
ხმაურის შესახებ კანონს, რომელიც თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძემ 2016 წლის იანვარში წარადგინა, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. ამის შესახებ DFWatch-ს თედო კობახიძე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობის მიზეზი საკრებულოში ამ პრობლემაზე მოქალაქეთა მიერ შეტანილი ასეულობით განცხადება გახდა.








