
შვეიცარული კომპანია „შტადლერის“ (Stadler KISS) ორსართულიანი მატარებელი, რომელიც თბილისში 6 ივლისს შემოვიდა, მგზავრებს პირველად ორშაბათს, 25 ივლისს მოემსახურა.

უკრაინის პოლიციის ხელმძღვანელი ხატია დეკანოიძე, რომელიც 2012 წელს სააკაშვილის ხელისუფლების დროს საქართველოში განათლების მინისტრის პოსტს იკავებდა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას საქართველოს მოქალაქეობას ართმევენ.

თურქეთში სამხედრო ამბოხის გამოძიების ფარგლებში 42 ჟურნალისტის დაკავებაზე გაიცა ორდერი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მათგანია უკვე დაჭერილი.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა არ შეიცვლება და არ დაბრუნდება მიზნობრივ ჯანდაცვაზე,“ – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარასკევს „ექსპო ჯორჯიაში“ განაცხადა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე სახელწოდებით „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროგრესი და საერთაშორისო შეფასება“.
უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ , რომელიც ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ 1995 წელს მოწყობილი ტერაქტის გამოა ბრალდებული, ინტერპოლმა ძებნა შეწყვიტა.
ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც ხშირად უკავშირებენ ამერიკაში მცხოვრები თურქი სასულიერო მოღვაწის, ფეთჰულა გიულენის სახელს, ცილისწამებას უწოდებენ ბოლო დღეებში მათ მიმართ გაკეთებულ განცხადებებს.

რუსეთის ავიაციამ სირიაში ის ავიაბაზა დაბომბა, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი სპეცდანიშნულების ნაწილები იყენებდნენ. ავიაიერიში 16 ივნისს განხორციელდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკულ პრესაში ახლახან გავრცელდა.

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის კონსერვატიულ ფლანგზე შექმნილი ოპოზიციური კოალიცია, რომელიც ანტიდასავლური განწყობით ცნობილ პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივაა გაერთიანებული და 6 არასაპარლამენტო პოლიტიკური ძალისგან შედგება, ბლოკის გაფართოებას გეგმავს.
თურქეთის ქალაქ მარმარისში პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. DFWatch-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული საქართველოშიც იძებნებოდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიღება ვერ ხერხდება.

დაპატიმრებული, სამსახურიდან დათხოვნილი ან სტატუსშეჩერებული ძალოვნების, საჯარო მოხელეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების პერსონალის რიცხვმა თურქეთის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ 60 ათასს მნიშვნელოვნად გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას RFE/RL (რადიო „თავისუფლების“ ევროპული ბიურო) სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.