პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

გალელ აბიტურიენტებს, რომლებსაც ენგურზე არ უშვებენ, განათლების სამინისტრო დახმარებას ჰპირდება

განათლების სამინისტროს განცხადებით, ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება დაცული იქნება „ენგურის ხიდზე მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ყველა აბიტურიენტის ინტერესი და განათლების მიღების უფლება იქნება დაცული! საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელმწიფოს სხვა უწყებებთან ერთად მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად და საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება, დაცული იქნება … Read more

გალელები ითხოვენ, რომ საზღვრის დაკეტვისთვის სოხუმის რეჟიმს თბილისმა პროდუქტებზე ემბარგო დაუწესოს

გალის მოსახლეობა ზუგდიდიდან აფხაზეთში ტვირთების გადატანის შეჩერებას მოითხოვს. მას შემდეგ, რაც დე ფაქტო მთავრობამ ენგურის ხიდი ჩაკეტა, DFWatch-ს გალის ადგილობრივი მოსახლეობა დაუკავშირდა თხოვნით, საქართველოს მთავრობისთვის მიგვეწოდებინა მათი სურვილი, შეწყვიტონ „საზღვარზე“ ტვირთები გატარება. საქმე ისაა, რომ აფხაზეთის ბიზნესის გარკვეული სეგმენტი დიდად არის დამოკიდებული საქართველოდან შესულ პროდუქციაზე, მეტწილად საკვებზე, რომელიც რუსეთიდან შესულ საქონელზე ბევრად უფრო იაფია. განსაკუთრებით … Read more

გალელი აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადმოდიან – რა ხდება ენგურის ხიდზე

ენგურის ხიდზე, გალის მხარეს დგანან აბიტურიენტები, რომლებიც ზუგდიდისკენ ვერ გადმოდიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად. როგორც DFWatch-ს კურსდამთავრებულებმა განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ რომ გამონაკლისის სახით მიეცემათ საშუალება დატოვონ ტერიტორია, რათა შეძლონ მონაწილეობის მიღება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. „მოულოდნელი იყო ჩაკეტვა, ვინც მოასწრო, გუშინ გადავიდა, დღეს კი ახლა მივდივართ, იმედი გვაქვს, რომ გამონაკლისს დაუშვებენ, თორემ გამოცდებზე გასვლას ვერ შევძლებთ“. … Read more

აფხაზები ბობოხიძის ძებნაში მიცემას მოითხოვენ

აფხაზეთი დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის მიმართ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. იმედოვნებენ, რომ რუსი კოლეგების დახმარებით საერთაშორისო ძებნილად უნდა გამოაცხადებენ. „ვციტირებ აკაკი ბობოხიძის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც მან საქართველოს პარლამენტიდან საქვეყნოდ განაცხადა რამდენიმე დღის წინ – „გხოცავდით აფხაზეთში და მომავალშიც დაგხოცავთ“. მან ეს სიტყვები მთელ მსოფლიოს უთხრა. მინდა მივმართო აფხაზეთის პრეზიდენტს, პროკურატურას, რომ ეს ადამიანი, ჩვენი … Read more

თბილისის ამბების გამო აფხაზეთის პარლამენტი „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები, თბილისში მიმდინარე აქციების გამო, სიტუაციის ჩაწყნარებამდე, „საზღვრის“ ჩაკეტვას მოითხოვენ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს,  ენგურის ხიდის ჩაკეტვის სავარაუდო თარიღად 7-8 ივლისი სახელდება. „ჭორად უკვე გავრცელდა, რომ ჩაიკეტება, თუმცა ზუსტად ჯერ არავინ იცის. ამბობენ. რომ თბილისში მიმდინარე აქციებს უკავშირდება. რისი ეშინიათ, ვერ გეტყვით. რუს მესაზღვრეებს ვკითხეთ, … Read more

