read more

„მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს, ორი მოწილე სახელისუფლებო წნეხზე საუბრობს

Maestro_logo
მაესტროში ახალი დირექტორი დაინიშნა (ipn)

ტელეკომპანია „მაესტროს“ ახალი დირექტორი ჰყავს.  პარტნიორთა კრებაზე ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ მაესტროს დირექტორი იქნება ზურაბ ნაყეური. ახალი გენერალური დირექტორი ოფიციალურად მუშაობას ხუთშაბათიდან, 7 აპრილიდან შეუდგება.

Read more

„ეს შენ გეხება“ : „ფარული ჩანაწერების ავტორებისა და დამკვეთების ნაწილი დღესაც სამართალდამცავ სისტემებში მუშაობს“

This Affects You too against secret surveillance (DFWatch)
This Affects You too against secret surveillance (DFWatch)

11, 14 და 31 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო, ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გავრცელებასთან დაკავშირებით, ფარული მოსმენისა და თვალთვალის  წინააღმდეგ  წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომაგენლებმა ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ ორშაბათს კიდევ ერთხელ  მოუწოდეს და მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნაც კიდევ ერთხელ გააჟღერეს.

Read more

„მაესტროში" სამშაბათს ახალი გენდირექტორი დაინიშნება

სამშაბათს ტელეკომპანია „მაესტროში“ დამფუძნებელთა კრება გაიმართება, სადაც არხის ახალი გენდირექტორის დანიშვნა გამოცხადდება, რომელსაც თანამშრომლების სახელფასო დავალიანების დაფარვაც დაევალება, რის გამოც ორშაბათს დილით ტელეკომპანიის თანამშრომლები გაიფიცნენ.  აპრილს, დილის 12 საათიდან„მაესტროს“ ეთერში  საინფორმაციო გადაცემები არ გავიდა – არც საინფორმაციო გამოშვება „კონტაქტი” 12 საათზე და არც „ბიზნეს კონტაქტი” . რამდენიმე საათი ეთერში მხოლოდ სერიალები და დოკუმენტური ფილმები გადიოდა. … Read more

ქობულეთში, საფეხბურთო მატჩზე დაპირისპირებისას თბილისის „დინამოს“ 4 გულშემატკივარი დააკავეს

dinamo
თბილისის “დინამოს” ოთხი გულშემატკივარი დააკავეს (IPN)

თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრის დროს მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი კაცია დაკავებული.  DFWatch-ის ინფორმაციით,  ოთხივე დაკავებული თბილისის „დინამოს“ გულშემატკივარია. 

Read more

ორი დღით აცივდება

სინოპტიკოსები 5 აპრილამდე მთელს საქართველოში კვლავ ტემპერატურის დაცემას პროგნოზირებენ. როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა, მიუხედავად თბილი ამინდისა, შაბათს საღამოს მთელს საქართველოში ისევ ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. მისივე თქმით, ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში შეიძლება მოთოვოს კიდეც. გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი … Read more

თბილისის მერია ტაქსების რეგულირებაზე ფიქრს იწყებს

taxi_sign
მერია თბილისელებს ტაქსების სისტემის დახვეწას პირდება

„დისკომფორტი, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ ტაქსებთან დაკავშირებით, უნდა აღმოიფხვრას. ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო და კომფორტული უნდა გახდეს,” – განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  დედაქალაქში ტაქსების სექტორის რეგულირებაზე საუბრისას.

Read more

თბილისში 10-ის ნაცვლად 22 საარჩევნო ოლქი იქნება

election day voting
(DFWatch)

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და რუსთავის 30 ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქის საზღვრები დაამტკიცა.

Read more

სანიკიძე : „ვეღარ დავმალავთ, რომ „ფორუმი“ მარტო აპირებს არჩევნებზე გასვლას“

gubaz_sanikidze
სანიკიძე: ‘ეროვნული ფორუმი’ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას (IPN)

„რესპუბლიკელებისა“ და პარტია „ქართული ოცნების“ შემდეგ, „ეროვნულმა ფორუმმაც“ პირდაპირ და საჯაროდ განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად  მიიღებს.

„ფორუმის“ პოლიტიკური მდივნის, გუბაზ სანიკიძის თქმით,

Read more

პროკურატურა: ფარული ჩანაწერები საქართველოდან არ ატვირთულა

vasadze
მამუკა ვასაძე: კადრები საქართველოდან არ ატვირთულა (Ipn)

„პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერები საქართველოს ტერიტორიიდან არ ატვირთულა,“ – განაცხადა მთავარი პროკურორის მოადგილემ მამუკა ვასაძემ  ფარული ჩანაწერების თემაზე მთავარ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე.

ვასაძემ საგამოძიებო ჯგუფის კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზეც ისაუბრა და თქვა

Read more