პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

გალელები „საზღვრის“ გახსნას ორშაბათს ელოდებიან

გალის მოსახლეობა, ე.წ. საზღვრის გახსნას ორშაბათს ელოდება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია არავისთვისაა ცნობილი. როგორც ადგილობრივები DFWatch-თან საუბარში აცხადებენ, ახლა შეზღუდვა მხოლოდ გალიდან გადმომსვლელ 18-დან 60 წლამდე კაცებზეა დარჩენილი. „არ ვიცი რა კრიტერიუმით შეარჩიეს, მაგრამ შეზღუდვა მარტო კაცებზე დარჩა, ისიც კონკრეტული ასაკის ადამიანებზე. სხვას ყველას თავისუფლად ატარებენ იქითაც და აქეთაც. ჯერ ითქვა 14-ში გაიხსნებაო, დღეს არ გაიხსნა, … Read more

კიდევ ერთი ნაბიჯი ანექსიისკენ – "სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს" რუსეთში ყოფნაზე შეზღუდვა ეხსნებათ

მოსკოვი ცხინვალის რეჟიმს მორიგ “საჩუქარს” უკეთებს – მალე “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს” რუსეთის ტერიტორიაზე განუსაზღვრელი ვადით შეეძლებათ დარჩენა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ამის გაკეთება მხოლოდ 90 დღის განმავლობაში შეეძლოთ. როგორც ცხინვალის სააგენტო “რესი” იტყობინება, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ოთხშაბათს მოიწონა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთს შორის შეთანხმებაში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ამ ცვლილების თანახმად ერთი მხარის … Read more

ცხინვალში ჩინოვნიკს ადანაშაულებენ, რომ ქართულ არტილერიას ცეცხლის კორექტირებაში ეხმარებოდა

ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი რანგის თანამშრომელს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში სდებს ბრალს. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პროკურატურის მტკიცებით, „ლიპინმა და მისმა თანამოაზრეებმა 2008 წელს საქართველოს სპეცსამსახურებს სადაზვერვო ხასიათის ინფორმაცია მიაწოდეს, რომელსაც ქართული ჯარი აგვისტოს ომის დროს რეაქტიული სისტემების, ასევე მჭიდროდ დასახლებული რაიონების, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების, სამხედრო ობიექტებისა და … Read more

აფხაზეთიდან 172 აბიტურიენტი გადმოიყვანეს, 13 კიდევ ბლოკირებულია: მთავრობა

ამ დროისთვის ოკუპირებული აფხაზეთიდან რეგისტრირებული 185 აბიტურიენტიდან 172 საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება და საგამოცდო პროცესში მონაწილეობს. ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში განაცხადეს. „სახელმწიფო აგრძელებს მუშაობას, რათა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცეს, მათ შორის ეს საკითხი განიხილება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარე 48-ე რაუნდზე“, – აცხადებენ სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ … Read more

ენგურის ხიდი გაიხსნა ყველასთვის, გარდა 18-60 წლის კაცებისა

დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადასვლის შეზღუდვა, მხოლოდ 18-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებისთვის დატოვა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, გზა გახსნილია ქალებისთვის ასაკის შეზღუდვის გარეშე, პენსიონერებისთვის სქესის განურჩევლად და 18 წლამდე ბიჭებისთვის. „ვერ გავიგეთ რას აკეთებენ, სავარაუდოდ არ უნდათ რომ აქციას შევუერთდეთ, სხვაგვარად მხოლოდ კაცებზე შეზღუდვას ვერაფრით ვხსნით. ჯერ ისევ შეზღუდვაა ე.წ. ვიზების გაცემაზე და ჯერ … Read more

