შაბათი, დეკემბერი 6, 2025

აფხაზებს მონტენეგროში გამოფენა დაუხურეს. სოხუმში აცხადებენ, რომ საქართველო 'ბერლინის კედელს' უშენებს

exhibitფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა  სამინისტრო  აცხადებს, რომ საქართველო მათირესპუბლიკისსაერთაშორისო იზოლაციაში მოქცევას ცდილობს და თბილისის ამანტიაფხაზურ ქმედებასსაგანგებო  განცხადებით, კატეგორიულად გმობს. უფრო მეტიც, აცხადებს, რომ საქართველოს ეს პროვოკაცია უპასუხოდ არ დარჩება და ჟენევაში მარტში მიღებული გადაწყვეტილება  გალში აფხაზურქართული შეხვედრები აღდგენაზე, შეიძლება ჩაიშალოს.

Read more

ბაბაევი : „ჩემს ერს სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ“

babaevc
ალი ბაბაევი: „ყოველთვის ვამბობ, რომ სადაც არ უნდა იყოს, იქნება საქართველოში თუ სხვაგან, სეპარატიზმის წინააღმდეგი ვარ.“

„სოლიდარობას ვუცხადებ და მომავალშიც გამოვუცხადებ ჩემს ერს,  კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხში,“ – განაცხადა „საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარემ ალი ბაბაევმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

Read more

ექსპერტი: თბილისის ხელისუფლებაში უმცირესობებს წარმომადგენელი არ ჰყავთ

„ერთ-ერთი ყველაზე მწვვე პრობლემა, რაც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ, სახელმწიფო მშენებლობაში მათ  ჩართულობას უკავშირდება. (უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული) რეგიონების გარდა, როგორც წესი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არ გვყავს,“ – განაცხადა „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ გამგეობის ყოფილმა წევრმა,  ურთიერთობების საკითხებში ექსპერტმა სლავა მეჟდოიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში … Read more

სტეფანიანი: 2006 წლიდან საქართველოს სომეხ და აზეირბაიჯანელ მოქალაქეებს შორის აგრესიის ზრდა შეინიშნება

Stepaniani
არნოლდ სტეპანიანი: „ეს კონფლიქტი რომ უფრო დიდხანს გაგრძელებულიყო, არც კი ვიცი, რა შეიძლება მომხდარიყო”

„პარლამენტის  წევრმა თქვა, რომ ჰყავს 150-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი და მზად არის წავიდეს ყარაბაღში და იომოს. მართალია, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ სომხებს ასე საჯაროდ განცხადება არ გაუკეთებიათ, თუმცა იგივე განწყობა იყო ჯავახეთშიც,“ – განაცხადა  ა/ო „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარემ არნოლდ სტეფანიანმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

Read more

ხალილოვი : ყარაბაღის კონფლიქტის ესკალაციის პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება ორად გაიყო

xalilov
ზაურ ხალილოვი: „ნათლად ჩანდა, რომ ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის ფაქტობრივად პირველივე დღიდან ქართული საზოგადოება, თავისი ეთნიკური სომხებითა და აზერბაიჯანელებით, ორად გაიყო”

„ერთი რამ რაც ამ ოთხდღიანი ომის პერიოდში ნათლად ჩანდა, ის იყო  რომ ქართული საზოგადოება თავისი ეთნიკური სომხებით და აზერბაიჯანელებით ორად გაიყო,“ -აღნიშნა „სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის“ დირექტორმა ზაურ ხალილოვმა შეხვედრაზე, რომელიც საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანულ და სომხურ სათვისტომოებზე მთიან ყარაბაღში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ზეგავლენას ეხებოდა.

Read more

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის ექსპერტებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესზე იმსჯელეს

ebert
კვლევის პრეზენტაცია რონდელის ფონდში (fes)

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ორგანიზებით,  21 აპრილს, რონდელის ფონდში  კვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ევროინტეგრაციის კონტექსტში  მოლდოვის, საქართველოსა და უკრაინის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისწინაშე არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს განიხილავდა.

Read more

ამერიკელი კონგრესმენი ივანიშვილის აქტივების გაყინვას მოითხოვს

Youtube / Rep. Steve Russell
Youtube / Rep. Steve Russell

ამერიკელი კონგრესმენი ოკლაჰომადან, „რესპუბლიკელი“ სტივ რასელი, აშშის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოუწოდებს, კარგად დააკვირდეს საქართველოში, ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. უფრო მეტიც, ამბობს, რომ ივანიშვილი იარაღით უკანონოდ ვაჭრობდა და ამის გამო მისი ანგარიშების გაყინვას ითხოვს.

Read more

ქართულ-ოსური გამყოფი ხაზის მოსახლეობა საფლავებს ვერც წლევანდელ აღდგომაზე მოინახულებს

Tskhinvali_June_2013_Crop2სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს მცხოვრები ადამიანები  წინაპრების საფლავზე მისვლას ვერც წლევანდელ აღდგომაზე შეძლებენ. საუბარია, იმ  სოფლების  საფლავებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ  ოკუპაციის ხაზის გადაღმა აღმოჩნდა. ამის შესახებ, ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა ოთხშაბათს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 65-ე  შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

Read more

სოხუმმა ძალაში დატოვა უძრავი ქონების უცხოელებზე გაყიდვის აკრძალვა

sukhumiაფხაზეთში უცხოელებზე საცხოვრებელი სახლებისა და მიწის მიყიდვის კანონპროექტი აღარ განიხილება –  ამ საკითხზე მორატორიუმი გამოცხადდა, თავად კანონპროექტი კი მისმა ავტორმა, ყოფილმა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელიც ახლა სახალხო კრების წევრია, უკან გაიწვია.

Read more

რას გულისხმობს თამბაქოს კონტროლის ახალი რეგულაციები

tambaqo
(ipn.ge)

თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების  გამკაცრების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და შესაბამისად ძალიან მალე ახალი რეგულაციები  ამოქმედდება. თუმცა, კონკრეტულად როდის შევა ეს ცვლილება ძალაში,  ცნობილი არ არის.

Read more