პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

ოკუპირებული აფხაზეთიდან დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

მოლდოვის დედაქალაქის აეროპორტში სასაზღვრო პოლიციამ ოკუპირებული აფხაზეთიდან დნესტრისპირეთში გაგზავნილი დელეგატები ქვეყანაში არ შეუშვა და გააძევა.

Read more

ცხინვალის რეჟიმმა "საზღვრის გადაკვეთაზე" ჯარიმა 2,5-ჯერ გაზარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 2 000 რუსული რუბლიდან (82 ლარი) 5 000 რუბლამდე ( 205 ლარი) გაზარდა ჯარიმის თანხა, რომელსაც ახდევინებს ე. წ. საზღვრის დარღვევის მუხლით დაკავებულ ადამიანებს.

Read more

აშშ-ს სადაზვერვო თვითმფრინავმა აფხაზეთის მახლობლად პირველად გადაიფრინა

ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავის მარშრუტი. (Twitter, flightradar24.com)

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135V ორშაბათს ჯერ რამდენიმე საათის განმავლობაში კრასნოდარის მხარისა და ოკუპირებული ყირიმის სანაპიროს ახლოს დაფრინავდა, მერე აფხაზეთის სანაპიროს სიახლოვესაც გადაიფრინა.

Read more

„რამდენიმე მოჭიდავე და ერთი რაგბისტი"- ვინ მონაწილეობდა ცხინვალის ტყვეობიდან სამი შვილის დედის გამოხსნაში

მაია ოთინაშვილი (ფოტოს ავტორი: გოგა აფციაური/რადიო თავისუფლება).

37 წლის მაია ოთინაშვილი, რომელიც ცხინვალის რეჟიმს 11 დღე ჰყავდა გატაცებული, ორი კვირაა უკვე ხურვალეთში საკუთარ შვილებთან ერთად იმყოფება და ცხინვალის საკანში გატარებული დღეების გახსენება უმძიმს.

Read more

"ჩემი შვილები აფხაზი ბიჭის როლს ასრულებდნენ, რომელიც ქართველებს ხოცავს" – გალელ ბავშვებს "გამარჯვების" ზეიმს აიძულებენ

სექტემბრის ბოლო დღეებში აფხაზეთში “გამარჯვების დღისადმი” მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა, სადაც, როგორც წინა წლებში, გალის ქართულ სკოლებსაც აიძულეს, რომ მონაწილეობა მიეღოთ. გარდა იმისა, რომ ქალაქის ცენტრში გამართულ ღონისძიებებში მიაღებინეს მონაწილეობა, სკოლებს ასევე დაავალეს ადგილზეც გაემართათ საზეიმო საღამოები, რომელსაც დე ფაქტო ჩინოვნიკებიც დაესწრენ. როგორც DFWatch-ს ერთ-ერთი მშობელი უყვება, დავალება იყო სკოლის მოსწავლეებს ზეიმზე ყველას აფხაზური სამხედრო ფორმები … Read more

გალის მოსახლეობა იძულებულია სიგარეტის კონტრაბანდას დაუბრუნდეს

შემოსავლის წყაროს დაკარგვამ გალის მოსახლეობა ისევ არალეგალურ ბიზნესში დააბრუნა. საქმე ეხება სიგარეტით ვაჭრობას, რომელიც წლების წინ საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული, შემდეგ პრაქტიკულად მოისპო, დღეს კი ისევ აქტუალური გახდა.

Read more

ცხინვალის რეჟიმმა ახალგორში თევზეულისა და ხორცპოდუქტების შეტანა აკრძალა

“რაზდახანის საბაჟო” ახალგორთან.

უკვე ერთ კვირაზე მეტია ოკუპირებულ ახალგორის მაღაზიებში აიკრძალა ქართული პროდუქციის ზოგიერთი სახეობით ვაჭრობა, რის გამოც მოვაჭრეები დიდ ზარალს განიცდიან.

Read more

დიდი ხმაური სოხუმში – მილიცია დრამატულ თეატრში ბომბს ეძებდა

სოხუმის დრამატულ თეატრში ადგილობრივი მილიცია და კინოლოგები წუხელ ბომბს ეძებდნენ, სამ საათზე მეტი ხნით გადაკეტილი იყო ცენტრალური ქუჩები, თუმცა დიდი ძებნისა და ხმაურის შემდეგ ვერაფერი აღმოაჩინეს. 10 ოქტომბერს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია შევიდა, რომ სოხუმის ცენტრში არსებული დრამატული თეატრის შენობა დანაღმული იყო და ინფორმაციის მიღებისთანავე სასწრაფოდ შენობის შემოწმება … Read more

მაია ოთინაშვილი ამბობს, რომ გატაცებისას სცემეს, მერე თითი არ დაუკარებიათ

მაია ითინაშვილს ერგნეთთან ახლობლები ხვდებიან. (სპუტნიკ-ოსეტიას ფოტო.)

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული სამი შვილის დედა, მაია ოთინაშვილი 10-დღიანი ტყვეობის შემდეგ უკვე თავისუფალია და ხურვალეთში, საკუთარ სახლში იმყოფება.

Read more

ცხინვალის რეჟიმი აცხადებს, რომ მათ მიერ გატაცებული 37 წლის ქალს კარგად ექცევიან

მაია ოთინაშვილი ცხინვალის იზოლატორში. (cominf.org)

ცხინვალის მედია საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მაია ოთინაშვილის ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც იზოლატორში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ მას კარგად ეპყრობიან და ჯანმრთელობას არ უჩივის.

Read more