140 მოზარდი აფხაზეთიდან სპეციალურ მოსამზადებელ პროგრამას გადის

პროგრამაში ,,ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ”, სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში, გალის რაიონის ნამდვილი საზღვრებიდან მოსამზადებელში 140 სკოლადამთავრებული სწავლობს. გალის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძრვანელის ნონა შონიას ინფორმაციით, მათ შორის 68 – თსუ-ში, 72 კი ზუგდიდის შ. მესხიას სახ. უნივერსიტეტში სწავლობს. „ამ აბიტურიენტებს ეძლევათ სტიპენდია 150 ლარის ოდენობით, 35 დაკმაყოფილებულია ამ უნივერსიტეტების საცხოვრებელი ფართით. ახალგაზრდები  უფასოდ ემზადებიან. ჩარიცხვის შემდგომ როგორც … Read more

ენგურზე ბლოკირებული აბიტურიენტების დიდმა ნაწილმა გადმოსვლა მოახერხა

სოხუმის რეჟიმის მიერ ეროვნული გამოცდების წინ ენგურის ხიდზე ბლოკირებული გალელი აბიტურიენტების უმეტესობა, DFWatch-ის ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გადმოვიდა. თუმცა, არა ყველა. რამდენიმე მოზარდი გადმოსვლას კვლავ ვერ ახერხებს. უმეტესობამ გამოცდას მიუსწრო კიდევაც. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას აცხადებენ, „საზღვარზე“ მთელი დღის განმავლობაში მოუწიათ ლოდინი. „ჩაკეტვის დღიდან ყოველ დღე მივდიოდით, იქნებ რამე … Read more

ენგურის ხიდზე ბლოკირებული აბიტურიენტების ნაწილის გადმოყვანა მოხერხდა, აცხადებენ მთავრობაში

სოხუმის რეჟიმმა ენგურის ხიდზე გადაადგილების შეზღუდვა შეარბილა – მიმოსვლის უფლება პენსიონერებსა და 14 წლამდე ასაკის მოზარდებს მისცეს. რაც შეეხება აბიტურიენტებს, მათთვის ჯერ ისევ მოქმედებს შეზღუდვა, თუმცა სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა და ამ მიმართულებით მუშაობა ისევ გრძელდება. „აბიტურიენტების ნაწილი უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, სხვადასხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, … Read more

ჟურნალისტი ახალგაზრდულ ფესტივალზე აფხაზებისთვის კვოტების გამოყოფას ითხოვს

ახალგაზრდა ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი შაკო გოგია აფხაზი ახალგაზრდებისთვის ინიციატივით გამოდის. როგორც DFWatch-ს გოგიამ განუცხადა, აფხაზ თანატოლებთან კონტაქტების გაღრმავების მიზნით, მიმდინარე წლის 22-25 აგვისტოს, ანაკლიაში დაგეგმილი  გასართობი ღონისძიების,  Echowaves Festival-ის ორგანიზატორებს თხოვნით მიმართავს, რათა აფხაზი ახლგაზრდებისთვის 100-მდე ბილეთი მოსაწვევის სახით გამოიყოს. „1993 წლის შემდეგ აფხაზეთში დაიბადა მთელი თაობა, რომელთა ცნობიერებაშიც საქართველო მტრულად განწყობილი მეზობელი ქვეყანაა. … Read more

დე ფაქტო მთავრობამ გალელ მოსწავლეებს ჯერ ზეიმი გაუმართა, მერე კი საზღვარი ჩაუკეტა

„ჯერ საგანგებო წვეულება გაუმართეს, პარალელურად კი საზღვარი ჩაუკეტეს“ – ასე აფასებენ გალელები აბიტურიენტებისთვის ენგურის ჩაკეტვას. როგორც ისინი DFWatch-თან საუბრისას ყვებიან, 28 ივნისს, ენგურის ხიდის ჩაკეტვის პარალელურად, დე ფაქტო განათლების სამინისტრო გალში 2019 წლის კურსდამთავრებულებს მასპინძლობდა. „კურსდამთავრებულთათვის გალში საზეიმო ცერემონია უკვე მეორე წელია იმართება. შარშან პირველად ჩატარდა და წელს მეორე იყო. აწ უკვე ყოფილი მოსწავლეები, მეწყვილეებთან … Read more