შაბათი, დეკემბერი 6, 2025

ბრიტანეთი უკრაინის მხარდასაჭერად შავ ზღვაში უახლეს ნაღმოსანს აგზავნის

პირველად ცივი ომის შემდეგ ბრიტანეთის სამხედრო ფლოტი შავ ზღვაში სამხედრო მისიას ასრულებს. „დეილი მეილის“ ცნობით, ამ მისიის მიზანი რუსეთის შეკავება და კიევის მხარდაჭერაა, სადაც გაერთიანებული სამეფოს 650 სამხედრო მოსამსახურე „საიდუმლო წვრთნებს ატარებს.“ საუბარია 207 წელს გამოშვებულ უახლეს ესკადრის ნაღმოსან HMS Diamond-ზე, რომელიც ანტისაჰაერო და ანტისაზღვაო მძლავრი სარაკეტო კომპლექსებით არის აღჭურვილი. „ბრიტანეთი აძლიერებს თავის სამხედრო დასწრებას … Read more

გაურკვევლობა და პროტესტი ამერიკის აეროპორტებში ტრამპის ახალი ბრძანებულების გამო

ამერიკის ახალი პრეზიდენტის მიერ პარასკევს გამოცემულმა ბრძანებულებამ, რომელიც შვიდი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეებს შეერთებულ შტატებში შესვლას დროებით, 90 დღის განმავლობაში, უკრძალავს, აეროპორტებში დაბნეულობა და გაურკვეულობა გამოიწვია, ისლამურ სამყაროში აღშფოთება, ამერიკაში კი მასობრივი გამოსვლები. მართალია, ამ ბრძანებულებას დონალდ ტრამპმა ხელი პარასკევს მოაწერა, მაგრამ მისი შედეგი თვალნათელი შაბათს და, განსაკუთრებით, კვირას გახდა, როცა ამერიკისა და სხვა ქვეყნების აეროპორტებში … Read more

კიევში დაკავებული ქართველი ჯარისკაცი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

„მკვლელების ნაწილში რუსეთთან უნდა ვითანამშრომლოთ“ – ასე ეხმაურებიან საპარლამენტო უმრავლესობაში უკრაინაში დაკავებული ქართველი ჯარისკაცის საქმეს. თუმცა, ამავდროულად ირწმუნებიან, რომ გია ცერცვაძესთან დაკავშირებით არაფერი იციან. ოკუპანტი ქვეყნისათვის საკუთარ ჯარისკაცზე რაიმე მასალების გადაცემას ძალოვან უწყებებშიც კატეგორიულად უარყოფენ. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცი გია ცერცვაძე რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დააკავეს, ტელეკომპანია … Read more

მანდატურს, რომელზეც 15 წლის ორსულ მოსწავლეს ათხოვებენ, პატიმრობა ემუქრება

მანდატურს, რომელმაც 15 წლის სკოლის მოსწავლესთან სქესობრივი კავშირი დაამყარა, სამართლებრივი პრობლემები და პატიმრობა ემუქრება. გოგონა 40 წლის მამაკაცისგან  უკვე 5 თვის ორსულია და მალე დაქორწინებასაც გეგმავენ. შემთხვევა იმერეთში, თერჯოლის  ერთ-ერთ სკოლაში მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტრომ“ გაავრცელა.  როგორც აღმოჩნდა, მანდატური  ამ სკოლაში  2012 წლიდან მუშაობდა. 2016 წლის დეკემბერში კი მან სკოლასთან ხელშეკრულება საკუთარი სურვილითვე … Read more

„ნაცმოძრაობამ“ სააკაშვილის მომხრეებით დაკომპლექტებული პოლიტსაბჭო აირჩია

ახალი პოლიტსაბჭო და წესდება, პარტიის თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური, გენერალურ მდივნად კვლავ ვანო მერაბიშილი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ნიკა მელია, მის მოადგილეებად კი ზაზა ბიბილაშვილი და ლევან ვარშალომიძე -ასე დასრულდა პარასკევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა. ღონისძიება, რომელიც სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. დაახლ. 7-ათასიან დამსწრე საზოგადოებას  სიტყვით მიმართეს ზაზა ბიბილაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა, ნიკა … Read more

მინისტრი მოუწესრიგებელი ტუალეტების გამო სკოლის დირექტორებს მოხსნით დაემუქრა

სკოლის დირექტორი, რომელიც უახლოეს მომავალში საკუთარ სკოლაში საპირფარეშოს არ მოაწესრიგებს და იქ  ბავშვებისათვის საჭირო ჰიგიენურ ნორმებს არ შექმნის, თანამდებობიდან განთავისუფლდება. ამის პირობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პირადად დადო. დირექტორთა საბჭოს სხდომაზე იგი სკოლების ტუალეტებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვაზე ალაპარაკდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა ბევრ სკოლაში არსებობს და რომ ტუალეტებს ზოგან კარიც კი არა … Read more

NDI: 42%-ისთვის მდგომარეობა გაუარესდა, 10%-ისთვის გაუმჯობესდა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მორიგი კვლევის მიხედვით, დასაქმება, მზარდი ფასები, სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და პენსიები საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრობლემატური  საკითხებია. აღსანიშნავია, რომ პრომლემების პირველი ხუთეული 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა. გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 27% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. 17%-ის თქმით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი და მისი … Read more

გენდერული კვოტირების მხარდაჭერა 6%-ით შემცირდა

ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 4% მიიჩნევს, რომ  150 პარლამენტარიდან 23 ქალი ძალიან ბევრია, 39%-ისათვის ეს რაოდენობა საკმარისია, ხოლო 52%-ისთვის – ცოტა. გამოკითხულთა 8%-ის აზრით, პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდას უარყოფითი შედეგი ექნება. 27%-ის თქმით კი ამით არაფერი შეიცვლება. 20016 წლის აპრილთან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი იმ ადამიანების ხვედრითი წილი, ვინც გენდერული კვოტის შემოღებას … Read more

„ნაცმოძრაობა" კინაღამ საპარლამენტო ფრაქციის გარეშე დარჩა

მას შემდეგ, რაც პარტია წევრთა ნაწილმა და მათ შორის, 21-მა დეპუტატმა დატოვა, ენმ-ს პარლამენტში მხოლოდ 5 წარმომადგენელიღა დარჩა. კიდევ ერთი, აზერ სულეიმანოვი კი ჭოჭმანობდა. ყველაფერი დეპუტატ აზერ სულეიმანოვზე იყო დამოკიდებული, რომელიც საკუთარი პოზიციის გამომჟღავნებას აჭიანურებდა. დანარჩენი ხუთი დეპუტატია რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და კობა ნაყოფია. გუშინ მან თავისი პოზიცია ფეისბუქით დააფიქსირა … Read more

გაზპრომის გამო კალაძეს პარლამენტში იბარებენ

საპარლამენტო უმცირესობა გაზპრომის საკითხზე ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს პარლამენტში იბარებს. თავად კომპანია კი ქართულ მხარესთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ  რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთში ტრანზიტის საფასურის ფულადი სახით ანაზღაურებაზე შეთანხმდნენ. „მიღწეული შეთანხმებების თანახმად, რუსული მხარე 2017-2018 წლებში საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთში წელიწადში 2,0-2,2 მილიარდი კვ/სმ გაზის ტრანსპორტირების საფასურის გადახდისა და საქართველოში … Read more