პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა ორშაბათს ფრანგული სატირული გაზეთის, „შარლი ებდოს“ წინააღმდეგ, რომელმაც 14 იანვარს მოციქულ მუჰამედის ამსახველი კარიკატურა გამოაქვეყნა, საპროტესტო აქცია გამართეს.
სოფელ დუისის მაცხოვრებლებს მიაჩნიათ, რომ კარიკატურა მუსლიმებისთვის შეურაცხმყოფელია და, მიუხედავად იმისა, რომ გაზეთი ტერორისტების თავდასხმის ობიექტი გახდა, ის სიტყვის თავისუფლების ნიღბით ისლამის მიმდევართა შეურაცხყოფას განაგრძობს. ამავე დროს, აქციის მონაწილეებმა ტერორიზმიც დაგმეს.
„დღეს ჩვენ ვგმობთ კარიკატურებს, რომლებიც ყველა რელიგიას შეეხო და შეურაცხყო ის, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის წმინდათა წმინდაა,“ განაცხადეს ორგანიზატორებმა. „არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ შენიღბავენ ამას, „დემოკრატიას“ უწოდებენ თუ „სიტყვის თავისუფლებას“, ასეთ ქმედებას გამართლება არა აქვს. გამოხატვის თავისუფლება ვინმეს რწმენის დაცინვაში არ უნდა გამოიხატებოდეს. “დემონსტრაციის პარალელურად ჩატარდა ლოცვაც. მონაწილეები აცხადებენ, რომ მოციქულ მუჰამედის დაცვა მათი უმნიშვნელოვანესი მოვალეობაა.
პანკისის ხეობა ჩრდილოეთიდან რუსეთის ფედერაციის ნაწილს, ჩეჩნეთის რესპუბლიკას ესაზღვრება. მოსახლეობის უმრავლესობა აქ მუსლიმი ქისტია.
ათობით ახალგაზრდა პანკისის ხეობიდან სირიაში, ისლამური ხალიფატის რიგებში იბრძვის და მინიმუმ რვა მათგანი იქ დაიღუპა. https://dfwatch.net/one-more-georgian-jihadist-dies-in-syrian-war-99679
საქართველოს მთავრობა ამზადებს ახალი კანონპროექტს, რომელიც სანქციებს აწესებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც საზღვარგარეთ ტერორისტული ორგანიზაციების რიგებში იბრძვიან. https://dfwatch.net/georgia-plans-new-measures-as-one-more-fighter-dies-in-syria-war-51952
12 ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისას. მანამდე გამოცემამ, მოციქულ მუჰამედის გარდა, ისლამური ხალიფატის ლიდერის, აბუ ბაქრ ბაღდათის კარიკატურაც გამოაქვეყნა.
Leave A Comment
You must be logged in to post a comment.