„ქართული ოცნება“ მომავალი წლიდან კონსტიტუციის მთლიანად შეცვლას აპირებს. სამი ცვლილება უკვე დაანონსეს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო რესპუბლიკად უნდა გადაკეთდეს და შედეგად არა მარტო პრეზიდენტის არჩევის წესი შეიცვლება, არამედ ქვეყნის პირველ პირი პრეზიდენტი აღარ იქნება, მას უფლებები კიდევ უფრო შეეზღუდება და მთელი ძალაუფლება გადავა პრემიერზე.
DFWatch staff
„ნაციონალები“ ბოიკოტის გამოცხადებაზე ბჭობენ
„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი მსჯელობაა იმაზე, შევიდნენ თუ არა პარლამენტში. აზრი ორადაა გაყოფილი. ნაწილი ბოიკოტის მომხრეა, ნაწილი კი საკანონმდებლო საქმიანობის გაგრძელებისა. კონკრეტულად ამ ეტაპზე ის განხილვაა, მაჟორიტარების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ თუ არა.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში „ოცნება“ პირველ რიგში რას შეცვლის

არჩევნებში პირველი ტურიდან მიღებული 67 მანდატის შემდეგ „ქართული ოცნების“ ლიდერები უკვე დამეჯითებით აცხადებენ, რომ ისინი პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით, 113 დეპუტატით შევლენ და ამის რეალური შანსი პირველმა ტურმა უკვე აჩვენა.
თარგამაძე მკვლელობის მცდელობის მუხლის შეცვლას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი გივი თარგამაძე გამოძიებისგან მისი მანქანის აფეთქებაზე „დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის“ მუხლის გადაკვალიფიცირებას და საქმის ტერორიზმის, სს კოდექსის 323-ე მუხლით გაგრძელებას ითხოვს.
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას „ოცნების“ გარდა ყველა პარტია აპირებს
ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას საარჩევნო პროგრამებში თითქმის ყველა პარტია დებს და მეტ-ნაკლებადაც მიმოიხილავს კიდეც – სახელისუფლებო პარტიის გარდა. მათ პროგრამაში ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირება ლოზუნგის დონეზე კი ჟღერს, მაგრამ არ არის მოყვანილი კონკრეტული ფაქტები, რითიც ამას აპირებენ. თუმცა, კონკრეტულ, ამომწურავ ფაქტებს, სამწუხაროდ, კიდევ ბევრი პარტია არ გვთავაზობს.
არღვევს თუ არა კანონს საარჩევნოდ გააქტიურებული მთავრობა?

წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობისათვის ახალი პროექტებისა თუ ახალი „სიკეთეების“ შეთავაზება ტრადიცია იყო ყველა წინა ხელისუფლებების დროს და ის წარმატებით გრძელდება დღესაც.
დასაქმება პარტიების საარჩევნო პროგრამებში
5 ათასიდან დაწყებული 200 ათასით დამთავრებული – საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების გეგმები ახალი სამუშაო ადგილების შექმნის რაოდენობასთან დაკავშირებით საკმაოდ მრავალფეროვანი, თამამი და, ერთი შეხედვით, მიმზიდველია.
მეტი ლოზუნგი და ნაკლები კონკრეტიკა – პარტიების სოცუალური პროგრამების მთავარი „სენი“

„ძალიან ცოტაა კონკრეტული დათვლა, თუ საიდან აპირებენ პარტიები ამა თუ იმ მიმართულების დაფინანსებას,“ – ამგვარი შეფასება მისცა DFWatch-ის რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა პარტიების წინასაარაჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს კვლევის პრეზენტაციაზე, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართა.
ჯანდაცვა პარტიების პროგრამებში
ჯანდაცვა, ესაა თემა, რომელსაც პოლიტიკური პარტიები საკუთარ პროგრამებში ყოველთვის სოლიდურ ადგილს უთმობენ, რადგან იგი განსაკუთრებით საინტერსოა პენსიონერებისათვის, სოციალურად შეჭირვებულებისთვის და სხვა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, რომლებიც ამომრჩეველთა დიდ ნაწილს წარმოადგენენ. შესაბამისად, ამ მიმართულებით პარტიები მსუყე დაპირებებსაც არ იშურებენ.
რუსთავი 2-ს კვლევის შედეგის გაყალბებაში ადანაშაულებენ
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი „რუსთავი 2”-ს 1-ელ ოქტომბერს გამოქვეყნებული საზოგადოებრივი კვლევის ცენტრ GFK-ის კვლევის შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებს.
რამიშვილმა და „ნაციონალური მოძრაობასთან“