
ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე ხვდება, დაპოსტა თავის ფეისბუქის გვერდზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს ბოლო შემთხვევაა, როდესაც ქვეყანა ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე ხვდება, დაპოსტა თავის ფეისბუქის გვერდზე ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად, 26 მაისს თბილისში – თავისუფლების მოედანზე; კახეთში – იყალთოს მონასტრის ეზოში, სამეგრელოში – ნოქალაქევის ციხე სიმაგრეში, სამცხე-ჯავახეთში – ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთში – ქუთაისის თეატრის წინ და აჭარაში – ბათუმის ბულვარში, წვევამდელთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონია გაიმართება.

ქუთაისში ოთხშაბათის პლენარული სხდომა დიდი ჩხუბით გაიხსნა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიტიკური განცხადებები ნუგზარ წიკლაურმა და ზაზა პაპუაშვილმა გააკეთეს.
წიკლაურმა 22 მაისს კორცხელის ინციდენტში ვიცე-პრემიერის დაკითხვა

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძის განცხადებით, ძალადობის შემთხვევებისას მყისიერი რეაგირება არსებული კანონითაც შესაძლებელია და ხელისუფლებამ ჯერ არსებული რეგულაციების პირობებში უნდა გვაჩვენოს ეფექტური და მკაცრი რეაგირება, სხვა შემთხვევაში კანონის გამკაცრებაზე საუბარი ტრაფარეტულია.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობასა და ძალადობის მუქარაზე სასჯელი შეიძლება მკვეთრად გამკაცრდეს. ამის შესახებ კანონპროექტი, პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ სასწრაფოდ მოამზადა და სამშაბათს მთავრობის სხდომაზეც წარადგინა.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელში შაბათს საარჩევნო უბანთან მომხდარი ჩხუბის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება 125-ე ცემის მუხლით დაიწყო. დაკავებული არავინაა.

„ახალი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ მეცნიერებას რაც ჰქონდა, ის ღირსება დაუბრუნდეს,“ – განაცხადა ექსპრემიერა ბიძინა ივანიშვილმა ახალი ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის
პრეზენტაციაზე, რომელიც დიღომში აშენდება.
პრესტიჟული და უძველესი სარაგბო ტურნირის – ექვსი ერის ჩემპიონატის – გაფართოების შესაძლებლობას საქართველოს რაგბის კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორი ლაშა ხურციძე 2020 წლამდე გამორიცხავს. ამის შესახებ ხურციძე DFWatch-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუმინეთს ექვს ერში მონაწილეობის შესაძლებლობა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე არ მიეცემა. შეგახსენებთ, რომ ეს ჩემპიონატი ევროპის ექვსი უძლიერესი გუნდის (ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, … Read more

სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრ „დელტას“ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი, რომელიც საკუთარ გათავისუფლებას „აბსურდულს, უსაფუძვლს, არასამართლიანსა და ორგანიზაციისთვის დამაზიანებელს“ უწოდებს, დარწმუნებულია, რომ კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებაზე მთავრობა ცალკე გამოძიებას ჩაატარებს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ იქნება – ამის შესახებ ძოძუაშვილმა DFWatch-ს განუცხადა.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე „პანორამა თბილისის“ პროექტზე, ასევე ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარის გაცვლისა და მის მიმდებარედ 29 ჰექტარის გაყიდვაზე სერიოზული, კომპლექსური ექსტერტიზის ჩატარებას მოითხოვს, მის გარეშე რაიმე განხილვას კი როგორც მერიის, ისე გარემოსდამცველების მხრიდან არასერიოზულს უწოდებს.