„ქვეყნის ეკონომიკა არის აბსოლუტურად ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა და პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
DFWatch staff
დაპირისპირება პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და „ოცნებას“ შორის საკონსტიტუციო კომისიის გამო
კონსტიტუციის გადასინჯვისთვის კომისია მომავალ კვირას დაკომპლექტდება. ის 30 აპრილამდე იმუშავებს და მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
ვიზალიბერალიზაციის მინიჭების ეპოპეა დასასრულს უახლოვდება
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს მხარი დაუჭირა. რაც უკვე იმას ნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედება ფინალში გავიდა და თბილისში ევროპაში კარის გახსნას ერთმანეთს ულოცავნ კიდეც.
„ნაცმოძრაობა“ მერიას ორთაჭალაში 2 ჰა სკვერის გასხვისებაში სდებს ბრალს, „ოცნებაში“ ამ ფაქტს უარყოფენ
თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ძველ თბილისში, 300 არაგველის მონუმენტისა და პეტრე ბაგრატიონის ძეგლის მიმდებარე 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის კერძო კომპანიაზე გასხვისება იგეგმება, სადაც შეიძლება კაფეები და ბარები აშენდეს და ისინი ამ ფაქტს აპროტესტებენ. „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ურჩევს ხელშეკრულება უკეთ წაიკითხოს, რადგან საუბარია დაკიდებული ბაღების მოწყობასა და გამწვანებაზე, ხოლო 2 ჰექტარის გადაცემაზე ხელშეკრულებაში არსად არაფერი წერია.
რა საახალწლო ღონისძიებებს გეგმავს თბილისის მერია
ძირითადი საახალწლო ღონისძიებები 25 დეკემბრიდან დედაენის ბაღში და განახლებული აღმაშენებლის საფეხმავლო ქუჩაზე დაიწყება. 31 დეკემბრის გალა კონცერტი ჩატარდება ვარდების მოედანზე და ქუჩები არ გადაიკეტება.
„ფოტოგრაფების საქმეზე“ ერთი დააკავეს, მეორეზე ძებნაა გამოცხადებული
მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა და ორი ადამიანის მიმართ სს დევნა დაიწყო. მათგან ერთი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დევნოზაშვილი დაკავებულია, ხოლო გლდანის N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის (მეტსახელად „ქილერა“) მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. მუხაძეს 9-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად უკვე მისჯილი აქვს და ინტერპოლით იძებნება. ამავდროულად, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება ჯაშუშობის ბრალდებული … Read more
სასამართლომ დაადგინა, რომ ექსპრემიერის გაზით გაგუდვაზე დასკვნა გაყალბებული არ იყო
სამივე ინსტანციის სასამართლომ გაამართლა დასკვნის ავტორი, რომლის თანახმადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია გაზით დაიღუპა. საუბარია ექსპერტ ლევან ჩაჩუაზე, რომელიც ორი წლის წინ ექსპერტიზის გაყალბების ბრალდებით დაკავებული იყო და 8 თვის შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.
„ვაჰ, რა შემოტევაა. ზოგმა – მოღალატეო, ზოგმა – სიტყვის გამტეხიო“ – დარჩიაშვილმა შეიძლება, „ნაცმოძრაობა“ დატოვოს
„მოხდება ენმ-ში შიდაპარტიული რევოლუცია? მე, ალბათ, გავალ პარტიიდანაც“, – დეპუტატი დავით დარჩიაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას აანონსებს იმ შემთხვევაში, თუ 20 იანვარს დაგეგმილ პარტიის ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევენ და ლიდერად ისევ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დარჩება. ის თანამოაზრეებსაც იგივეს ურჩევს.
მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს მხოლოდ მცირედით ამცირებს
ბოლო დღეების განმავლობაში ლარის კურსის სისტემატიურად გაუფასურების მიუხედავად, მთავრობა ამ ხარჯების მხოლოდ 10%-იან შემცირების პირობას დებს, რასაც ოპოზიციის დიდი აღშფოთება მოჰყვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ვერა და ვერ ელევა პრემიებს, დანამატებს, მივლინებებს, ჯიპებისთვის გადაჭარბებულ ბენზინის ხარჯებს და საკუთარი აქტივისტების დასაქმებისთვის შექმნილ არაფრის მაქნის სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს. ორშაბათს, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიუჯეტის პროექტი წარადგინა და თქვა, … Read more
„ნაცმოძრაობაში“ პოლიტსაბჭოს სხდომა იგეგმება, სადაც შეიძლება პარტიის ბედი გადაწყდეს
„ნაციონალური მოძრაობა“ დეკემბერში (ან იანვარში) ყრილობის ჩასატარებლად ემზადება. თუმცა პოლიტსაბჭოს წევრებში დაპირისპირებაა იმაზე, რამდენი უნდა იყოს დელეგატთა რაოდენობა და დღის წესრიგში უნდა შევიდეს თუ არა პარტიის ახალი თავმჯდომარის არჩევა.
