ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული კუდ-ის სამი ყოფილი მაღალჩინოსანი 7 იანვარს საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.
DFWatch staff
ასოცირების შეთანხმებით საქართველომ 2017-20 წლებში ჰაერის დაბინძურების საწინააღმდეგო ზომები უნდა გაატაროს
ატმოსფერული ჰაერის სისუფთავეზე ზრუნვა ერთ-ერთია იმ მრავალ ვალდებულებათაგან, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აიღო. ეს 2020 წლამდე ისეთი ღონისძიებების გატარებას გულისხმობს, რომელთა საშუალებითაც საქართველოს მოსახლეობას (განსაკუთრებით დიდ ქალაქებში) ბევრად სუფთა ჰაერის სუნთქვა შეეძლება. სპეციალისტები კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურება ბევრი ფაქტორითაა განპირობებული. შესაბამისად, თუკი გვინდა, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, თითოეული მათგანის გადაჭრაზე … Read more
ნიკა გვარამია „რუსთავი 2“-ის ქონებაზე ყადაღის მოხსნას ითხოვს
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” გენდირექტორი ნიკა გვარამია ხელისუფლებას და სასამართლოს მიმართავს, დაანებონ ტელეკომპანიას თავი და არხის ქონებას მოეხსნას ყადაღა, რათა ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება შეძლონ.
ევროკავშირის წევრობა ასოცირების წილ – პარლამენტის ახალი რეზოლუცია
პარლამენტი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ ახალი რეზოლუციის მიღებას გეგმავს, რომელიც წინა, 2013 წელს მიღებული დოკუმენტისგან არსებითად იმით განსხვავდება, რომ პრიორიტეტად ევროკავშირის წევრობას სახავს და არა ასოცირებას. თუმცა ოფიციალური თბილისი იმასაც აღიარებს, რომ მომავალ წელს “წევრობის დაგეგმვა” არარეალური იქნება.
წმინდა სინოდის კრებამ შიდა დაპირისპირების განხილვა არ ისურვა
22 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ეკლესიაში არსებული შიდა დაპირისპირებაც უნდა განხილულიყო. ამაზე წინასწარ საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა გააკეთეს, თუმცა შეკრებიდან გამოსული მღვდელმთავრების თქმით, სადავო საკითხებზე მსჯელობა არ შემდგარა და განიხილეს პატრიარქის აღსაყდრების 40 წლის ღონისძიების მზადება, ასევე კრეტაზე ზაფხულში ჩატარებული დიდი კრების დადგენილება და პლუს, ბაგრატ III და რამდენიმე სასულიერო პირი წმინდანად შეირაცხა.
ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
32 წლის კაცი, რომელმაც თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 29 წლის ყოფილი მეუღლე სანადირო თოფით მოკლა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. მამაკაცმა მეუღლის მოკვლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და სასიკვდილო დაზიანებები მიიყენა, რის გამოც ამ დრომდე თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.
ოპოზიცია კრიზისზე ალაპარაკდა
ლარის ყოველდღიური კატასტროფული გაუფასურების გამო „ნაციონალური მოძრაობა“ ეკონომიკური გუნდის მინისტრებს მომავალ ოთხშაბთს პარლამენტში იბარებს, „პატრიოტთა ალიანსი“ კი აცხადებს, რომ ეკონომიკური გუნდისა და პრემიერის პასუხისმგებლბოს საკითხი უნდა დადგეს.
დენის ტარიფის გაზრდას მარეგულირებელი „რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს”
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელი ირინა მილორავა ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისი თქმით, კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ტარიფებთან დაკავშირებით მომდევნო კვირას იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ მილორავამ პარლამენტში სამშაბათს ისაუბრა.
დავით კიკალიშვილმა „რუსთავი 2“ და საქართველო დატოვა
„რუსთავი 2“–ის გადაცემა PS-ის ავტორმა და წამყვანმა დავით კიკალიშვილმა, რომელიც არხზე 20 წელზე მეტ ხანს მუშაობდა, სამსახური დატოვა და ამის შესახებ 18 დეკემბერს, პირდაპირ ეთერში განაცხადა. როგორც ჟურნალისტმა აღნიშნა, ის საცხოვრებლად უცხოეთში მიემგზავრება. „პირადი ხასიათის მიზეზის გამო მე პოსტსკრიპტუმის ავტორი და წამყვანი აღარ ვიქნები და საქართველოშიც აღარ ვიცხოვრებ. მიჭირს ამ სიტყვების თქმა, რადგანაც 20 წელზე მეტია მე და … Read more
გაზის გაჟონვით დაღუპულთა შემთხვევები
თბილისში, წყნეთის ქუჩაზე გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბებია და შვილიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.

