კვირა, დეკემბერი 7, 2025

ISFED: 2012 წელთან შედარებით შემცირებულია შანტაჟი და ცემა, გახშირდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები

2012 წლის საარჩევნო პერიოდთან შედარებით დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ცემისა და მუქარის ფაქტები შემცირებულია, თუმცა წელს აქტუალური გამოწვევა გახდა ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობები, –  DFWatch-თან საუბრისას  წინასაარჩევნო გარემოზე და დარღვევებზე საუბრობს  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე. ორგანიზაცია სამშაბათს წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე, 30-გვერდიან შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც 40-მდე … Read more

ბურჭულაძის პარტია ჟურნალისტმა მერაბ მტრეველმა დატოვა

merab metreveli
მერაბ მეტრეველმა ბურჭულაძის პარტია ყოფილი “ნაციონალების” გამო დატოვა (ipn)

ამის შესახებ,  მეტრეველმა ორშაბათს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  წასვლის მიზეზად კი პარტიასთან ყოფილი „ნაციონალების“ გაერთიანება დაასახელა.

Read more

„ზომიერად“ წარმატებული ოლიმპიადა

geno_petriashvili
გენო პეტრიაშვილი

31-ე ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში  კვირას, 21 აგვისტოს დასრულდა. 7 მედალი – აქედან 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო – ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს ნაკრებმა წლევანდელი ოლიმპიადა და მედლების რაოდენობის მიხედვით, რეკორდული მაჩვენებელი, კერძოდ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის შედეგი, გაიმეორა. თუმცა იმ განსხვავებით, რომ ქართველმა სპორსტმენებმა რიოში ორი ოქროს მოპოვება შეძლეს, ლონდონში კი მხოლოდ ერთს დასჯერდნენ. საერთოდ, ოქროს მედლებით ყველაზე ნაყოფიერი პეკინის 2008 წლის ოლიმპიადა იყოს, საიდანაც ქართველებმა სამი ოქრო ჩამოიტანეს.

Read more

სუს-ი აცხადებს, რომ რუსეთ-სომხეთის გაზსადენის აფეთქება აღკვეთა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს-ი) აცხადებს, რომ რამდენიმე პირი სოფელ საგურამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე არაგვზე გამავალი რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენი მილის ღია მონაკვეთის აფეთქებას გეგმავდა. დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 5 ტერაქტს გეგმავდა, ორი – კი ამ ფაქტს მალავდა. დაკავებულებიდან ერთ-ერთი  ფოთის საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია. ნფორმაცია ორშაბათს დილით სუს-ში გამართული სპეციალური ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. „სუს-ის კონტრდაზვერვის … Read more

ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს მე-4 დღეა, ვერ პოულობენ

gonioშავი ზღვაში დაკარგულ ორ ჯარისკაცს უკვე მე-4 დღეა უშედეგოდ ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში  შაბათიდან შესაბამისი პერსონალითა და აპარატურით აღჭურვილი თურქეთის საზღვაო ძალების ერთი ხომალდიც ჩაერთვება.

Read more

კობა თურმანიძე: ბურჭულაძის გამოჩენამ დიდწილად „თავისუფალი დემოკრატები“ დააზარალა

13724917_10153611982611044_1280260834217564961_o
„რაც შეეხება დასავლურ ორიენტაციას… საქართველოში ამგვარი პარტია კონა 10 შაურადაა და, ერთი-ორი პარტიის გარდა, ლაპარაკით ყველა პროდასავლურია. დღეს ამომრჩეველი ეკონომიკური პროგრამით უნდა მოხიბლო“ – ამბობს კობა თურმანიძე.

4-პარტიული ახალ გაერთიანებასპაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის, ბევრი სხვა ექსპერტის მსგავსად, მექანიკურ გაერთიანებად აფასებს კავკასიის კვლევითი რესურსების (CRRC) ცენტრის დირექტორი კობა თურმანიძე, რომლის თქმით, მკვლევარისთვისაც რთულია გაარკვიოს, რა საერთოა ამ ახალ ბლოკში შემავალ პარტიებს შორის, როგორ მონახავენ ისინი საერთო ენას და საერთო პროგრამით როგორ გამოვლენ.

Read more

„ნაცმოძრაობამ“ ზუგდიდს მაჟორიტარ კანდიდატად სანდრა რულოვსი წარადგინა

sandraსაქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრის კენჭს. ამის შესახებ, თავად რულოვსმა, პარასკევს, ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში  ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

Read more

ბურჭულაძეს ვაშაძე-ჯაფარიძე-„ახლები“ შეუერთდნენ

Paata Burchuladze during Independence Day celebrations, May 26. (Facebook.)
„ისინი შემოგვიერთდნენ ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენზე იყო ძალიან დიდი ზეწოლა და პოლიტიკური წნეხი. დღეიდან ეს ბატონიშვილები ჩვენთან ერთად გაინაწილებენ ამ წნეხს,“ – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს გუშინ ვაშაძეჯაფარიძეახალი არჩევანიშეუერთდა და შეიქმნა ახალი პლატფორმა სახელწოდებით –  პაატა ბურჭულაძემოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის”, რომლის ლიდერი და პირველი ნომერი მსოფლიო ბანი იქნება. ამავე დროს, საარჩევნო სიის დიდი ნაწილი სწორედ ბურჭულაძის პარტიის წევრებით დაკომპლექტდება.

Read more

საქართველოში ყველას შეეძლება 50 ლარად მანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება

dabindzureba
გარემოს დაცვის სამინისტრო

მძღოლებს,  სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ავტომანქანის რადიაციულ დაბინძურებაზე შემოწმება შეუძლიათ. ეს მომსახურება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში ოთხშაბათიდან, 17 აგვისტოდან დაინერგა და, ძირითადად, იაპონიიდან შემოყვანილ ავტომანქანებს ეხება.

Read more