გალის რაიონის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თემურ ნადარაიას სოხუმში ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის ახლა რუსეთში მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას “ნიუპოსტი” ავრცელებს.
ეს ცნობა DFWatch-ს დე ფაქტო ადმინისტრაციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაუდასტურა და დააზუსტა, რომ ნადარაია სამკურნალოდ პეტერბურგშია გადაყვანილი; მისი მდგომარეობა მძიმეა და მეტყველება უჭირს.
ინციდენტის დეტალების დაზუსტება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. “ნიუპოსტის” წყაროს ცნობით, თავდასხმა კრიმინალურ გარჩევებს უკავშირდება. როგორც ადმინისტრაციის თანამშრომელი DFWatch-თან ამბობს, გალში მომხდარის შესახებ ზუსტად არავინ იცის, სახელდება ორი ვერსია – ერთის თანახმად, ნადარაიას კონფლიქტი ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან მოუწია, მეორის მიხედვით კი აფხაზური მილიციის სპეცრაზმელებთან.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.