შაბათი, დეკემბერი 6, 2025

ბურჯანაძე „უბლოკო სტატუსის“ განსახილველად რუსეთის დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

burjanadze-nino_croppedნინო ბურჯანაძე 18 აგვისტოს მოსკოვიდან დაბრუნდა და როგორც თავად განაცხადა, რუსეთის დედაქალაქში სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს და გადაწყვეტილების ერთერთ მიმღებ პირს, სერგეი ნარიკინს შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხი კი მის ინიციატივასუბლოკო სტატუსს ეხებოდა.

Read more

პროკურატურა აცხადებს, რომ პატიმრების წამებაზე 60 კაცია გასამართლებული, 16-ს პატიმრობა მიესაჯა

prosecutors_office_Cropპროკურატურა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პატიმართა წამების ამსახველი კადრების გავრცელებასთან და ასევე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ციხეებში პატიმრების ცემაწამებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

Read more

სამტრედიის პროკურატურაში დემურ სტურუას ოჯახის წევრები დაკითხეს

sturuaსოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის დემურ სტურუას მშობლები ორშაბათს, ახალგაზრდას თვითმკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ, სამტრედიის რაიონულ პროკურატურაში დაკითხეს. გამოძიება გარდაცვლილის მიერ დატოვებული წერილით დაინტერესდა, რომელშიც წერია, რომ თვითმკვლელობა გაუსაძლისმა შანტაჟმა აიძულა.

Read more

რა ეტაპზეა და როდისთვის დასრულდება თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა

14037568_10207494504784386_1006044874_o
ახალი ტერმინალის მაკეტი (TAV Georgia)

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომლის დასრულების შემდეგაც ის წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება,  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, უთხრეს DFWatch-ს  აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე საძირკვლის ჩაყრის სამუშაო მიდის.

Read more

სინოპტიკოსები ბათუმში შტორმის განმეორებას არ ელოდებიან

batumiბათუმში წვიმამ გადაიღო და შტორმის დონემ საგრძნობლად დაიკლო, თუმცა სანაპიროებზე წითელი ალმები შენარჩუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კვირის 4ბალიანი შტორმის შემდეგ ზღვაზე ბანაობა ორშაბათსაც აკრძალულია.

Read more

მკვლელობა საკუთარ კაბინეტში, ხიდების აფეთქება, სანაპიროს დანაღმვა – რა დანაშაულისთვის მისცეს აბაშიძეს 15 წელი

aslanaაჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს (1991-2004 წლებში) ასლან აბაშიძეს, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის 6 მაისს  საპროტესტო გამოსვლების შედეგად რუსეთში გაიქცა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა 25 წლის წინანდელი გახმაურებული მკვლელობისა და სხვა დანაშაულისთვის.

Read more

ელექტრონულ რეცეპტებს რაიონებში დიდი ენთუზიაზმით არ ხვდებიან

recepti11 აგვისტოდან ელექტრონული რეცეპტების პროგრამა ამოქმედდა, რაც იმას ნიშნავს, რომ  ექიმი პაციენტს დანიშნულების მიცემისას სარეცეპტო მედიკამენტებს ელექტრონულად გამოწერს, რაზეც წვდომა ქსელში ჩართულ ყველა აფთიაქს ექნება, პაციენტებს კი ფურცლების ტარება არ დასჭირდებათ.

Read more

ბათუმის სტრიპტიზ-კლუბის კონფლიქტით არც შსს ინტერესდება და არც ტურიზმის დეპარტამენტი

13912849_10207144008020549_1288289594607043749_nერთ ფინჯან ჩაიში გადახდილი 500 ლარიანი ჩეკის ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში მოქალაქე ნათია ჯანჯღავამ გაავრცელა, კვლავ განხილვის თემაა. საუბარია ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე დისკო კლუბზე „დუბაი“, სადაც საქართველოში დასასვენებლად მყოფ არაბ ბიზნესმენს, როგორც თავად ამბობს, ფინჯან ჩაიში 500 ლარი იძულებით, მუქარით გადაახდევინეს.

Read more

კონსერვატიული ჯგუფები პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ერთიანდებიან

giorgi_margvelashviliქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების საინიციატივო ჯგუფი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებასა და დიდ საპროტესტო აქციებს გეგმავს. პლუს, სასამართლოშიც აპირებენ სარჩელის შეტანას გიორგი მარგველაშვილის მიერ რეფერენდუმის არდანიშვნის უკანონობის დასამტკიცებლად.

Read more

კუს ტბის საბაგირო სექტემბერში ამოქმედდება

Sabagiroკუს ტბის საბაგირო გზა, რომელიც მას ვაკის პარკთან აკავშირებს და 7 წლის მანძილზე გაჩერებული იყო, სექტემბრიდან ხელახლა ამოქმედდება. ამის შესახებ DFWatch-თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, გვანცა ფოცხვერიამ უთხრა და აღნიშნა, რომ საბაგირო თავიდან სატესტო რეჟიმში იმუშავებს, რაც დაახლოებით ერთი კვირა გაგრძელდება.

Read more