
6 რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და 16-მა სხვადასხვა სიმძიმით დაშავდა ხუთსაბათს დილით დაახლოებით 10 საათზე სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ ავარიაში.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაზე პასუხისმგებელი სამეცნიერო–ტექნიკური ცენტრ „დელტას“ ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია DFWatch-ს თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ერთადერთი, რაც ამ დროისათვის უწყებაში გვითხრეს, ის არის, რომ ძოძუაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია და მისი გათავისუფლება სეტყვასაწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან არის დაკავშირებული. მათივე ცნობით, უწყების გენინსპექციის მიერ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის … Read more

საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ახალი ტრანს-ადრიატიკის მილსადენის (TAP) მშენებლობა საზეიმოდ გაიხსნა, სადაც დასასწრებლად სამშაბათს, 17 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი გაემგზავრნენ.

თბილისის იერსახის დამახინჯების ბრალდებით, სამშაბათს, გამთენიისას, დაკავებული 10-ვე ლგბტ საზოგადოების უფლებადამცველი აქტივისტი უკვე გათავისუფლებულია. 3 მათგანი, რომლებიც რუსთაველზე ზებრა გადასასვლელის შეღებვის გამო დააკავეს, დაკავებიდან მალევე გაათავისუფლდნენ. ხოლო 7 პირის საქმეზე, რომლებიც საპატრიარქოს კედელზე სტენისლების გაკვრის გამო დააკავეს, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

თბილისის ზოოპარკი 100-ზე მეტი ცხოველის, მათ შორის ისეთების მოლოდინშია, რომლებიც აქამდე არ ჰყოლია, აცხადებს მისი დირექტორი, ზურაბ გურიელიძე, რომელსაც DFWatch ძველი ზოოპარკის მდგომარეობასა და ახლის მშენებლობაზე ესაუბრა.
ჩინურ „ჰუალინგ ჯგუფს” საქართველოში ახალი ავიაკომპანია შემოჰყავს, რომელმაც რეისები უნდა განახორციელოს „ევროპისა და აზიის მიმართულებით… ხოლო შემდგომში განვიხილავთ აშშ-ის მიმართულებით რეისების დანიშვნის შესაძლებლობას“, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩინური კორპორაციის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, 9 მაისს განაცხადა.
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა უსწრაფესად, სამ დღეში განიხილა და მიიღო კიდეც, საკონსტიტუციო სასამართლოშივე გასაჩივრდება.

„თავისუფალი დემოკრატები” ე.წ. კაბელების საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ ორშაბათს მიღებული გამამტყუნებელი გადაწყვეტილების გამო საპროტესტო აქციებს იწყებს.
ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ისინი თავდებით იყვნენ გათავისუფლებულები, ამიტომ განაჩენის გამოცხადებისთანავე ხუთივე სხდომათა დარბაზში დააპატიმრეს.

სექსუალური შევიწროვება, რომლის ბრალდებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში შს სამინისტროში 50-მდე, სახალხო დამცველის აპარატში კი ორი განცხადებაა შესული, შესაძლოა, დასჯადი გახდეს.