ტერორიზმის ბრალდებით 2015 წლის ნოემბერში დააკავებული პანკისელი დავით ბორჩაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ სამშაბათს დამნაშავედ ცნო სს კოდექსის 327-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
DFWatch staff
მარგველაშვილი ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნაზე უარს აცხადებს
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქორწინების განსაზღვრების კონსტიტუციაში შეტანის საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. ამაზე განცხადება 9 აგვისტოს, ღამის 20 საათზე გიორგი მარგველაშვილმა თავის რეზიდენციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა და მიზეზებიც ახსნა.
გენშტაბის უფროსი : სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, მინისტრი გაწვევის გაუქმების სისწორეში დაარწმუნოს
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, სამხედრო ხელმძღვანელობა ეცდება, თავდაცვის ახალი მინისტრი თავდაცვის სამინისტროს მიერ, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების სისწორეში დაარწმუნოს.
ხიდაშელი : იმედი მაქვს, სავალდებულო სამსახური ყველა უწყებაში გაუქმდება

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ მის მიერ სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
თავდაცვის სამინისტრო გაწვევის გაუქმებაზე ხიდაშელის გადაწყვეტილებას სწავლობს
თავდაცვის ახლადდანიშნული მინისტრი ლევან იზორია არ აკონკრეტებს, დარჩება თუ არა ძალაში მისი წინამორბედის მიერ სამხედრო სავალდებულო გაწვევის გაუქმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება.
ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე კონფერენცია გაიმართა

ენერგეტიკულ სექტორში არსებულ ვითარება განიხილეს პარასკევს, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გამართულ კონფერენციაზე „საქართველოს ენერგეტიკული სექტორი- მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელსაც სამინისტროების, საელჩოების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს რიოში 8-9 მედლის იმედი აქვს

პარასკევს რიო-დე-ჟანეიროში ზაფხულის 31-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გამართება. ამავე დროს, რიოს ოლიმპიურ სოფელში საქართველოს სახელმწიფო დროშა სამშაბათს, 2 აგვისტოს უკვე აღიმართა. რაც შეეხება გახსნის ცერემონიალს, ქართული დელეგაციის მედროშე ძიუდოისტი, 81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ-ერთი ფავორიტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.
თელავში პრორუსული მოძრაობის ყრილობა ჩაიშალა

„სახალხო მოძრაობა სოციალისტური საქართველოს“ თელავის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა, რომელიც ხუთშაბათს, 4 აგვისტოს (გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღეს) უნდა გამართულიყო, ჩაიშალა. მოძრაობის ერთი წარმომადგენელი კი რომელმაც მოქალაქეს სილა გაარტყა, პოლიციამ დააკავა.
ფატალური დაპირისპირება წალკელი პოლიტიკოსების ოჯახებს შორის – მოკლულია ერთი ადამიანი
წალკაში ორ ოჯახს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა, 54 წლის კაცი კი დაიჭრა. შეტაკებაში მონაწილე ორი პირი – ანდრიკ თამარიანი და ჰაიკ მელტონიანი – უკვე დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაპირისპირება პირადი კონფლიქტის, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოიშვა.
სუს-ი საბჭოთა სიმბოლიკის გამოყენების აღკვეთას მოითხოვს

მოძრაობა „სოციალისტური საქართველოს“ მიერ ხუთშაბათს თელავში დაგეგმილ ყრილობასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) შს სამინისტროს ოთხშაბათს, 3 აგვისტოს, სპეციალური განცხადებით მიმართა, რომ არ დაეშვა ორგანიზაციის მხრიდან კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება, რაც საქართველოს კანონმდებლობით („თავისუფალი ქარტია“ ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება.