პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

აფხაზეთიდან გადმოსვლაზე შეზღუდვა ისევ მოქმედებს, თუმცა ქრთამი ოკუპირებულ ტერიტორიასაც ანათებს

გალის დე ფაქტო საზღვარზე მიმოსვლა ოფიციალურად ჯერ კიდევ არ აღდგენილა, თუმცა ქრთამით მანც შესაძლებელია. როგორც DFWatch-ს გალის რაიონის მკვიდრებმა განუცხადეს, ქრთამის ოდენობა 1 000 რუსული რუბლიდან (45 ლარი) იწყება. „18-დან 60 წლამდე კაცებს გადასვლა ეკრძალებათ, შემოსვლა არა. თუმცა ვისაც გადასვლა უნდა, იხდის ფულს და ჩვეულებრივად გადადის. დღემდე გაუგებარია რატომ დარჩა მსგავსი შეზღუდვა, მაგრამ ფაქტია რომ … Read more

მოსამზადებელი პროგრამით სტუდენტი გახდა 137 აბიტურიენტი გალიდან და 2 ცხინვალის რეგიონიდან

სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში, 142 აბიტურიენტიდან, სტუდენტი 139 გახდა. როგორც DFWatch-ს გალის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნონა შონიამ გაუცხადა, ჩარიცხულთაგან 137 გალელია, ცხინვალის რეგიონიდან კი მხოლოდ ორი. „დარეგისტრირებულებიდან ერთმა ეროვნულების ჩაბარება არჩია, ორმა პირადი გადაწყვეტილებით უარი თქვა და არ იარა მოსამზადებელში, შესაბამისად, გალიდან შიდა გამოცდებზე 137 ბავშვი გავიდა და დადებითი შეფასება მიიღო. დაემატა ორი ცხინვალელი … Read more

სოხუმის რეჟიმის „რბილი ძალის“ მცდელობები – 5 წლის შემდეგ „მოქალაქეობის“ პერსპექტივა და ავტობუსი კვირაში ორჯერ

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია სოხუმის უნივერსიტეტში ჩარიცხულ გალელ სტუდენტებს შეხვდა. დაინტერესდა თუ როგორ გაიარეს მისაღები გამოცდები, შემდგომ კი ურჩია, რომ არ დაკმაყოფილდნენ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნით და მეტი იმუშაონ საკუთარ თავთან. „ჩვენ დროს ინტერნეტი არ იყო და ამ ფორმით ინფორმაციის მოპოვება არ იყო შესაძლებელი. დავდიოდით ბიბლიოთეკებში და ვკითხულობდით მრავალტომიან წიგნებს. რა თქმა უნდა … Read more

ცხინვალი აგვისტოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით "საზღვარს" კეტავს

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის რეჟიმი დე ფაქტო საზღვარს დროებით კეტავს. გამშვები პუნქტი, რომელიც სოფელ მოსაბრუნთან მდებარეობს (ე.წ. “რაზდახანის” საბაჟო-გამშვები პუნქტი), დღეს საღამოს 8 საათზე ჩაიკეტება და 9 აგვისტოს ადრიან დილით, დაახლოებით 6 საათისთვის  გაიხსნება. “რესპუბლიკის საზღვრებს” ცხინვალის უშიშროების კომიტეტი აკონტროლებს. როგორც ამ უწყებაში აცხადებენ, “საზღვრის” ჩაკეტვა ომის მე-11 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონოსძიებებს უკავშირდება.

