თბილისი, DFWatch – სამშობლოში დაბრუნებული მაჰმადიანი მესხების უფლებებს, რომლებიც ბინადრობის ნებართვის მიღებისას პრობლემებს აწყდებიან, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები სასამართლოში დაიცენ.
იუნის არიფოვი უკვე რვა წელია, რაც ახალციხეში ცხოვრობს. ის ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც მამა-პაპისეულ მიწაზე დაბრუნება გადაწყვიტა. ის ვერ ახერხებს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას, რადგან უკვე აქვს აზერბაიჯანის მოქალაქეობა, და მისი გაუქმებისას პრობლემას აწყდება. როგორც რეპატრიანტს, ის უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა მაშინვე, რაც უარს იტყვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, თუმცა ამ პროცედურისთვის განკუთვნილი ორწლიანი ვადა უკვე ამოიწურა და ვერც იუნისმა და ვერც მისი ოჯახის წევრებმა ეს ვერ მოახერხეს, მამამისის გარდა.
მიუხედავად ამისა, მოქალაქეობის არქონა არიფოვების ოჯახს არავითარ პრობლემას არ უქმნიდა 2014 წლის სექტემბრამდე, სანამ ახალი საიმიგრაციო კანონი შევიდოდა ძალაში. ახლა კი არიფოვებს საქართველოში დასარჩენად მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება ესაჭიროებათ.
მაგრამ, არიფოვებს ამაზე უარი ეთქვათ იმ მოტივით, თითქოს ისინი საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. ამ მხრივ არიფოვების ოჯახი გამონაკლისს არ წარმოადგენს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” ხელმძღვანელის, ცირა მესხიშვილის თქმით, იგივე პრობლემის წინაშე დგას დაახლოებით 140 რეპატრირებული მესხი. მისი განცხადებით, “ბინადრობის ნებართვის მსურველთა თითქმის ოთხმოცმა პროცენტმა ასეთივე უარყოფითი პასუხი მიიღო.”
“საერთაშორისო გამჭვირვალობა” (TI) აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის სავარაუდო საფრთხის საფუძველზე ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა საქართველოში ჩვეულებრივი პრაქტიკად ჩამოყალიბდა. პროცედურა ასეთია: შსს-ს კონტრდაზვერვის სააგენტო აპლიკანტებს ამოწმებს და დასკვნას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადასცემს, რომელიც ბინადრობის ნებართვის გაცემა-არგაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. აღსანიშნავია, რომ კონტრადაზვერვის დასკვნას თან ახლავს შესაბამისი დასაბუთება, რომელიც გასაიდუმლოებულია. მიუხედავად იმისა, რომ კონტრდაზვერვის სააგენტოს დასკვნას კანონით მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათი აქვს, “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ინფორმაციით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მათ ავტომატურ რეჟიმში ითვალისწინებს.
იუნის არიფოვისა და მისი ოჯახის ინტერესებს სასამართლოში “ტოლერანტი” და “ადამიანის უფლებათა სახლი” იცავს. მათი ადვოკატი ეკა ქობესაშვილი აღნიშნავს, რომ არიფოვები საქართველოში უკვე რვა წელია რაც ცხოვრობენ, ფლობენ მიწის ნაკვეთსა და სხვა ქონების და არა აქვს კრიმინალური წარსული. გამომდინარე აქედან, არალოგიკურია მათი მხრიდან სახელმწიფოსთვის რაიმე საფრთხის მოლოდინი. მისივე თქმით, მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმა ოჯახის ფაქტობრივ განცალკევებას ნიშნავს, რადგან იუნისის მამა საქართველოს მოქალაქეა.
მესხები, რომელთაც ზოგჯერ “თურქ მესხებსაც” უწოდებენ, ადრე სამცხე-ჯავახეთში სახლობდნენ. ისინი მუსლიმები არიან, და მათი მშობლიური ენაა აღმოსავლეთ ანატოლიის თურქული დიალექტი. ეს ხალხი სტალინის ბრძანებით 1944 წელს მთლიანად გაასახლეს ცენტრალურ აზიაში, სულ 100,000-ზე მეტი ადამიანი. მესხებს, იმავე ეპოქაში დეპორტირებული სხვა ხალხებისგან განსხვავებით, როგორიცაა ყირიმელი თათრები, ინგუშები და ჩეჩნები, სტალინის რეჟიმის დასრულების შემდეგ საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნების საშუალება არ მიეცათ.
1989 წელს უზბეკეთის ფერგანას ოლქში, სადაც დეპორტირებული მესხების დიდი ნაწილი ცხოვრობდა, მოხდა სისხლიანი ეთიკური კონფლიქტი მესხებსა და უზბეკებს შორის, რის შედეგადაც მესხებს ამ ადგილების დატოვებაც მოუწიათ. ამჟამად მათი უმრავლესობა აზერბაიჯანში ცხოვრობს, ნაწილი რუსეთსა და შუა აზიის რესპუბლიკებში.
1999 წელს საქართველო ევროპის საბჭოს წევრი გახდა და ქვეყნის ხელისუფლებამ მესხების რეპატრიაციის ვალდებულება აიღო.
2007 წელს საქართველოს პარლამენტა მიიღო რეპატრიაციის კანონი, რომელიც მესხებს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების საშუალებას აძლევს. ამ კანონის თანახმად, დაბრუნების მსურველ მესხებს ორი წლის განმავლობაში შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარედგინათ და შეეძლოთ რეპატრიანტის სტატუსის მიღება.
უმცირესობების საკითხების ევროპული ცენტრის თანახმად, 2015 წლის 2 მარტის მონაცემებით, საქართველოში რეპატრიანტის სტატუსის მქონე იყო 1,533 ადამიანი იყო, მოქალაქეობა კი 320 მათგანს ჰქონდა მინიჭებული.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.