შაბათი, დეკემბერი 6, 2025

"ცენტრ-პოინტის" მენეჯერები დააკავეს

rcheulishvili
რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ კბილაშვილს მის მიმართ პირადი მოტივი ამოძრავებდა.(IPN)

კვირას, 10 ივლისს სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ ხელმძღვანელების დაკავების ოპერაცია ჩატარდა. დილით ჯერ 2 თანამშრომელი დააკავეს, შუადღისთვის კი კომპანიის ყოფილი დირექტორი გუკა რჩეულიშვილის სახლშიც მივიდნენ დაკავების ორდერით, თუმცა ის პროკურატურის წარმომადგენლებს სახლში არ დახვდა.  

Read more

ჰაერი დაბინძურების გამო საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება

table
  დაღუპულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო)

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია  ამბობს, რომ  საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო ტრანსპორტია. ყველაზე მწვავე მდგომარეობა კი ამ მხრივ თბილისშია, სადაც ქვეყნის ავტოპარკის დაახლოებით 40%-ია თავმოყრილი. მურღულიამ ამის შესახებ,  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში  სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

Read more

ვარშავის NATO-ს სამიტიდან საქართველოს „კონკრეტული“ მოლოდინი აქვს, რომელიც MAP-ს არ უკავშირდება

nato_flag8 ივლისს პარასკევს ვარშავაში NATO-ს ორდღიანი სამიტი გაიხსნება, სადაც მრავალწლიანი მოლოდინის მიუხედავად საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი საერთოდ არ განიხილება. თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ სამიტზე საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების ახალი გზები იქნება შემუშავებული.

Read more

ხაჯიმბა მზადაა გადადგეს, თუ 10 ივლისის რეფერენდუმში დამარცხდება

hajimb
(Sputnik Abkhazia)

ოკუპირებული აფხაზეთის  დე ფაქტო პრეზიდენტი  რაულ ხაჯიმბა ამბობს, რომ გადადგომისთვის მზადაა,  თუკი ამას ხალხი მოისურვებს. ამის შესახებ მან ოთხშაბათს,  „პრეზიდენტის“ ადმინისტრაციის შენობასთან გამართულ მისი მხარდამჭერების მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სხვადასხვა შეფასებით  მიტინგზე ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა.

Read more

მოესწრება თუ არა უვიზო მიმოსვლა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე?

visa_passport_2ხუთშაბათს, 7 ივლისს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას მხარი დაუჭირა. საქართველოსთვის, უკრაინისა და კოსოვოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს კენჭი დილით უყარეს და შედეგები მალე რეკომენდაციად სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შს კომიტეტში (LIBE) გადაიგზავნება, რომელიც ვიზალიბერალიზაციის საკითხში წამყვანი კომიტეტია. ეს კომიტეტი კი საქართველოს საკითხს სექტემბერში განიხილავს.

Read more

სკანდალური განცხადების გამო თბილისმა შეიძლება, ამერიკიდან ელჩი გაიწვიოს

აშშ-ში საქართველოს ელჩს არჩილ გეგეშიძეს შესაძლოა ან საყვედური გამოუცხადონ ან თანამდებობა დაატოვებინონ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს ელჩის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა დიდია ალბათობა, რომ ის „საკუთარი განცხადების საფუძველზე“ გაუშვან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ში საქართველოს ელჩი არჩილ გეგეშიძე მის მიერ 2 ივლისს “ნეტგაზეთთან” ხელისუფლებაში არსებული პრორუსული ძალების არსებობაზე გაკეთებული განცხადების გამო სასწრაფოდ გამოიძახა. ელჩი თბილისში … Read more

ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეუფარდეს

tbilisi_city_courtქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 25 წლის მაგდა პაპიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა. რაც ნიშნავს, რომ მას მხოლოდ 20 წლის პატიმრობის შემდეგ შეეძლება მიმართოს – ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას ან  პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით  (იხილეთ ბრალდებულის წარმოთქმული სიტყვა სასამართლოზე).

Read more

არეულობა სოხუმში – ოპოზიციამ დე ფაქტო შს მინისტრი გადააყენა

sputnik
(Sputnik Abkhazia)

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დე ფაქტო  შს მინისტრ ლეონიდ ძაპშბას უფლებამოსილება შეუჩერა, იმ დრომდე, ვიდრე ე.წ. პროკურატურა მოკვლევას დაასრულებს. ძაპშბას ადგილი მისმა მოადგილე ბორის აბიტოვმა დაიკავა.

Read more

ობობა ტარანტული თბილისში – როგორც უნდა დავიცვათ თავი

tarantთბილისსა და თბილისის შემოგარენში ტარანტულების გამოჩენით გამოწვეულ აჟიოტაჟთან დაკავშირებით დაავადებათა ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცლებს და მოსახლეობას მიმართავს, რომ ობობა შხამიანია, მაგრამ საშიშარ არის.

Read more

სჯობს, ითქვას სიმართლე, თუნდაც ქვეყანამ იზარალოს: უსუფაშვილი ჩატაევის საქმეზე

Usupდავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩატაევთან და ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თუ რაიმე იყო დაფარული სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, „დღეს სჯობს ყველაფერი ითქვას და სიმართლე გავიგოთ“.

Read more