პარასკევს, 17 აგვისტოს ენგურის ცენტრალურ ხიდზე რუს მესაზღვრეებს, მიცვალებული 6 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული. როგორც გარდაცვლილის ოჯახის ახლობლებმა DFWatch-ს უთხრეს, დაკავების მიზეზად საბუთის არქონა დასახელდა,ვინაიდან მანამდე სოხუმის რეჟიმმა ე.წ. წითელი პასპორტები ძალადაკარგულად გამოაცხადა.
„ჯერ საბუთს გვთხოვდნენ, შემდეგ გვითხრეს, რომ მინისტრის სპეციალური ბრძანების გარეშე ვერ გაგვიშვებდნენ, შემდეგ გარდაცვალების ცნობა მოგვატანინეს ზუგდიდიდან, საბოლოოდ კი 5000 რუსული რუბლის (190 ლარი) სანაცვლოდ გაგვატარეს,” – გვითხრეს ოჯახის ნათესავებმა.
გარდაცვლილი ე.გ. გალის რაიონის მკვიდრი იყო. ის მძიმე ავადმყოფობის გამო სამკურნალოდ ზუგდიდში ჰყავდათ გადაყვანილი.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.