კვირა, ივნისი 14, 2026

ნოემბერში თბილისიდან სამი ახალი ავიაკომპანია შეასრულებს რეისებს

airportთბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნოემბერში სამი ახალი – თურქმენული, რუსული და უკრაინული – ავიაკომპანია შემოდის.  

კერძოდ, 1-ელ ნოემბერს ქართულ ავიაბაზარზე შემოდის რუსული „პობედა”, 2 ნოემბრიდან  თურქმენული Turkmenistan Airlines  და 27 ნოემბრიდან უკრაინული DART Airlines Ukraine.  ისინი რეგულარულ რეისებს, შესაბამისად, როსტოვის, აშხაბადის და კიევის მიმართულებით შეასრულებენ.

„დარტ უკრაინა“ კიევის მიმართულებით რეისებს შეასრულებს კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს; „თურქმენისტანი“ აშხაბადის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და ხუთშაბათს იფრენს; ხოლო როსტოვის მიმართულებით კვირაში სამჯერ – სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს,“- DFWatch-თან საუბრისას ამბობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსო მარიამ ნეფარიძე.

მისი თქმით, ამ ავიაკომპანიებიდან მანამდე მხოლოდ „დარკს” ჰქონდა რეისები ბათუმიდან, თბილისის აეროპორტში კი სამივე პირველად შემოდის.

 

Sign up for our weekly briefing

News, background and opinion from an independent, non-donor-funded outlet.

Leave a Comment

Support our work