ხაჯიმბა თბილისის აქციებზე „ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებას აპროტესტებს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ „საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით” უშიშროების საბჭოს სხდომა მიიწვია, სადაც აღნიშნა, რომ „მიუღებელია საქართველოს ხელისუფლების განცხადებები აფხაზეთის ოკუპაციაზე, რაც ბოლო დღეებში კეთდება”. “ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, შიდაპოლიტიკური დაპირისპირებაა, რომლის მონაწილეებიც რუსეთს ადანაშუალებენ შექმნილ სიტუაციაში. მოქმედმა პრეზიდენტმა და ოპოზიციამ “ოკუპირებული ტერიტორიების” ხსენებისგან თავი უნდა შეიკავონ და ჩვენი და სამხრეთ ოსეთის … Read more

გალის სკოლებში შიდასასკოლო გამოცდები აფხაზური ენის ტესტირებით დასრულდა

 ქართული სკოლების მე-11 კლასელთათვის ჩასაბარებელი გამოცდების სია ასე გამოიყურება: ქართული, რუსული, მათემატიკა, აფხაზური ენა და აფხაზეთის ისტორია. რა მნიშვნელობა ენიჭება აფხაზურ გამოცდებს და იქონიებს თუ არა რაიმე გავლენას მისი შედეგები სამომავლოდ, ამაზე DFWatch გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელ ნონა შონიას ესაუბრა. ,,ოკუპირებულ აფხაზეთში გასცემენ აფხაზურ ატესტატს, სადაც ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად,  კურსდამთავრებულებს მშობლიურ ენად რუსული ენა ეწერებათ. აფხაზეთის … Read more

ტრაგიკული შემთხვევა გალში – ე.წ. საპასპორტოს თანამშრომელმა ვენები გადაიჭრა

შემთხვევა, გალში, 14 ივნისს მოხდა. როგორც DFWatch-ს თვითმხილველები უყვებიან, ფაქტს ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი უძღოდა. “საბუთების რიგში ვიდექით, ხმაური ატყდა, კარი ჩაკეტეს, შიგნიდან კი საშინელი ჩხუბის ხმა გამოდიოდა. რაღაც პერიოდის შემდეგ კარი გააღეს და ჩხუბი გარეთ გააგრძელეს. რას მოჰყვა შელაპარაკება, ჩვენთვის უცნობია. რიგში მდგომი ხალხი დაგვფანტეს, გარეთ გამოსვლის მერე კი ერთ-ერთმა აფხაზმა ვენები გადაიჭრა. დაჭრილი სასწრაფო … Read more

„ხალხს საქონლის ჯოგივით ექცევიან" – გალელები აფხაზი ჩინოვნიკების მხრიდან უხეშ დამოკიდებულებაზე საუბრობენ

გალში მცხოვრებ ქართველებს, გარდა იმისა, რომ საბუთების მისაღებად თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც უწევთ ლოდინი, მზა საბუთის ასაღებად რიგში საათობით უწევთ დგომა. როგორც DFWatch-თან საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ე.წ. საპასპორტოში ხშირად ხდებიან აფხაზების მხრიდან შეურაცხყოფის მსხვერპლი. „ქართველები ახლა მხოლოდ ბინადრობის უფლებას ვიღებთ. საბუთების ჩაბარებიდან თვეობით, ზოგჯერ კი წლობითაც გვიწევს ლოდინი. თუ გაგვიმართლა და მზა საბუთების სიაში აღმოვჩნდებით, … Read more

სოხუმის კიდევ ერთი დისკრიმინაციული ნაბიჯი – ქართველებს შეიძლება წართმეული ქონების დაბრუნება აუკრძალონ

სოხუმის რეჟიმი ქართველებისთვის მემკვიდრეობის უფლების შეზღუდვას განიხილავს. ფორმალურად, ამის ინიციატორი არის “მოქალაქეთა ჯგუფი”, რომელმაც აფხაზეთის საზოგადოებრივ პალატაში საჩივარი შეიტანა. მოსარჩელეების აღშფოთება იმ საქმემ გამოიწვია, სადაც ეთნიკურმა ქართველმა  მემკვიდრეობისთვის ბრძოლა ეთნიკურად აფხაზ ომის ვეტერანს მოუგო. ამავე დროს, ისინი ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ ქართველმა სამართალმემკვიდრემ ამ დავაში „საქართველოში შექმნილი“ უფლების დამდასტურებელი დოკუმენტაციით გაიმარჯვა. ამასთან ერთად, მათი … Read more