შაბათი, დეკემბერი 6, 2025

„ნაცმოძრაობა“ გაიყო, სააკაშვილი „ჯართში მოსასროლ მანქანას“ შეადარეს

„ნაციონალური  მოძრაობა“ ოფიციალურად გაიყო – პარტია ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთამ დატოვა. ისინი პოლიტიკურ საქმიანობას პარტია „ევროპულ საქართველოში“ გააგრძელებენ, რომლის სახელწოდების ცვლილებასაც არ გამორიცხავენ. ახალ პარტიაში ელიან ვანო მერაბიშვილსაც, თუმცა ამ უკანასკნელს ოფიციალურად თავის პოზიცია ჯერ არ განუცხადებია. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მათ საკუთარი გადაწყვეტილებების მიზეზებზე საკმაოდ ვრცლად ისაუბრეს და საკმაო დრო დაუთმეს ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკასაც, მიუხედავად უგულავას … Read more

„გირჩის“ ოფისში პოლიციამ მხოლოდ ქოთნები „დააკავა“

„გირჩის“ ოფისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები მარიხუანას 80 ქოთნის დალუქვითა და ექსპერტიზაზე გადატანით დასრულდა. ოფისში პოლიციას არავინ დაუკავებია, რაც, პარტიის წევრთა აზრით, „მორალური დისკომფორტის” შედეგია. „მათ სასამართლოს ნებართვა წარმოადგინეს, რომ ჰქონდათ ჩხრეკის უფლება. გამოძიება 265-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მცირე ოდენობით ნარკოტიკის შემცველი მცენარის კულტივირებას გულისხმობს. არადა მოხდა მეორე და მესამე ნაწილის დარღვევა, რადგან იყო … Read more

„ნაცმოძრაობა“ შეიძლება 12 იანვარს გაიყოს

„ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის სავარაუდო თარიღი უკვე ცნობილია – 12 იანვარს ე.წ. ბოკერია-უგულავას ფრთის წარმომადგენლები პარტიას დატოვებენ. „ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების მოწინააღმდეგეებმა გუშინდელ შეკრებაზე მიიღეს. ამ დროისთვის კი, ახალ ოფისს ეძებენ. ინფორმაციას პარტიის აღნიშნულ ნაწილთან დაპირისპირებული, სააკაშვილის ბანაკში მყოფი ნიკა მელია და ნინო კალანდაძეც ადასტურებენ . მელიას  თქმით,  მათ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება იმ … Read more

მარგველაშვილი აფხაზეთში ეკლესიის ფრაგმენტების განადგურებას ვანდალიზმს უწოდებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აღშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში 19-ე საუკუნის ეკლესიისა და პოლონელთა სასაფლაოს დანგრევის გამო. „ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს,”  – აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში. მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის “ეხო კავკაზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთში, სოფელ წებელდის განაპირას ბულდოზერებით XIX … Read more

„ნაციონალური მოძრაობა“ ორად იხლიჩება

„ნაცმოძრაობამ“ დაშლა დაიწყო.  ნიკა მელია, რომელიც სააკაშვილის ბანაკის აქტიური წევრია, თანამოაზრეებთან ერთად დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. მასში, სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება. ფრაქციას ნიკა მელია უხელმძღვანელებს და მის შემადგენლობაში სავარაუდოდ  შევლენ თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, რამაზ ნიკოლაიშვილი, აზერ სულეიმანოვი, სალომე სამადაშვილი, რომან გიცირიძე და გიორგი ტუღუში. ისინი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ისარგებლებენ, ხოლო საპარლამენტო უმცირესობას ბაქრაძე-ბოკერიას ფრთა … Read more

უგულავა ციხიდან გამოუშვეს

დედაქალაქის  ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ პარასკევს საღამოს საპატიმრო დატოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ მისი ადვოკატების სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა. ამის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა და პატიმრობის ვადად 1 წელი, 3 თვე და 22 დღე განესაზღვრა.  იქიდან გამომდინარე, რომ  პატიმრობის ათვლა 2015 წლის 18 სექტემბრიდან დაიწყო, ვადა 6 იანვარს ამოიწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან უგულავას გამოსვლას … Read more

მელია თანაპარტიელ ოპონენტებს მანდატების დატოვებას ურჩევს

თბილისის მერობის ყოფილი კანდიატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ნიკა მელია მოითხოვს, რომ იმ წევრებმა, რომლებიც პარტიის დატოვებას აპირებენ, საპარლამენტო მანდატებიც დათმონ. განცხადების ადრესატები კი, როგორც ჩანს, ამას არ აპირებენ. ამას წინ უძღოდა რამდენიმეთვიანი დაპირისპირება პარტიაში, რომელმაც 20 იანვარს დაგეგმილ ყრილობაზე შეიძლება პარტია ორად გახლიჩოს. ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას მელიამ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია, „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების ხმებით … Read more

არასამთავრობო ორგანიზაციამ უსაფრთხოების მიზნით შეიძლება პანკისი დატოვოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდმა“ შესაძლოა პანკისში საქმიანობა შეწყვიტოს. მათი ოფისის დაწვის მცდელობის გამო ფონდი არ გამორიცხავს, რომ უსაფრთხოების მიზნით საკუთარ გეგმებზე უარი თქვას. „ძალიან სამწუხარო იქნება, ეს ცენტრი რომ დავხუროთ და გავიდეთ პანკისიდან. ალბათ მოგვიწევს პარტნიორებთან გასაუბრება, როგორ მიმართულებას ავიღებთ და როგორ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას“, – აცხადებს ორგანიზაციის დირექტორი იზა ბექაური პანკისის სათემო რადიოსთან … Read more

„ნაციონალების“ ერთი ნაწილი მეორეს საბოტაჟში ადანაშაულებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების ნაწილი პოლიტსაბჭოს ზოგიერთ წევრს 20 იანვრისთვის დაგეგმილი ყრილობის საბოტაჟში ადანაშაულებს, რომელმაც  ყოფილი მმართველი პარტიის მომავალი სტრატეგია უნდა განსაზღვროს. ამ ბრალდების ადრესატები კი ამტკიცებენ, რომ ლეგიტიმურ ორგანოს, პოლიტსაბჭოს, ფუნქციები ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ ჩამოართვა და მის მიერ არჩეული გზით ლეგიტიმური ყრილობის ჩატარება შეუძლებელია. აღმასრულებელი მდივნის, სერგო რატიანის განცხადებით, დღეს პარტია „თვითგამოცხადებულმა საორგანიზაციო კომიტეტის … Read more

ასოცირების შეთანხმებით საქართველო საწვავის ხარისხის გაუმჯობესებას იწყებს

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი ის არის, რომ საქართველო ბოლოსდაბოლოს საწვავის ხარისხის გაუჯობესებაზე ზრუნვას იწყებს, რაც წინა წლებში საერთოდ არ კონტროლდებოდა. 2017 წელს ქვეყანაში ბენზინის ეროვნული სტანდარტი „ევრო 5“ უნდა გახდეს. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სფეროში ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმა 2022 წლისთვის კი ისეთი საწვავის გამოყენების აკრძალვას ითვალისწინებს, რომელშიც … Read more