გალელები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არჩევნებამდე არაფორმალურად სიგარეტით ვაჭრობის უფლება მისცა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა განუცხადეს, ამის შესახებ მათ უშუალოდ სამართალდამცავებისგან შეიტყვეს.
DFWatch staff
რუსმა სამხედროებმა ატოცის შემდეგ ხურვალეთშიც დაიწყეს ახალი მავთულხლართების გაბმა
რუსი სამხედროები სოფელ ატოცის შემდეგ სოფელ ხურვალეთშიც გამოჩნდნენ რამდენიმე ადგილას დამატებითი მავთულხლართების გასაბმელად.
ამერიკულ ნუმიზმატურ კატალოგზე სოხუმში დიდი ზარ-ზეიმია, თბილისში კი უარყოფენ
აფხაზური მედიის ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტების ფოტოები ამერიკული გამომცემლობის Krause-ს ნუმიზმატურ კატალოგში მოხვდა.
გალში არჩევნების პირველმა ტურმა პასიური აგიტაციის ფონზე ჩაიარა
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, კონფლიქტის ზონაში გაცხოველებული აგიტაცია არცერთ პარტიას არ უწარმოებია, ამის შესახებ DFWatch-ს გალელებმა უთხრეს.
ცხინვალის რეჟიმმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი ნოემბრიდან მავთულხლართების მონტაჟი განახლდა.კომიტეტის ცნობით, სოფელ ბალთასთან, რომელიც ქარელის რაიონის სოფელ ატოცს ემიჯნება, დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძის ბარიერი გაკეთდება.
გალში ბინადრობის მოწმობის გაცემა შეაჩერეს
აფხაზურმა მხარემ ე.წ. “ვიდ ნა ჟიტელსტვას” (ბინადრობის უფლების დამადასტურებელი მოწმობა) გაცემა დროებით შეაჩერა. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა უთხრეს, ამის მიზეზად დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საბეჭდი მანქანის საღებავის ამოწურვას ასახელებენ.
"გთხოვთ, გააზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა მჭირდება" – ახალგორელ აქტივისტზე მე-4 საქმე აღძრეს
ახალგორში მცხოვრები აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის ცნობით, მის მიმართ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პროკურატურამ რიგით მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. “ფაქტობრივად ტყვეობაში ყოფნიდან წელიწადისა და სამი თვის თავზე მეოთხე სისხლის სამართლის საქმე აღძრა პროკურატურამ. წინა 3-ზე პირველი ინსტანცია მოვიგე – სასამართლომ თქვა, რომ არაა საკმარისი მტკიცებულებები, ბრალეულობები არ ჩანს და 3 ტომისგან შემდგარი საქმე უკან … Read more
ცხინვალში კომკავშირის 100 წლისთავი აღნიშნეს
ღონისძიებაში მოსწავლეები საბჭოთა დროინდელი წითელი დროშებით და პიონერის ფორმებით – წითელი ქუდებითა და წითელი ყელსახვევებით გამოვიდნენ. ზეიმში მონაწილეობა დე ფაქტო პრეზიდენტმაც ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო და დიდი სიამაყით აღნიშნა ის ფაქტი, რომ ადრე თავადაც იყო კომკავშირელი. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ახალგაზრდობის იდეოლოგიური კავშირი აუცილებელია ყველასთვის და ყოველთვის და შეუფასებელია ოსი კომკავშირლების როლი სამხრეთ ოსეთის ომის … Read more
„ლენინისა და სტალინის პოსტერებთან ბავშვებს საბჭოთა სიმღერებს ამღერებენ“ – ციხელაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
„გალის საბავშვო ბაღებში სამხედრო კამუფლაჟში გამოწყობილ ბავშვებს ახატვინებენ ომის სურათებს, ტანკებს და საბრძოლო იარაღებს, ომობანას ათამაშებენ და ბავშვები სისხლის, დაჭრის ინსცენირებებს აკეთებენ… ბევრმა არ იცის, იქ (გალში) მართლა რა გმირობებს სჩადიან ადამიანები, განსაკუთრებით მასწავლებლები, ასევე მშობლები, ბავშვებიც, რომ ინარჩუნებენ იდენტობას ფიზიკური უსაფრთხოების რისკის ფასადაც კი,“ – აცხადებს DFWtch-თან საუბრისას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი … Read more
სოხუმის რეჟიმი გალელების დიდი უმრავლესობისთვის პენსიას პრაქტიკულად აუქმებს
პირველი ნოემბრიდან, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა პენსიონერთა რეგისტრაციას იწყებს. როგორც DFWatch-ს ადგილობრივებმა აცნობეს, რეგისტრაციის გავლა მხოლოდ იმ კატეგორიას შეეძლება, ვისაც აფხაზური პასპორტი ან ბინადრობის მოწმობა (ე.წ. „ვიდ ნა ჟიტელსტვა“) აქვს აღებული. მათივე ცნობით, პენსიონერების უმეტესობას წითელი პასპორტი ჰქონდა, შესაბამისად, ზემოთხსენებული ორი საბუთი არ გააჩნიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი აფხაზურ პენსიას ვერ აიღებენ. „ე.წ. წითელი … Read more


