სინოპტიკოსები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა
სინოპტიკოსები აღდგომის დღესასწაულზე საქართველოში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
როგორც DFWatch-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა
ფარული მოსმენისა და თვალთვალის წინააღმდეგ წარმოებული კამპანიის “ეს შენ გეხება” წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს გამართულ კონფერენციაზე, სამოქალაქო საზოგადობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ფარული მიყურადების კანონპროექტის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთარი ინიციატივები გააცნეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი (მეტრო და ავტობუსები) მგზავრებს დედაქალაქში უფასოდ მოემსახურება.
საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3,714 მილიონზე ცოტა მეტია. ეს მაჩვენებლი 2002 წლის აღწერის შედეგთან შედარებით 15%-ით ნაკლებია. მოსახლეობის 52,3%-ს ქალები შეადგენენ, 47,7%-ს მამაკაცები. თბილისის მოსახლეობა გაზრდილია 2,5%-ით და 1,1 მილიონს შეადგენს.

16-27 ივნისს კუნძულ კრეტაზე მსოფლიოს ყველა, 14–ივე საყოველთაოდ აღიარებული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია „დიდ და წმინდა კრებას“ პირველად ატარებს და ეს მართლმადიდებელ სამყაროში დიდი მოვლენაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვიზალიბერალიზაციის პროცესში სამ „მცირე პრობლემას“ ხედავს – ერთი გეოპოლიტიკურ ფაქტორებს უკავშირდება, მეორე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთ „არც თუ ნორჩ ლენინელსა თუ სტალინელს”, მესამე კი „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხელშეშლას.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, მამუკა აბულაძის თქმით, წუხელ ღამით, საკუთარ ბარში რუსთავის მერიის რამდენიმე თანამდებობის პირმა, მათ შორის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.
დედა-შვილის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთში დააკავეს. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ თბილისში მისი ექსტრადირების პროცედურა უკვე დაწყებულია, თუმცა როდის ან საერთოდ თუ მოხდება ბრალდებულის ჩამოყვანა, ჯერ ცნობილი არ არის.

„იმედიდან“ გათავისუფლებული შალვა რამიშვილის განცხადებას, რომ გენდირექტორი მასზე ზეწოლას ახდენდა, გიორგი ბახტაძეც გამოეხმაურა და ორი განცხადება გაავრცელა. 22 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ბახტაძე ამბობს, რომ რამიშვილი, თათია სამხარაძის (იგივე ტასო ბარნოვას, „შალვა რამიშვილის შოუს“ ყოფილი თანამშრომლის) მიერ ჩაწერილი აუდიო მასალის მოსმენის შემდეგ, არაეთიკური საქციელის გამო გაათავისუფლა. 26 აპრილს კი სამხარაძესა და რამიშვილს მოუწოდა, რომ გაასაჯარაონ ის აუდიო ჩანაწერი, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა საუბარია.