პარასკევი, დეკემბერი 5, 2025

აგვისტოს ომში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ოჯახებს გადასცეს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი ოჯახებს გადაეცა. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან ნეშტების გადმოსვენება მიმდინარე წლის 19 მარტს წითელი ჯვრის  საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით განხორციელდა. დაღუპულების სამარხის გახსნა და ნეშტების ექსგუმაცია მოხდა 2017 წლის ოქტომბერში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ თამარაშენის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე. ნეშტებს ჩაუტარდათ ექსპერტიზა საერთაშორისო ლაბორატორიაში ხორვატიის ქალაქ ზაგრებში, რის … Read more

სოხუმმა ბინადრობაზე ზომიერი გადასახადი დააწესა, გალელები კი ეჭვობენ, ისევ ქრთამის გადახდა მოუწევთ

სოხუმის რეჟიმმა ბინადრობის უფლების ასაღებად “ოფიციალური” გადასახადი დააწესა – 600 რუსული რუბლი (25 ლარი). ეს ბევრად უფრო ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც გალის მაცხოვრებლები ამ დოკუმენტის აღებისას ამჟამად არაოფიციალურად იხდიან.

Read more

ცხინვალი ირწმუნება, რომ მათი "საჰაერო სივრცე" 5 დრონმა დაარღვია

(cominf.org)

ცხინვალის რეჟიმი ირწმუნება, რომ ხუთმა უპილოტო საფრენმა აპარატმა საქართველოდან სამხრეთ ოსეთის “საზღვარი” ერთდროულად გადაკვეთა.

Read more

ფოტოგრაფის აღმოჩენა – 7 წლის მოდელი გალიდან

ლიზი საბულუა გალის რაიონის სოფელ საბერიოში ცხოვრობს. მისი ფოტოები ალბათ სიახლეს არ წარმოადგენს, რადგან ის უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორი იყო ლიზის ცხოვრება იქამდე და რა შეიცვალა მას შემდეგ, „მშობელს“ ლიზის დედა, მაკა ავალიანი უყვება.

Read more

სოხუმის რეჟიმი გალელებისთვის ალტერნატიული სამხედრო სამსახურის შემოღებაზე ფიქრობს

(ekhokavkaza.com)

“ქართველებს, მოქალაქეობის არქონის გამო აფხაზურ ჯარში არ ვიწვევთ, ამიტომ ახლა კანონმდებლებისგან ველით კანონს, მათთვის ალტერნატიულ მსახურებაზე“, – ამის შესახებ გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ განაცხადა.

Read more

დევნილების ბინებით უზრუნველყოფის კრიტერიუმები შეიძლება შეიცვალოს

დევნილთა, შრომისა და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო აცხადებს, რომ შეთანხმების შემთხვევაში მზადაა დევნილებისთვის ბინების განაწილების კრიტერიუმებს გადახედოს. როგორც DFWatch-ს სამშაბათს სამინისტროში უთხრეს, მინისტრმა ამის შესახებ დევნილების ერთ ჯგუფთან შეხვედრისას განაცხადა. თუმცა სამინისტროში ამ საკითხის დეტალებზე ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამბობენ, რომ დეტალები მორიგი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთება. სერგეენკოს თქმით, ამჟამად იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა გრძელვადიანი … Read more

აგვისტოს ომში დაღუპული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს

(Palitranews)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული საქართველოს შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადმოასვენეს.

Read more

ახალგორის დე ფაქტო ხელმძღვანელად რაიონის მთავარი მეხანძრე დანიშნეს

(Cominf.org)

ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციის უფროსად “პრეზიდენტმა” ანატოლი ბიბილოვმა ორშაბათს ცხინვალელი კადრი დანიშნა, რომელიც მანამდე რაიონის სახანძრო დანაყოფს უფროსობდა.

Read more

რუსულ ბაზაზე გარდაცვლილი კვარაცხელიას ოჯახს ევროკავშირის ელჩმა მიუსამძიმრა

კარლ ჰარცელი (1tv.ge).

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, სამძიმარს უცხადებს.

Read more

გალის ადმინისტრაციის უფროსის ცემაზე გავრცელებული ცნობები დასტურდება

გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას სოხუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ახლა რუსეთში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.

Read more