
„საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით გრძელ ვადებზე არ იქნება საუბარი“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად 5 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც „რკინის აბრეშუმის გზის“ სახელითაც არის ცნობილი და რომლის პროექტსაც საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა 2007 წელს მოაწერეს ხელი, უკვე დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია აზეირბაიჯანის რკინიგზის უფროსის ჯავიდ გურბანოვის განცხადების საფუძველზე ავრცელებს.

მართლმადიდებელი ეკლესიების დიდ და წმინდა კრებაზე, რომელიც 16 ივნისს კუნძულ კრეტაზე იხსნება, საქართველოს ეკლესიის დელეგაცია არ მიდის. ამჟამად, კრეტაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნაზე, ოფიციალურად, უარს ამბობენ ბულგარეთის, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესიები. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას. მიუხედავად ამისა, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს განცხადებით, კრება მაინც შედგება და მიღებული ყველა გადაწყვეტილება იქნება სავალდებულო ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

„მეცნიერებათა აკადემიის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც აკადემიის ხელმძღვანელობასა და მისავე წევრ, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა, პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დაგეგმილი კენჭისყრა პარასკევს, 10 ივნისს ვერ შედგა, რადგან როგორც DFWatch-ს პროექტის ავტორმა ვანო კიღურაძემ უთხრა, კვორუმი ვერ შედგა. შესაბამისად, განხილვა შემდეგ სასესიო კვირაში გაიმართება.

წინასაარჩევნოდ კონსერვატიულ ფლანგზე “პატრიაოტთა ალიანსი”, რომელსაც ბევრი მიმომხილველი მომავალ პარლამენტში მოხვედრას უწინასწარმეტყველებს, ახალ კოალიციას ქმნის, სადაც რამდენიმე ცნობილი, თუმცა არცთუ მაღალი მხარდაჭერის მქონე, პოლიტიკოსები ერთიანდებიან.

“მფლობელის შვილმა ასე გვითხრა, ვეგეტარიანული კაფე გამიგია, მაგრამ საქართველო არის ტრადიციული ქვეყანა და კაცს, რომელსაც პეპლებიანი და ყვავილებიანი შარვალი აცვია, ვერასდროს მივიღებთო” – ლაშა, თბილისში ერთადერთი ვეგანური კაფე „კივის“ თანამშრომელი, DFWatch-თან მეზობლების მიერ მათ დისკრიმინაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამის გამო იძულებულნი არიან კაფე სხვა ადგილას გადაიტანონ.

ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სურვილია, „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი არჩევნებამდე არ დასრულდეს, ხოლო თუკი მაინც დასრულდება, ქიბარ ხალვაშსა და დავით დვალს ფინანსურ გარანტად დადგომას სთავაზობს, ოღონდ „არ შეეხონ გვარამიასა და მენეჯმენტს“.

ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის თქმით, ამჟამინდელ პრემიერ კვირიკაშვილში მან თავისი „ახალგაზრდობის ოცნების ადამიანი“ ნახა. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, ტექნოპარკში მიმდინარე შეხვედრაზე სამშაბათს განაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები ისევ კრიტიკის საგანია. ამჯერად 34 არასამთავრობო ორგანიზაცია და ოპოზიციის დიდი ნაწილი არა მარტო საპარლამენტო უმრავლესობის მიმართ გამოთქვამს პრეტენზიებს, არამედ პრეზიდენტის მიმართაც.