კულტურის პალატა სულხან მოლაშვილის სახელობის ყოველწლიურ, 5 000-ლარიან პრემიას აწესებს. ამის შესახებ, ორშაბათს, 4 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა განაცხადა.
DFWatch staff
ეუთო-ს რეზოლუციას მოსკოვი „ანტირუსულად“ აცხადებს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საერთო კომიტეტმა ორშაბათს დაამტკიცა რეზოლუციის პროექტი – კონფლიქტი საქართველოში. წინააღმდეგი მხოლოდ რუსეთის დელეგაციის 3 წევრი იყო. ავტორი პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია.
სუბარი და სესიაშვილი აცხადებენ, რომ ჩატაევი წინა ხელისუფლების აგენტი იყო
„ეს ცნობილი ტერორისტი (ახმედ ჩატაევი) თურმე სააკაშვილის აგენტი ყოფილა, რომელსაც აფინანსებდა სააკაშვილი და პასპორტს პასპორტზე უცვლიდა,“ – აცხადებს დევნილთა მინისტრი, სოზარ სუბარი.
ჰქონდა თუ არა ახმედ ჩატაევს საქართველს მოქალაქეობა
რუსული მხარე აცხადებს, რომ სტამბულის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის ორგანიზატორობაში ეჭვმიტანილი ახმედ ჩატაევი რუსეთის მოქალაქე აღარაა და მან სირიაში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქეობა მიიღო. ამ ფაქტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.
კონკურსი ჟურნალისტებისათვის „მონაწილეობის ლიდერები“

ფონდი „სხვა სივრცე“ და DF Watch იწვევენ ჟურნალისტებს ნამუშევრების წარსადგენად კონკურსში „მონაწილეობის ლიდერები“. დაჯილდოვდება საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევარი მონაწილეობითი ბიუჯეტირების შესახებ საქართველოში მონაწილეობითი დემოკრატიის კონტექსტში.
უამინდობის გამო თბილისის აეროპორტში ისრაელიდან და უკრაინიდან რეისები შეფერხებით განხორციელდა
30 ივნისის ღამით, უამინდობის გამო უკრაინიდან და ისრაელიდან გამოფრენილი თვითმფრინავები თბილისის აეროპორტის ნაცვლად ერევანში ჩაფრინდა. როგორც DFWatch-თბილისის აეროპორტის საზოგადებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, უამინდობის გამო გუშინ მხოლოდ ეს ორი – თელავივისა და კიევის რეისები -განხორციელდა შეფერხებით.
შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაციის საკითხი საბოლოოდ სექტემბერში გადაწყდება
ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, საქართველოსთან ვიზალიბერალიზაცია სექტემბრის მეორე ნახევრიდან ამოქმედდება.
ვინ იქნება „რესპუბლიკური პარტიის“ პირველი ნომერი?
პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკელი“ დავით უსუფაშვილის აცხადებს, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემდეგ ის პოლიტიკურ ლიდერად გააქტიურდება, მანამდე კი პარტიის სახელით პოლიტიკაზე ვერ ილაპარაკებს.
ახალი ამნისტიით 116 ხანდაზმული პატიმარი და ბრალდებული გათავისუფლდება
პარლამენტმა „ამნიისტიის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით, 77 ხმით დაამტკიცა , რაც ნიშნავს, რომ გათავისუფლდებიან ხანდაზმული პატიმრები, კერძოდ კი, 65 წელს ზევით ასაკის ქალები და 70-ს გადაცილებული მამაკაცები, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს.
მერაბიშვილსა და უგულავას ერთ საკანში არ მოათავსებენ
ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ერთ საკანში გადაყვანაზე უარი ეთქვათ. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება ორშაბათს, 27 ივნისს გამოაცხადა. მოთხოვნაზე უარის თქმის არგუმენტი ისაა, რომ ორივე მაღალჩინოსანი ერთ საქმეზე არიან ბრალდებულები.