ენგურის ცენტრალურ გამშვებ პუნქტზე მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს, რაც უზარმაზარ რიგებს ქმნის.„საათობით გვიწევს რიგში დგომა. ორი კვირაა ასეა, მხოლოდ ერთი ფანჯარა მუშაობს. თუ საქმე გადაუდებელი არ არის, არც ღირს რიგში დგომა, რადგან ნაწილს უკან უწევს გაბრუნება,“ – უთხრა DFWatch-ს სოფელ თაგილონის მკვიდრმა გ.ა.-მ.
მოსახლეობისთვის გადაადგილების შეფერხების რეალური მიზეზი უცნობია, თუმცა რამდენიმე ვერსიას განიხილავენ.
ერთ-ერთი ვერსიით, ოკუპანტებმა ელექტრონული ბაზა დაკარგეს, ახლა კი მისი აღდგენის მიზნით თითოეული მოქალაქე თავიდან შეჰყავთ ბაზაში, რაც დიდ დროს მოითხოვს.
ასევე საუბრობენ სხვა, ხელოვნურად შექმნილ მიზეზზეც.
„მათ რა ენაღვლებათ, როცა უნდა გახსნიან, როცა უნდა ჩაკეტავენ, ახლა ალბათ ფულის შოვნა მოუნდათ და ეს ახალი ხერხია. ვისაც ჯიბეში 1000 მანეთი (რუსული რუბლი) მაინც აქვს და რიგში დგომა ეზარება, გვერდზე გადის, აწვდის თანხას და გადადის უპრობლემოდ. იმასაც ამბობენ, რაღაც ბაზა წაეშალათო, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ძირითადი ნაწილი საათბით რიგში დგას, რადგან ფული ბევრს არ აქვს“, – აღნიშნა DFWatch-თან საუბარში 60 წლის ნ.ბ.-მ.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.