2016 წლის 10 თვის მონაცემებით, 13 ქალია მოკლული ოჯახში ძალადობის პირობებში. კვლავ მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა სასტიკი ფორმებით ჩადენილი ძალადობის რიცხვი, პოლიციამ 2 000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა დაცვის ღონისძიება. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახში შესაძლო ძალადობის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ადრე შევიდა, თუმცა დანაშაულის პრევენცია ვერ მოხერხდა.
DFWatch staff
პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონს არბილებს
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლის გამო სასჯელი შემსუბუქდება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ახალ პარლამეტში საკუთარი საქმიანობა სწორედ ამ კანონის გამარტივებით დაიწყო, რამაც ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია.
გვარამია ასაჯაროებს ადამიანებს, რომლებსაც მოსამართლეების შანტაჟში ადანაშაულებს
30 ნოემბერს „რუსთავი 2“-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა გამოცხადდეს, მანამდე, ორი დღი ადრე კი, ტელეკომპანიის გენდირექტორი ნიკა გვარამია სპეციალურ ბრიფინგზე ხუთ ადამიანს ასახელებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, ამ დღეებში საქმის განმხილველ მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებენ, რომ ხელისუფლების და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ და „რუსთავი 2“ ამჟამინდელ მფლობელს წაართვან.
დღეს თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზა გადაიკეტება
თბილისის შემოსასვლელთან ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, ხუთშაბათს, 24 ნოემბერს, თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, საავტომობილი გზა რამდენიმე საათით გადაიკეტება და ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებენ.
„ოცნება“-„ნაციონალების“ პირველი დაპირისპირება პარლამენტში
„ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ახალ პარლამენტში პირველი დაპირისპირება უკვე შედგა. კონკრეტულად კი „ნაციონალების“ უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილებისას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ოპოზიციურ კვოტაზე „ოცნებამ“ „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი შეარჩია.
იანვარში საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი გენდირექტორი ეყოლება
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა. გიორგი ბარათაშვილმა ოფიციალური განცხადება სამეურვეო საბჭოს სახელით კანცელარიაში უკვე შეიტანა, თუმცა წასვლის რეალური მიზეზი საჯაროდ არ განუმარტავს.
პროკურატურამ სამ გახმაურებულ საქმეზე განაჩენი გადასინჯა
პროკურატურამ სამ გახმაურებულ სს საქმეზე, მათ შორის მკვლელობზე, განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, ეს ეხება: სს AES-თელასის ფინანსური დირექტორის ნიკოლოზ ლომინაძისა და გენერალ თამაზ ნინუასა და მისი მეუღლის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს და კოდორში განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულ ნორა არღვლიანს.
რატომ ძლიერდება რუსეთი აღმოსავლეთ ევროპაში? – ინტერვიუ კორნელი კაკაჩიასთან

მოლდოვასა და ბულგარეთში პრორუსი პრეზიდენტების არჩევა ტრაგიკულია, რადგან ეს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული ინტერესების გაძლიერებას მოასწავებს, – ამის შესახებ საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის თანადამფუძნებელი კორნელი კაკაჩია საუბრობს.
სააკაშვილი: ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები და დედის რძესავით შევირგეთ ეს გაყალბება
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს, რომ მას არ სულს რაიმე საერთო ჰქონდეს პარტიის ხელმძღვანელობაში მყოფ იმ „ახირებულ ერთ-ორ პერსონაჟთან“, ვინც არ უსმენს აქტივისტებს, ვინც დაუშვა ამდენი შეცდომა და შეეგუა არა მარტო წაგებულ არჩევნებს, არამედ ასევე შეგუებულია მომავალ დამარცხებასაც.