ცხინვალში იმედი აქვთ, რომ იტალიის ამჟამინდელი მთავრობა მათ დამოუკიდებლობას აღიარებს

მოვიდა ის მომენტი, როცა იტალიამ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს, მიიჩნევს მაურო მურჯია, რომელიც საკუთარ თავს იტალიაში ცხინვალის მთავრობის “ელჩად” მოიხსენიებს. “ჩვენ გვწამს, რომ დადგა მომენტი, როცა იტალიის ამჟამინდელმა მთავრობამ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთი ისეთივე სტატუსით, როგორიც გააჩნიათ გაეროს წევრ სხვა ქვეყნებს,” – წერს მაურო მურჯია ფეისბუქზე. იქვე მურჯია მიუთითებს, რომ მისი მიმართვა ევროპის სხვა … Read more

აფხაზეთიდან აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში უგამოცდოდ ჩარიცხვას დაპირდნენ

აბიტურიენტები, რომლებმაც ენგურის ხიდის ჩაკეტვის გამო ვერ შეძლეს 2019 წლის ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღება, მათთვის სასურველ სახელმწიფო უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებების საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან – ამის შესახებ გადაწყვეტილება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მიიღო, წერია სამინისტროს მიერ ოთხშაბათს გავრცელებულ რელიზში. გარდა ამისა, სახელმწიფო  სტუდენტის სწავლის დაფინანსებას  სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო … Read more

რეჟიმი აცხადებს, რომ ქართულ უნივერსიტეტებში აფხაზეთიდან წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ

სოხუმის რეჟიმი მიიჩნევს, რომ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზეთიდან, ძირითადად – გალიდან, წასულ სტუდენტებს რევანშისტებად ამზადებენ, ამიტომ საჭიროა მათი რიცხვის შემცირება. ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ ადგილობრივ მედიას განუცხადა. „სამწუხაროდ, გალის სკოლების კურსდამთავრებულები სასწავლებლად საქართველოს უნივერსიტეტებში მიდიან, სადაც მათ მომავალ რევანშისტებად ამზადებენ. ეს საკითხი დღეს ჩვენთან საკმაოდ მწვავედ დგას. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს … Read more

სოხუმის რეჟიმს ნატოს ხელმძღვანელობა თხოვდა, არ დაეხურა ნაბაკევის გამშვები პუნქტი: ნადარაია

გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, თემურ ნადარაიას განცხადებით, მაშინ როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი ჩაიკეტა, აფხაზეთის ხელისუფლებას, მისი გახსნის თხოვნით, თავად ნატო-ს ხელმძღვანელობამ მიმართა. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა – თაგილონში, ნაბაკევსა და ოტობაიაში. სამივე დაიკეტა, ამჟამად კი მხოლოდ ენგურის ცენტრალური ხიდის გამშვები პუნქტი მუშაობს. როცა ნაბაკევის გამშვები პუნქტი … Read more

ფაროსანამ აფხაზეთში საგრძნობლად იკლო

აფხაზეთში, მათ შორის გალის ტერიტორიაზე, ფაროსანასთან ბრძოლა რუსული ვერტმფრენებით გრძელდება. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, რამდენიმე დღის წინ გალის ტერიტორია ვერტმფრენებით შეიწამლა. „ფაროსანას რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. წელს უკვე იმედი გაჩნდა, რომ თხილის მინიმალურ მოსავალს მაინც ავიღებთ. ვებრძვით საკუთარი ძალებით, ასევე იწამლება ვერტმფრენებით“, – აცხადებენ ადგილობრივები. აღსანიშნავია, რომ რუსეთმა ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, თავის დროზე დაჭერილი მავნებლების შესყიდვა … Read more

გალის დე ფაქტო მმართველი ენგურზე პროდუქტის გადატანის კიდევ უფრო შეზღუდვას ითხოვს

დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ ე.წ. საზღვარზე გადმოსატანის პროდუქტების რაოდენობა, კონკრეტულად უნდა განისაზღვროს, რაღაც აფხაზეთში “კონტრაბანდის” შემოტანა საბოლოოდ აღმოიფხვრას. ამის შესახებ ის აფხაზური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. „აფხაზური კანონის თანახმად, საზღვარზე თითო ადამიანისთვის 50 კგ ტვირთის გადმოტანაა დაშვებული. მე მესმის, რომ 50 კგ კარტოფილი შეიძლება ადამიანმა პირადი მოხმარებისთვის გადმოიტანოს, თუმცა როცა ადამიანს … Read more