
„ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმისგან განსხვავებული, რაც 2011-2012 წლებში ჰქონდა და ამ პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო „პატრიოტთა ალიანსია“, ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან „თავისუფალი დემოკრატები,“ – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამშაბათს ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მისი და მისი პარტიის მიმართ გურიაში წინა დღით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.








